გამხელილი ცრემლები …

ფეხბურთი ლამაზი სპორტია , რომელსაც მილიონობით ქომაგი ჰყავს . არსებობს უამრავი საფეხბურთო კლუბი და სწორედ მათი გულშემატკივრობა გვაერთიანებს ფანებს . მე კი თქვენ მინდა მოგეფეროთ იუვენტინოებო და მინდა ჩემი ცრემლი თქვენ გაგიმხილოთ …

ყველა იუვენტინოს გვემახსოვრება მთელი ცხოვრება 2012 წლის 13 მაისი . ის თარიღია როდესაც ჩვენი ბიჭები პატარა ბავშვებივით დარბოდნენ , შამპანიურით იწუწებოდნენ და დიდ გენიოს ანოტნიო კონტეს მეგობრულად იხუტებდნენ გულში . თეთრი შურით გვშურდა სტადიონზე მყოფების რადგან ისინი მეტ სიახლოვეს იყვნენ , ხო მეტად იყვნენ იყვნენ ჩვენ კაპიტანთან . ალექს მტკივა , ალექს მენატრები ყოველი ამ დღის განხსენებით თვალი ცრემლებით მევსება . მინდა მჯეროდეს რომ ეს სიზმარია , მინდა ისევ გნახო შავ თეთრ ფორმაში , მინდა 10 ნომრიან მაიუსრს ისევ დელ პიერო ეწეროს , თუმცა ვიცი რომ ეს რეალობაა და რომ წახვედი . მე კი ისევე როგორც სხვა იუვენტინოებმა ძალა უნდა ვიპოვო საკუთარ თავში და უნდა შევეგუო იმ აზრს , რომ თუ ძირითადში ვერ გხედავდი არც სათადარიგოთა სკამზე არ უნდა გეძებო .
სერია ა–ს ბოლო ტური იყო, ტურინში იუვენტუსი ჩემპიონის რანგში დაუხვდა ბერგამოს ატალანტას. მატჩის ინტრიგას წარმოადგენდა ის, რომ იუვეს სეზონი წაუგებლად დაესრულებია და დელპიერო ღირსეულად გაეცილებიათ. ყველაფერი სურვილისამებრ წავიდა…

იუვემ მოიგო, დელპომ ამ მატჩშიც გაიტანა და ღირსეულად თავაწეული და გამარჯვებული წავიდა!
წავიდა, მაგრამ ის ჩვენს გულებში დარჩა. მან 19 წლის მანძილზე უამრავი ტიტული, ბედნიერი წუთები და მოუმადლებელი გოლები გვაჩუქა.
მატჩმა ინტერესი მას შემდეგ დაგაკრა, როდესაც დელპომ მოედანი დატოვა, დატოვა ღირსეულად. ეხვეოდნენ ისე, თიTქოს უკანასკნელად ხედავდნენ, ემშვიდობებოდნენ ისე, თითქოს სადღას შორს მიდიოდა წლების მანძილზე. მარTალია ის არსად წასულა, მაგრამ მას ბოლოჯერ ხედავდნენ მის გვერდიT მოედანზე და აქედან იყო გამოწვეული ეს ემოციები, ეს სიყვარული და დიდი დაფასება კაპიტნის მიმართ.

მატჩი გაგრძელდა, თუმც მხოლოდ იმ 22 ფეხბურთელთათვის, რომლებიც ბურთს აგორებდნენ, რადგან სტადიონზე მყოფი გულშემატკივრების მზერა დელპიეროსaკენ იყო მიმართული. ხელს უქნევდა ქომაგებს, წრეს ურტყამდა მოედანს, მინდვრიდან იღებდა ტრიბუნებიდან ნასროლ კაშნებსა თუ დროშებს, ემოციებს აყოლილი ძლივს იკავებდა ცრემლებს, რამე თუ არ უნდოდა ეგრძობინებინებინა ჩვენთვის, რომ გული სტკიოდა, რომ ჩვენზე მეტად ვერ   გვთმობდა. მაგრამ როგორც ღირსეულმა ჩემპიონმა ღიმილიანი სახით გვიცქირა და სკუდეტო ბედნიერი სახით აღმართა.

მადლობა დელპო იმ ტიტულებითვის რომელთა მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანე. მადლობა იმ გოლებისათვისა და იმ წუთებისათვის, როდესაც შენს სახელს ვსკანდირებდით და ბედნიერების ცრემლებს ვღვრიდით. შენ წახვედი თუმც 10 ნომრიან მაისურზე ყოველთვის დელპიეროს ამოვიკიTხავთ, ყოველი ჯარიმისა Tუ 11–მეტრიანის დანიშვნისას ყოველთვის შენ გაგვახსენდები, ყოველი მძიმე მომენტისას ყოველთვის შენ გინატრებთ – ,,ნეტა დელპო გვყავდეს ეხლა“ არასოდეს მიეცემი დავიწყებას ალექს! მინდა ასევე ჩემი პირადი მადლობა გიძღვნა, რამე თუ მე შენ იტალიის ნაკრებში გნახე, შემდეგ კი იუვეში გიპოვე და რომ არა შენი ამ გუნდში თამაში, მე დღეს ვერ ვიქნებოდი იუვენტინო. ამიტომ მინდა გითხრა მადლობა, რომ სწორედ შენი დამსახურებაა ის, რომ მეც იუვენტინო ვარ, იუვენტუსის ნაწილი ვარ, რომ თქვენიანი ვარ და შავ–თეთრი მაისურის ერთგული ვარ!!!
წარმატებები პინტურიჩიო, ვიცი ყოველთვის თვალს ადევნებ იუვეს თამაშებს, ვიცი მალე ჩვენთან დაბრუნდები და იუვეს წარმატებაში უკვე მოედნის მიღმა მყოფი შეიტან წვლილს.
ბოლოს კი შემდეგი სიტყვებით გემშვიდობები ალექს: ,,შენ იმ გამხელილი ცრემლების მიზეზი ხარ, რომლითაც მოგეფერე, რომლითაც გითხარი მიყვარხარ და რომლითაც გულის ამოვარდნამდე ვიტირე“  .

 

ავტორი : გიორგი ქასრაშვილი

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

37 კომენტარი

  1. 10_means_alex says:

    ცრემლებზე არ მეცინება იმიტო რო მეც ვიტირე. ოქროს ბურთზე არ მწყდება გული, ეგ არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით რაც ამ კაცმა პირველ რიგში მე მაჩუქა, მერე იუვეს ყველა ფანს.რონალდოს ბევრი პიროვნული ჯილდო აქვს მაგრამ ალექსას გვერძე ვერასდროს დადგება, შეიძლება უფრო “მაგარი ფეხბურთელია”, მაგგრამ ისტორიას ალექსა დარჩება და არა რონალდო.რო წავიდა (კონტე მომცა სადმე ჩიხში) ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი წაიღო, ის რაც ყვლაზე მეტად მიყვარდა. მაგრამ არაუშავს, მჯერა რო დაბრუნდება როგორც მწვრთნელი, და მეც დამიბრუნებს ბავშვობას. აუ როგორ ველოდები როცა ალექსას გაწვრთნილი იუვე, ლიგაცე კონტეს გაწვრთნილ გუნდს დაადუღებს….
    ვინც არ იცის დელპიერო რას ნიშნავს ნახოს მისი პასი მარკიზიოზე ფიორენტინას წინააღმდეგ რომელიც გოლით დასრულდა, მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმისა თუ როგორ უნდა დატოვო 5 კაცი ხახამშრალი

  2. მელქისედეკმა თქვა, არაოოო says:

    იუვეს გულშემატკივარი ვარ მეც დიდი ხანია და აქაც ხშირად შემოვდივარ ხოლმე. დელპოც თავისთავად ძალიან მიყვარს მარა ესე ცრემლებით და ტირილებით ნაღდად ვერ ვიხსნებ :))) მეცინება მაგრა ამ სტატიას რომ ვკითხულობ , ცრემლები და გულის წასვლები:))))

    კაი ადამიანი უნდა იყო შენ ისე.

    :forza:

  3. XAR085 says:

    მიუხედავად იმისა მთელი ცხოვრება ბაჯოს თავგადაკლული ქომაგი ვიყავი დელ პიერომ შემაყვარა იუვე და მისი შავ-თეთრი მაისური! ალე გენიოსი იყო და მის გენიალურ კარიერას ოქროს ბურთი როარ ამშვენებდეს სარული კატასტროფააა! :juvee: :forza: :juvee: :forza:

  4. ანონიმური says:

    =ტიგრანა= როცა დელპიეროს სტატიებს დავინახავ გული სიამაკიტ მევსება. აი ასეტი კლასნი იგროკი გვინდა დაახლოებიტ. და არა ხარახურა რომ მოკავტ და ედზებენ კიდე.

  5. ანონიმური says:

    =ტიგრანა= რეალისტი შენ შენი რცჰევები შენგამოგადგება და ხოკეის კიარა ბალეტს უბალეშიკე გეიგე სიმონ ცჰემ კომენტარებს ტუ ;ლისტპლისაკვირდები რავერგაიგე, მორატა რომ მიჯობს მანდზუკიას და ალეგრი რომ ლიგას ვერმოგვაგებინებსტკო, რეალისტი ტუხარ რეალურად ეგრე არაა? ტიპი ტავად ამბობს ლგა ოცნებააო ეგ რაარი? ტავისტავში არარი დარცმუნებული ცჰვენ მეოცნებე ტრენერი არგვცჰირდება, მორატა რომარ სეეცვალა ფინალს იუვე იტამაშებდა, ტავად გვარდიოლამაც ტკვა ეგ. და კიდე მერავცტკვი კველაფერი ეგრე მოცდა ვიდზახდი რომ ხედირა მანდზუკიცატი ლიგას ვერ მოვიგებტკო, და ეგრეა, კიდე ნუგგონიატ ტუ კავანს მოივანენ ეს ცინგადადგმული ნაბიჯი იკნება. რომელია გუნდი იტალიაში იუვეს გარდა. იუვე სულ ცჰემპიონი იკნება და მაგიტომ არის ალეგრი მაგარიი. გაიგეტ რომ ლიგისტვის ეგ ერგამოდგება. მომავალში ლიგაზე ოცნება შეიდზლებაო, ცავიდეს მაგის მეოცნებე….. შეიდზლება კიარადა ლიგა დადოს, ატლეტიკოს მაგის ნახევარი ვარსკვლავები არაკავს

  6. sergojuve sergojuve says:

    რამდენი მოდერატორო ყავს საიტს???

  7. ანონიმური says:

    :juvee: :juvee:

  8. bugitto bugitto says:

    მიყვარს ესეთი სტატიები :) დელ პიერო ყველა დროის N1 იუვენტინო ფეხბურთელი და ლეგენდა …

  9. Soni says:

    Sagol kargi gasenebaa.da kargi statiaa :forza: :forza: .

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »