“იუვენტუსი” : ფალკაო ან არავინ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის “იუვენტუსი” რადამელ ფალკაოს გაფორმებას შეეცდება, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს მანჩესტერ “სიტი” იჩენს.საქმე იმაშია, რომ მადრიდის “რეალმა” კოლუმბიელი ფორვარდის ნაცვლად ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს შეძენა გადაწყვიტა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ფალკაოს გარშემო მყოფი სიტუაცია.”სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, 28 წლის წინახაზელის სანაცვლოდ “მონაკოს” 55 მილიონი ფუნტი, ანუ დაახლოებით 70 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა Fair Play – ს წესების დაცვით, ფალკაოს შეძენამდე ქალაქელები ვალდებულნი არიან, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ.რაც შეეხება ჯუზეპე მაროტას, მათი წინადადება არენდას ეხება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივით, იჯარაში ტურინელები 20 მილიონ ევროს იხდიან.აქვე გეტყვით, რომ დღეს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეა და იტალიური პრესის ცნობით, ფალკაოს ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში, ბებერი ქალბატონი წინახაზელს არ დაიმატებს.

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. snuff-juve snuff-juve says:

    კაი იქნება მარა მაროტას დიდი იმედი არ მაქ:D

  2. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    ღადაობაა რა, ხალხი 70 მილიონს იხდის და მაროტას უნდა არენდით :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  3. Dutch დათკა says:

    სატრანსფერო ფანჯარა იხურება 2 სექტემბერს.

  4. ალეკო კოკაია numero 10 says:

    კიმარა გუშინ არ დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა?

  5. perpenco perpenco says:

    დავიმატოთ ფალკაო და ლიგა ჩვენია :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »