იტალია რომ კუნძული იყოს

წინამდებარე სტატია დაწერილია 1998 წლის 11 ივნისს, ანუ სწორედ იმ დღეს, როცა იტალია იწყებდა თავის გამოსვლას საფრანგეთის მუნდიალზე. “სკუადრა აძურა”-ს ასპარეზობა უწევდა B ჯგუფში – ჩილეს, ავსტრიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა კამპანიაში. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ნამდვილი „აძურინოებისთვის“ რა იწერებოდა ამ ჯგუფის და ზოგადად, იტალიის შესახებ მაშინდელ პრესაში.


“თავი დავანებოთ გუშინდელ დღეს. მაინც პირველი დღე იყო. ქულები კი დაირიცხა, მაგრამ ნუ გავგიჟდებით იმის გამო, რომ ნორვეგია… და მითუმეტეს, ბრაზილია…
გავიხსენოთ, როგორ იწყებენ იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატს. ბოლო 16 წელიწადს ეს თითქოს დამკვიდრებული ტრადიციაა, თუ არ ჩავთვლით 1990 წლის ჩემპიონატზე ტოტო სკილაჩის მიერ ავსტრიელთა კარში გატანილ გოლს.

ოთხი წლის წინათ კი, 19 ივნისს, ნიუ-იორკის “ჯაიანტსის” სტადიონის კიდეზე მდგომი, შავისათვალით თვალდაბინდული არიგო საკი საკუთარი გუნდის ირლანდიელთა ხელით დაქცევას უმზერდა. ასტონ-ვილელი რეი ჰავტონის გოლი თითქოს ღიად ეუბნებოდა იტალიელებს: “აძურა, დიდხანს ვერ გაატან”…

როცა იტალია ჩემპიონატს იწყებს, ყოველთვის მათი მწვრთნელების გამო ფიქრობ. იტალიური სამწვრთნელო ამქარი ხომ ყოველთვის გამორჩეულია. ამ ქვეყანაში, ხომ მწვრთნელთა კულტია. სოლიდური იერის ბიძაკაცები, გამორჩეული გემოვნებით ჩაცმულ-დახურულნი, მარადჟამს პრობლემებს უქმნიდნენ დანარჩენ მსოფლიოს.

ამათ შორის კი უპირველესი იყო ვიტორიო პოცო, მუსოლინის დროის ნაკრების მესაჭე – ერთადერთი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურთში, ორჯერ რომ მოუგია მსოფლიო ჩემპიონობა.

ყველაზე სამარცხვინო კაცი კი იტალიელ მწვრთნელთა შორის ალბათ ედმუნდო ფაბრი იყო, კაცი, რომელიც გაუთავებლად ტრაბახობდა და 60-იანი წლების საკლუბო წარმატებებს სუსტი ნაკრებით მისდევდა კუდში. ფაბრის “ბარონ მიუნჰაუზენს” ეძახდნენ.

და სად არის ჩეზარე მალდინის ადგილი? ალბათ, ამ ორ კაცს შორის. მე თუ მკითხავთ, მალდინი ნაბიჯით უკანაა, ვიდრე საკი. ახალგაზრდობაში საკი ფეხსაცმელებს ყიდდა, მალდინის ჩემპიონთა თასი ეჭირა ხელში, მაგრამ ჯერჯერობით, სამწვრთნელო საქმეში, მალდინი მაინც უკანაა.

ეჰ, იტალია რომ კუნძული ყოფილიყო, ვინ იცის, რა გზით წავიდოდა იქაური ფეხბურთი. იდგებოდა კი ამ კუნძულის ნაპირს მსოფლიო მოგზაური ელინიო ერერა? ანდა შეძლებდა კი ხსენებული გენიოსი აგრერიგად მორგებულიყო კუნძულ იტალიის ფეხბურთს? უფრო სწორად კი, იტალიას აგრერიგად გაეღო კარი მის მიერ ფრთაშესხმული სიტყვის – “კატენაჩოსთვის”? ეჰ, იტალია რომ კუნძული ყოფილიყო, აგრე თამამად არ მიიღებდა ელინიოს შემოთავაზებულ იდეებს. მაგრამ იტალია კუნძული როდია, არამედ მხოლოდ ნახევარკუნძული. ლამის 35-მა წელიწადმა გაირბინა ერერას დიად აღმოჩენათა შემდეგ და “კატენაჩოს” სული დრესაც ცოცხლობს იტალიურ ფეხბურთში. ის ბუნებრივი გამოდგა იტალიისთვის. “კატენაჩო” მეტ-ნაკლებად ყველა იტალიურ კლუბში გვხვდება.

მცველი კი ყოველთვის გამორჩეული ვინმე იყო იტალიურ ფეხბურთში. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა არგენტინელი ლუის მონტი გაიტალიელდა და “იუვეში” დაიწყო თამაში. მონტი პოცოს ნაკრებშიც თამაშობდა და ხშირად “ცხოველსაც” უწოდებდნენ. საგანგებო უხეშობის პიონერი სწორედ ის გახლდათ. თავისთავად ჩინებული მცველი იყო, მაგრამ დღეს მალევე გააძევებდნენ მინდვრიდან. ასევე მალე დასტოვებდა მინდორს “იუვეს” კიდევ ერთი მცველი, მონტის დარად მსოფლიოს ჩემპიონი კლაუდიო ჯენტილე.
მალდინიც მცველი იყო, მცველი-ვარსკვლავი, ისევე, როგორც მისი ვაჟი პაოლო. და მალდინი ამბობს: “მე ცუდად მესმოდა საკის ფიქრებისა, ჩვენ ტრადიციულ თამაშს უნდა მივდიოთ”. იტალიას არ წაუგია შესარჩევი ციკლის არც ერთი თამაში. პირიქით, ინგლისი “უემბლიზეც” კი დასცა, მაგრამ თბილისში საჭირო გოლი ვერ გაიტანა.

სანამ საკის თავგზა აებნეოდა, მის გუნდს ყოველთვის გაჰქონდა საჭირო გოლები. ყოველთვის, როცა გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ეს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ მოხერხდა.

და მაინც, მალდინის აძურა არ შემოგვთავაზებს მისთვის დამღუპველ სიურპრიზებს. ვითარება იტალიელთა ჯგუფში უფრო ანტისიურპრიზულია ხოლმე და მიუხედავად მცირე მოულოდნელობებისა, მაინც კლასიკურ სურათს გვთავაზობს. ასე იყო ხოლმე და განწყობა ახლაც ასეთია…”

(გაგრძელება იქნება)

სტატია მოიძია იუვე-ლირმა

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    :up:

  2. gela gela says:

    ალექსა ნედვედი და ჯიჯს გარდა გავკარი ყველას

  3. arseni arseni says:

    ეხლა ბაჯოს მიერ შექმნილი მომენტი გამახსენდა ფრანგების კართან დამატებით დროში …. პატარა იღბალი და იტალია ნახევარფინალში იქნებოდა …მაგრამ მაინც მგონია რომ იმ ბრაზილიას ან არგენტინა ან ევროპიდან ერთადერთი საფრანგეთი დაამარცხებდა მარტო

    • Kiev2018 Brazil2014 says:

      ფრანგებზე რო მოეგოთ მსოფლიოსაც მოიგებდნენ ჩემი აზრით,იმიტო რო ფრანგების მერე ხორვატიაზე გადიოდნენ,რომელსაც დიდი ალბათობით დაამარცხებდნენ და მერე ბრაზილიასთან მესამე ფინალის წაგება რავი,შანსი არ იყო :chuvak:
      მარა ეს მხოლოდ თეორიებია,როგორც მოხდა ისეც მშვენიერია :givi:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »