იგორ ტუდორი თბილისში ჩამოდის

ტურინის “უვენტუსის” ლეგენდარული მცველი იგორ ტუდორი მალე საქართველოს, კერძოდ კი თბილისს ეწვევა. საქმე იმაშია, რომ ხორვატი მშობლიურ საფეხბურთო კლუბ “ჰაიდუკ სპლიტს” წვრთნის, რომელიც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” ხვდება. პირველი მატჩი ხორვატიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში 8 აგვისტოს უწევს. იგორ ტუდორი “ბებერ ქალბატონში 1998 წელს სწორედ “ჰაიდუკ სპლიტიდან” გადმოვიდა და 2007 წელს უკანვე დაბრუნდა. ამ წლების განმავლობაში ხორვატმა 110-ჯერ მოირგო “იუვეს” მაისური, თამაშობდა როგორც მცველად ასევე ნახევარმცველად და 15 გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. AKO_NEDVED AKO_NEDVED says:

    კი კარგი მცველი იყო მართლა :achuu:

  2. arseni arseni says:

    დიდი პატივისცემის მიუხედავად დილასთან წარმატებას ვერ ვუსურვებ

  3. arseni arseni says:

    მაგარი კაცი იყო იუვეში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »