7 საუკეთესო ფორვარდი “იუვენტუსის” ისტორიაში

7 საუკეთესო ფორვარდი “იუვენტუსის” ისტორიაში…

 

 

 

 

7. რობერტო ბეტეგა, 490 მატჩი, 179 გოლი

ციტატა: “იუვენტუსი” იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ცხოვრებისა. მიყვარს ეს კლუბი, ეს გუნდი და ეს ფერები”.

“ბიანკონერის” მესამე ბომბარდირი რობერტო ბეტეგა ტურინში დაიბადა და ადრეული ასაკიდან მჭრიდროდ იყო დაკავშირებული “იუვენტუსთან”. ერკოლე რაბიტის თავიდან სურდა ბეტეგი ნახევარმცველის პოზიციაზე ეთამაშებინა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ფეხბურთელი შეტევაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. სერია ბ-ში მოასპარეზე “ვარეზეში” არენდით გადავიდა რობერტო, სადაც მთავარი მწვრთვნელი ნილს ლიდჰოლმი იყო. შვედის ხელმძღვანელობით ბეტეგამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა 13 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მოთამაშემ მწვრთვნელისგან შემდეგი შეფასება დაიმსახურა: “მას აქვს ძალა და ტექნიკა. ის კარგად თამაშობს თავით და ორივე ფეხს ერთნაირად იყენებს. მას მხოლოდ გამოცდილება აკლია”.

ძალიან მალე ბეტეგა “იუვეს” ძირითადი თავდამსხმელი გახდა. ის თავის გემოზე მოეწყო გუნდში და ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც ჰქონდა. მის ცხოვრებაში უსამოვნო პერიოდებიც იყო. 1971/72 წლებში სახიფათო ინფექცია შეეყარა ფილტვში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითმქმის მთელი ფილტვი დაკარგა , მას საკმაოდ საშიში დიაგნოზიც დაუსვეს, არასდროს დაუკარგავს გოლიადორობის უნარი. ბეტეგამ “ბებერ ქალბატონს” სკუდეტოს 7-ჯერ მოგებაში დაეხმარა.

 

6. დავიდ ტრეზეგე, 320 მატჩი, 171 გოლი

ციტატა: “10 წელი “იუვენტუსში” – ეს არის სიყვარულის დიდი ისტორია. მე, დავიდ ტრეზეგე, ყოველთვის დავრჩები “იუვეს” ფანატად”.

ფრანგი ტრეზეგე – საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში. 1999 წელს ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხმა გადაიხადა ფრანგ ფეხბურთელში ტიერი ანრიში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა მათი თანამშრომლობა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ერთი წლის შემდეგ იტალიურ კლუბს კვლავ მიეკითხა საფრანგეთისთვის, ამჯერად მეორე დიდებული ფეხბურთელის დავიდ ტრეზეგეს გადასაბირებლად. ტრანსფერი შედგა.

და ამ ტიპმა მალევე შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუცვლელია. მას ბევრი გოლი გაჰქონდა. მას იდეალური პლასტიკა ჰქონდა, გასაოცარი, ფენომენალური დარტყმის ნიჭი. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მის ანგარიშზე დაახლოებით 200-მდე საგოლე პასია.

თავისი ცივსისხლიანობის გამო ზედმეტასახელიც კი შეარქვეს – კობრა. მისი სახით “იუვემ” არა მარტო უმაღლესი რანგის თავდამსხმელი შეიძინა, არამედ ადამიანიც. ტრეზეგე ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელმაც სერია ბ-ში დაქვეითების დროს არ მიუტოვებია გუნდი.

 

5. რობერტო ბაჯო, 200 მატჩი, 115 გოლი

ციტატა: “შესაძლოა გულშემატკივრმა ბევრი კუმირი გაიხადოს და შეიყვაროს, რომლებიც ჩემზე უფრო კარგები არიან, მაგრამ მეორე ბაჯო არ იქნება, როგორც არ განმეორდება არასდროს მარადონა და ვან ბასტენი.

როდესაც ბაჯო “ფიორენტინადან” “იუვეში” ოფიციალურად გადავიდა, სრულიად ფლორენცია შოკში ჩავარდა. “იების” გულშემატკივრები გონს ვერ მოდიოდნენ, რადგან მათი საყვარელი ფეხბურთელი მტრის ბანაკში გადავიდა და მათთვის უნდა მოეტანა წარმატება. ბაჯო ყოველთვის სინანულით აღნიშნავდა, რომ “ფიორენტინაში” საბოლოოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ის “იუვეს” ღირსებასაც იცავდა. “ბებერ ქალბატონში” მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადგილობრივი პუბლიკის სიყვარული დაემსახურებინა. მესამე სეზონი “იუვეში” ბაჯომ უკვე კაპიტნის სამკლაურით დაიწყო.

“ბიანკონერისთან” ერთად ბაჯომ სკუდეტო, იტალიის თასი და უეფას თასი მოიგო, ასევე 1993 წელს ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და “ოქროს ბურთი” მოიპოვა. რობერტომ ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის. გარდა იმისა, რომ მას ხშირად გაჰქონდა გოლები პარტნიორებსაც ეხმარებოდა მათაც გაეტანათ. რობერტო ბაჯო – იტალიის ეროვნული საგანძური.

 

4. ჯონ ჩარლზი, 186 მატჩი, 109 გოლი

ციტატა: “ჩემს პირველ დერბიში მოედნის ცენტრში მივიღე ბურთი და მეტოქის კარისკენ წავედი, როგორ მოხდა არ ვიცი მოწინააღმდეგე ფეხბურთელს ცხვირში ჩემი იდაყვი მოხვდა და ნოკაუტში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მეკარესთან ერთ-ერთზე დავრჩი ბურთი აუტზე გადავაგდე და ბიჭთან დასახმარებლად მივვარდი”.

ჩარლზი ამ ფაქტის შემდეგ “იუვეს” გულშემატკივარმა საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ აღიარეს კლუბის ისტორიაში. “კეთილ გიგანტი” არ იყო უხეში და არასდროს არ მიუღია გაფრთხილება (მით უმეტეს არასდროს გაუძევებიათ მოედნიდან).  არასდროს მიუტოვებია “იუვე” რთულ დროსაც კი. მას გაჰქონდა გოლები სუფთად და იქცეოდა ისე, როგორც ჭეშმარიტი ადამიანი. ჩარლზი “მაგიური ტრიოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელშიც სივორი და ბონიპერტი შედიოდნენ.

ჩარლზი იყო ხასიათის ათლეტი და საფეხბურთო ბომბარდირი – ჟონის ნებისმიერი კარისკენ დარტყმუული ბურთი აუცილებლად გოლად იქცეოდა. “იუვესთან” ერთად უელსელმა სამი სკუდეტო, ორი ქვეყნის თასი და ასევე იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო 1958 წელს.

 

3. ომარ სივორი, 259 მატჩი, 174 გოლი

ციტატა: “ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ როდესაც დავინახავთ, რომ არაფერი გამოგვდის მაშინაც უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. “იუვე” არასდროს არაფერს დათმობს”.

ის “მაგიური” ტრიოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ის გამაშებსა და სხვა დასაცავ საშუალებების გარეშე თამაშობდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ მეტოქის დარტყმების არ ეშინოდა. მცველები სივორის ფინთებს ხშირად ეგებოდნენ და იბნეოდნენ. ფეხბუთელს კი შესანიშნავი გოლები გაჰქონდა.

დღეს, როდესაც ბევრი სუპერვარსკვლავია სივორი ყოველთვის მოიხსენიება მათ შორის, ის “60-იანების მარადონაა”. ის საფეხბურთო მოედანზე ანგელოზივით სულაც არ იქვცეოდა. ხშირად ხვდებოდა არბიტრების გაფრთხილების საგანი. მან ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგაც არ დათმო თავისი ჯიუტი ხასიათი და ხშირად ეხვეოდა სკანდალებში.

მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ის “იუვეს” ლეგენდა გამხდარიყო. მიუხედავად მისი, ზოგჯერ “არამზადული” საქციელებისა ყველამ კარგად იცის, რომ საფეხბურთო გენია, ხშირად იყო გაბრაზებული, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია.

 

2. ჯანპიერო ბონიპერტი, 465მატჩი, 182 გოლი

ციტატა: “იუვენტუსი” – ეს რწმენაა, რომელიც ჩემშია. როდესაც ვუყურებ სხვა ფერის მაისურებიან ფეხბურთელს სინანული მეუფლება, რადგან მათ საუკუნო ტაჯვა აირჩიეს”.

“იუვეს” ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც არასდროს მიუტოვებია კლუბი. მთელი მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში “ბებერი ქალბატონის” ღირსებას იცავდა. ბონიპერტიმ “იუვეში” დაიწყო საფეხბურთო მოღვაწეობა და მასთან ერთად 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის თასი, მილიონი გულშემატკივარის სათაყვანებელი ფეხბურთელი გახდა, შემდეგ კი კლუბის ადმინისტრაციაში ძალიან მაღალი თანამდებობაც დაიკავა.

182 გოლით ბონიპერტიმ საკმაოდ დიდი ხნით შეინარჩუნა კლუბის ერთპიროვნული რეკორდსმენის სახელი. ბედის ირონიით თავად შეუწყო ხელი სხვა ჩანაცვლებოდა რეკორდსმენობაში. ბონიპარტიმ კლუბში მიიყვანა ის ადამიანი რომელმაც “ბებერი ქალბატონის” ისტორია შეცვალა.

 

1. ალესანდრო დელ პიერო, 705 მატჩი, 289 გოლი

ციტატა: “ვამაყობ, რომ მე “იუვენტინო”, “ბანდერა” ვარ, როგორც თქვენ ამბობთ. საერთოდ კი მე მხოლოდ მცირე ნაწილი ვარ დიდი “შავ თეთრი ბანდერის” ისტორიაში”.

ალესანდრო დელ პიერო “იუვეს” ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. დღეს ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ იამაყონ, რომ მის თამაშს თვალყურს ადებვნებდნენ. ალესანდრომ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა. ის ღირსეული კაპიტანი იყო კლუბის და შეტევის ლიდერი.

ის შეუდარებელი ფეხბურთელია. მას აქვს დიდებული ტექნიკა, ბურთის დამუშავების უნარი. თავდაჯერებულია და ამ თავდაჯერებულობით გავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე. შესანშნავად ასრულებს სტანდარტულებს და პენალტებს. მას აქვს გოლის ალღო და ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტ ლიდერს ახასიათებს. დელ პიერო “იუვეს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სამწუხაროა, რომ ალექსმა “იუვენტუსი” დატოვა – მის ანგარიშზე კი საკმაოდ ბევრი გოლია, მან ბოლომდე შეძლო თავისი შესაძლებლობების დამტკიცება, მაგრამ ბედის ირონიით ის სხვა კლუბში აღმოჩნდა.

2006 წელს, როდესაც “იუვე” სერია ბ-ში დაქვეითდა ალექსმა შემდეგი განაცხადა: “ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს საკუთარ ქალბატონს”.

ასე, რომ ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. arseni arseni says:

    ” პასი ” და ბურთის ფლობა – ამ კომპონენტში აღმოსაფხვრელია პრობლემა – ყოველთვის უჭირდა ეს იუვეს … მე მგონი ეს კონტემ რომ მძიმე ვარჯიშEბი დაუნიშნა დასვენებიდან ახალ ჩამოსულ მოთამაშეებს იმის ბრალია …

  2. arseni arseni says:

    მოტივაცია

  3. neko_neko. neko_neko. says:

    მაგრად ტეხავს გალაქსთან 1-3 სირცხვილია რას ფიქრობს კონტე რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ამხანაგურებია ესააა ისააა ეს არ იყო ნამდვილი იუვენტუსი და ასე შემდეგ სირცხვილია და ნათლად ჩანს რომ გუნდი არის მორყეული ნორმალურ პასს ვერ აკეთებს ვერცერთი რაღაც ხდება აშკარად ასე უსუსურად არ გამოსულან წინა სეზონის დაწყებამდე

  4. pirlo21 pirlo21 says:

    იყო უკვე ტამაში,წავაგეთ 1-3,მატრიმ შეაგდო ის ერთიც

  5. nedvedinio nedvedinio says:

    galaxystan tamashi rodisaaa da romel saatze daweret kacurad

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »