რომელი ნახევარმცველი იმსახურებს ნაკრების მაისურით თამაშს?

ალბათ ყველას გახსოვთ სტატია რომლითაც შემოგთავაზეთ თუ რომელი მოთამაშე იმსახურებდა ნაკრებში თამაშს და თქვენ თქვენი აზრიც გამოხატეთ. ახლა მინდა იგივენაირი სტატია შემოგთავაზოთ, ოღონდ ამჯერად ნახევარმცველებზე.

კვადვო ასამოა – 2012 წელს ის “უდინეზედან” “იუვენტუსში” 9 მილიონის სანაცვლოდ გადმობარგდა. მან საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა, ძალიან ტექნიკური, სწრაფი, ფიზიკური და სხვა კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა განელი. განაში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი როლი აქვს ჩვენს 22 ნომერს და იქაურ 20-ს. ნაკრებში მან აფრიკის თასზე 2 გოლის გატანა მოახერხა და ნამდვილად უჭირავს ძირითადი შემადგენლობა ნაკრებში.

მაურისიო ისლა – იდეალური ფეხბურთელი, რომელიც ტრამვებმა შეაწუხა. სწორედ ტრამვირებული გადმობარგდა ისიც ასამოას ნაირად “უდინეზედან”. მრავალ პოზიციური – მარჯვენა და მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი, მარჯვენა-მარცხენა- ცენტრალური-საყრდენი ნახევარმცველი. ტრამვების შემდეგ მისი ნდობა ძალიან გართულდა. მისი გადმოყვანა 9,4 მილიონი დაჯდა.

კლაუდიო მარკიზიო – მორიგი ტურინის “იუვენტუსის” გაზრდილი ტოპ ფეხბურთელი. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოთამაშე. უძლიერესი რვიანი. საიმედოა დაცვაშიც და თავდასხმაშიც. მესამე კაპიტანი “იუვენტუსსში” და ის მხოლოდ 27 წლისაა.

ანდრეა პირლო – მაესტრო კლუბშიც და ნაკრებშიც, მის გარეშე გუნდი იგივეა რაც ადამიანი ხერხემალის გარეშე. პირლო იდეალურად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, აღიარებულია გადაცემების მეფედ და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი (ჩემი აზრით, ამაზე დავა არ ღირს).

პოლ პოგბა – 19 წლის ულტრა ტალანტი ! საქართველოსთან და ესპანეთთან მატჩისთვის უკვე გამოძახებულია საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. იდეალური ფიზიკური მონაცემები, იდეალური დარტყმა, სწრაფი, ტექნიკური და ა.შ. 19 წლის მოთამაშე, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა “გაწირა” ტურინში წამოვიდა სადაც მეტი სათამაშო დროით კმაყოფილია.

სიმონე პადოინი – ნაკრებამდე მიუღწეველი იტალიელი, შეუძლია თამაში დაცვის ფლანგებზე, ნახევარდაცვის ფლანგებზე და ცენტრალურ ნახევარმცველად. ამ პოზიციებზე იტალიას ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომელთანაც პადოინი დაბალი დონის მოთამაშეა, მას პირველ ნაკრებში არ უთამაშია.

სიმონე პეპე – მოთამაშე რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ამ სეზონში არ უმართლებს მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა ჩვენმა შვიდიანმა ტრამვების გამო. პეპეს ნათამაშები აქვს იტალიის 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული 2006 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 11 ოქტომბერს. გამოძახებული იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ფედერიკო პელუსო – ის ტურინის “იუვენტუსში” არენდით თამაშობს გამოსყიდვის პერსპექტივით. პოზიციით მცველი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ის მარცხენა ფლანგის მოთამაშეა. ნაკრებში კიელინის ტრამვის გამო ის გამოიძახეს და სწორედ მან ჩაიცვა გლადიატორის სამიანი.

პაოლო დე ჩელიე – “იუვენტუსის” კიდევ ერთი გაზრდილი ფეხბურთელი. ნაკრებამდე მიუღწეველი. ახლა ჭორები დადის იმის შესახებ, რომ ის კლუბს დატოვებს.

არტურო ვიდალი – ნამდვილი მეომარი, ბოლო წუთამდე მებრძოლი! ტექნიკური, სწრაფი, ფიზიკური + ძლიერი და ზუსტი დარტყმა. ჩილეს ნაკრებში მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. “ბაიერ ლევერკუზენიდან” ის 12,5 ევროდ გადმობარგდა ტურინში, ხოლო ახლა მის სანაცვლოდ ტურინელებს 25 მილიონს “ბაიერნი”, “რეალი”, “ინტერი” და “ბარსელონა” სთავაზობენ, მაგრამ ტურინელები ცივ უარზე არიან.

ემანუელე ჯაკერინი – ითამაშა “ევრო 2012” იტალიის მაისურით, ნაკრების დებიუტი 2012 წელს შედგა სწორედ ევროპის ჩემპიონატზე. “იუვენტუსს” ის 2011 წელს შეუერთდა “ჩეზენადან” 3 მილიონის სანაცვლოდ.

სტეფან ლიხშისტაინერი – შვეიცარიის ნაკრების მთავარი მცველი, მართალია ის ტურინში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ მისი ნამდვილი პოზიცია ფლანგის მცველობაა. 10 მილიონ ევროდ ის “ლაციოდან” “იუვენტუსში” გადმოვიდა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. გიო დარჯანია Darja says:

    არ გაგიტყდეს მაგრამ ეგეთი სტილის სტატიები ვერ იგებს ჩვენს საიტზე, აქ გაცილებით მეტ ყურადღებას ყოველდღიური სიახლეები იქცევს ვიდრე ფეხბურთელების სეზონის მოკლე აღწერა შუა სეზონში, სათაური საერთოდ ახლოსაც არაა შინაარსთან, ნაკრებში ადგილს მწვრთნელი წყვეტს მხოლოდ, როგორ თამაშობენ ვიდალი და მარკიზიო კი მგონი ყველამ იცის, არცერთ თამაშს არ ვტოვებთ ))) მიიღე როგორც რჩევა ადმინისგან ))

    პლიუს, ლიხტშტაინერი და პელუზო ტიპიური მცველები არიან, რა შუაშია შუახაზთან

  2. juve ntino says:

    ასამოა,მარკიზიო,დე ჩელიე,პირლო,პოგბა,ვიდალი,პეპე და ლინჩტეინერი.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »