რომელი ფორვარდი იმსახურებს თამაშს ნაკრების მაისურით?

ტურინის “იუვენტუსს” ფორვარდებს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან არც ერთ მადგანს არ აქვს დღეს-დღეისობით სახარბიელო შედეგი იტალიის ლიგაში. ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ სტატია რომლითაც ქართველი გულშემატკივარი გამოხატავს თავის აზრს, თუ ვინ უნდა თამაშობდეს ნაკრების მაისურით.

მირკო ვუჩინიჩი – ჩერნოგორიელი ფორვარდი თავის ნაკრებში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდადაა მიჩნეული, მას როგორც კლუბში იქაც 9 ნომრიანი მაისური აცვია და სიამაყით გამოჰყავს გუნდი მოედანზე (ნაკრების კაპიტანი). მას გააჩნია იდეალური დარტყმა, რასაც არაერთი გოლი გვიმტკიცებს, თუნდაც 2012 წელს “მილანთან”, ასევე “ფიორენტინასთან” და სხვა. გამოირჩევა ტექნიკური მახასიათებელით და მოედნის კარგი ხედვით. ბოლო დროს ჩერნოგორიელი ნამდვილად ვერ აჩვენებს კარგ შედეგებს, მაგრამ გადამწყვეტ დროს საიმედოა, თუნდაც წელს (2013) გოლი “მილანთან”. ტურინელებს მირკო 2011 წელს “რომადან” შეუერთდა 9-მდე იყო 14 (ნომრები).შთამბეჭდავი იყო მისი 2004-05 წლების სეზონი, როცა 21 წლის ფეხბურთელმა გაიტანა 19 გოლი 28 მატჩში სერია A-ში. ახლა მირკო 29 წლისაა.

სებასტიან ჯიოვინკო – ტურინის “იუვენტუსის” აღზრდილი, ბავშვობიდან ტურინელთა ფანი, დიახ ! სწორედ ატომურ ჭიანჭველაზეა საუბარი! ზოგი ამბობდა, რომ დელ პიეროს ნაკლს ტურინელებისთვის სება შეავსებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა უნო კაპიტანო შეუცვლელი აღმოჩნდა. იტალიის ნაკრებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე 20 ნომრით ითამაშა, მაგრამ ახლა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებზე 10 ნომრით აგრძელებს რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის დინასტიას. სებამ იტალიის პირველ ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი წინა სეზონში გაიტანა, 2011/2012 წელს მან 15-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. სება ტურინში წელს დაბრუნდა.

ფაბიო კვალიარელა – 30 წლის 27 ნომერი, მოთამაშე რომელსაც ულამაზესი გოლები გააქვს, სწორედ ამ სეზონშია იგი იდეალურ ფორმაში ! ჰეთ-ტრიკი “პესკარას” წინააღმდეგ, ტურინელთა შველა “სტემფორდ ბრიდჯზე” (“ჩელსის” მან ორივე მატჩში გაუტანა, ერთხელ საწყისიდან, მეორეზე შემოსულმა). სამწუხაროდ ის ხშირად სანაკრებო შემპიონატებზე განაცხადს მიღმა რჩება და მხოლოდ შესარჩევ მატჩებზე უწევს თამაში. 2007 წლის შემდეგ 25 ჩატარებული მატჩი. მას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე 2008 წელს აქვს ნათამაშები და მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2010 წელს გამართა. 10,5 მილიონ ევროდ “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” “ეტა ბეტა” გადმობარგდა, მას არაერთხელ უთქვამს, რომ უოცნებია ტურინში თამაშზე.

ალესანდრო მატრი – ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება და ხშირად იჩენს თავს, ბევრს გაუკვირდება მისი სატრანსფერო ფასი 15,5 მილიონი ევრო, შეიძლება ითქვას რომ მატრი “კალიარიში” ბრწყინავდა და სწორედ ამიტომ დაჯდა 32 ნომერის გადმოყვანა ამდენი. ნაკრებში 2011 წლიდან, 5 მატჩი 1 გოლია. არც მას უწევს ხშირად ჩემპიონატებზე გასვლა, როგორც “ეტა ბეტას”.

ნიკლას ბენდტნერი – დანიელი ფორვარდი რომელიც ნაკრებში იდეალურია, ევროპის ჩემპიონატზე 3 მატჩში 2 გოლი. 2009 წელს დასახელდა დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე. თუმცა ის სულ ახლახანს გაათავისუფლეს ციხიდან მთვრალი მანქანის მართვის გამო და აეკრძალა 6 თვით ნაკრებში თამაში. დანიელი ფორვარდი “იუვენტუსში” “არსენალიდან” არენდით გადმობარგდა.

ნიკოლა ანელკა – 33 წლის ფეხბურთელი, მას უკვე აღარ აქვს პრეტენზია ნაკრებში თამაშზე. მცირე ინფორმაცია : 2013 წლის 26 იანვარს, ტურინის “იუვენტუსმა” მასთან გააფორმა 6 თვიანი კონტრაქტი, გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ტურინული დებიუტი შედგა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “სელტიკის” წინააღმდეგ.

იმედი მაქვს ყველა თქვენგანს მოგეწონებათ. Piero

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

18 კომენტარი

  1. Ikacho10 Ikacho10 says:

    “გაათავისუფლეს ციხიდან მთვრალი მანქანის მართვის გამო” :lool: :lool: :lool: :lool:

  2. juventino10 juventino10 says:

    კვალი ყველაზე კარგი ვარიანტია

  3. LEVANKA LEVANKA says:

    ესენი დღეს-დღეობით საშვალოზე ცოტა მაღალი დონის ფორვარდები არიან, რომლებსაც იუვემ მოუტანა სახელი და ის მდგომარეობა, რაშიც დღეს იმყოფებიან. ეს არ ეხება ანელკას რომელიც მართლაც ვარსკვლავი იყო ერთ დროს. იუვეს თავდასხმის ხაზი ყველაზე სუსტი რგოლია, ამას მთელი მსოფლიოს საფეხბურთო ექსპერტები ხედავენ და იმედია ზაფხულში ყველაფერი მოგვარდება. კიდევ ერთი ჯოვინკოს პოტენციალი აქვს, რომ უფრო მაგარი იყოს, მაგრამ არ ვიცი რა ჭირს.

  4. Di Francesco # 1 1juve says:

    გეთანხმები პაცო ყველაზე სტაბილურია რომელიც ზოგჯერ ჩვეულებრივი მომენტიდან აძრობს გოლებს
    დღეს იტალიაში პაცინი კასანო ბალო სება ოსვალდო საუკეთესო ხუთეულია მარა პრანდელი იძახის უნდა გავაახალგაზრდავო ნაკრებიო და ალბათ პაცო კასანოს არ დაუძახებს არადა კასანომ რა ითამაშა გუშინ ბოლოს იტალიელმა შემტევმა როდის ითამაშა ასე არ მახსოვს საუკეთესო ათიანია იტალიაში

  5. arseni arseni says:

    ესენი არ ვიცი მაგრამ იტალიის ნაკრებში პაცინი უნდა იყოს პირველი ფორვარდი …

  6. Di Francesco # 1 1juve says:

    არა დარტყმა მართა სიხიფათო აქ, მითუმეტეს დაბალი კარგად უშვებს კუთხეში
    4-3-3 გვინდა და მერე ვნახავთ სებას და მირკოს რეალურ ძალას

  7. ცოტნე სამსონაშვილი Piero says:

    შორეულს ცუდად ურტყამს? :) მირკო კარგად ურტყამს რა გინდა თუ გინდა შევცვლი

  8. Dutch დათკა says:

    კაი ეხლა გიო , მირკოს ძალიან ზუსტი და დაყენებული დარტყმა აქვს . მეორე მომენტია რომ მასტი ამოვარდნილია ვაფშე ფორმიდან , მაგრამ ჩადგება ისევ

    • ცოტნე სამსონაშვილი Piero says:

      გეთანხმები მაგრამ მაინც გაყიდვა ჯობია ან გაცვლა იოვეტიჩში და პლიუს 15 მილიონი

  9. გიო დარჯანია Darja says:

    მას გააჩნია იდეალური დარტყმა – მირკო ვუჩინიჩი..

    სტატიის სირცხვილი წინადადება.. :lool:

  10. snuff-juve snuff-juve says:

    კვალის მეტი სათამაშო დრო უნდა რა :blin:

  11. juve ntino says:

    ქუა-სება და ისე რა მატრი

  12. valojuve valojuve says:

    რა თქმა უნდა ფაბიო :juvee:

  13. ცოტნე სამსონაშვილი Piero says:

    აუ ეს რო წამიშალონ ან დამიწუნონ თავს მოვიკლავ :lool: :lool: :lool: :loool: :loool: :loool: :loool: 400 სიტყვიდან ერთიც არ დამიკოპირებია ყველა მე დავწერე :lool: :lool: :lool: :lool: :blin: :blin:

  14. Di Francesco # 1 1juve says:

    მატრი – კვალი – სება

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »