ტონის ბოლო გაბრძოლება

მივესალმოთ ლუკა ტონის…


ლუკა ტონი – თანამედროვე იტალიური ფეხხბურთის ვარსკვლავი, პირისპირ ბრძოლისა და შორეული დარტყმების დიდოსტატი, გასულ სეზონში 19 გატანილი გოლის ავტორი, ტურინის “იუვენტუსის” უმთავრესი იმედი და “სკუდეტოსათვის” ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი – ეს ყველაფერი კარგი იქნებოდა, სიმართლე რომ იყოს. სინამდვილეში ტონი იმ “ვადაგასულ ვარსკვლავთა” რიცხვში შედის, ადრე რომ ბრწყინავდნენ და დღეს კალჩოს საშუალო კლუბში კარიერის დასრულებაზეც არ იტყოდნენ უარს, შეძლებს თუ არა კუალიარელას ჩანაცვლებას? -რა თქმა უნდა ვერა. ამ უკანასკნელის მიერ ნახევარ სეზონში მოპოვებული გულშემატკივართა სიმპათია ტონისთვის მხოლოდ სანატრელი იქნებოდა, მაგრამ მოდით ამ ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ.

ბოლო წლები ტონის კარიერაში აშკარა რეგრესის წლები იყო: საშინელი კრიტიკა, დამამცირებელი შეფასებები და უსახური თამაშით წარსულ წარმატებებზე გადასმული ჯვარედინი ხაზი. ახლა კი, კუალიარელას სრულიად შემთხვევითი ტრავმა და – ის “იუვეშია”. წარმოიდგინეთ და ხდება ტონის თავში: სარეაბილიტაციო ღვთისგან ბოძებული შანსი, შანსი, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. ან ახლა უნდა დაამტკიცოს თავისი ფასი ან არასოდეს, ან “იუვეში” ან არსად. ეს მისი კარიერის ბოლო გაბრძოლებაა. უკეთეს მოტივაციას ვერც ინატრებდა, ტრეზეგეს სწორედ ეს აკლდა.

ამასთან, “იუვენტუსის” სათამაშო სისტემა გარკვეულწილად მასზე იქნება მორგებული. თავადაც შეამჩნევდით, რომ ცენტრიდან ათი მეტრით დაშორებული სტანდარტიდანაც კი ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას ვარჩევთ, შეტევები უმთავრესად ფლანგებიდან ვითარდბა, 194 სანტიმეტრიანი ტონის მოსვლა კი ამ “ჩაგდბებეს” ერთიორად სახიფათოს გახდის. “იუვენტუსის” მიერ ამ სეზონში არასტანდარტული მდგომარეობიდან გასული 28 გოლიდან 18 ერთი შეხებით, საჯარიმოდან გავიდა (ბევრი მეკარის საჯარიმოდანაც კი). მათში ტონის მთავარი მინუსის, ტექნიკის წილი ცოტა იყო, ასეთი გოლები სწორედ მისი სტილია. მანევრირებისათვის დიდი სივრცეები არც კუალიარელას ეძლეოდა, ამიტომაც ვერ ვიხილეთ ისეთი შორეული დარტყმები მისგან, ადრე რომ გვახსოვდა. ჩაწოდება ან დაბალი ძლიერი პასი, დარტყმა და გოლი. ეს “იუვეს” ფორმულაა, რამაც შესაძლოა ჩვენი ახალი ფორვარდის უგერგილო მოძრაობებს საჭიროება დაუკარგოს. ძირითადად უბრალოდ ბურთის ლოდინი, ანუ სწორი პოზიციის შერჩევა მოუწევს, რაც 33 წლის ფეხბურთელს, რომელსაც სად აღარ უთამაშია, არ უნდა გაუჭირდეს. ვთქვათ, იგივე “ნაპოლიში” მისი ყოფნა-არყოფნა ერთი იქნებოდა, თუმცა შესაძლოა, წლების მანძილზე “კუდ ქცეულმა” ტონის ტურინში “ფეხი გამოყოს.”

ასეა თუ ისე, ლუკა ტონი ახლა “იუვენტუსის” ფეხბურთელია, ნამდვილი “ბიანკონერო” ოცნომრიანი მაისურით. მიუხედავად ამ ტრანსფერის უამრავი უარყოფითი მხარისა, ის შავ-თეთრი მაისურით ითამაშებს. უკვე ხვალ მას საქმეში ვიხილავთ. რომ არაფერი ვთქვათ საკადრო პრობლემებზე, წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნეოვან შეხვედრას საშინელი ფსიქოლოგიური მდგომარეობით ვხვდებით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუკა!”სან პაოლოზე” ბევრი რამ გაირკვევა…

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

23 კომენტარი

  1. Neymar Pinturicchio_10. says:

    ჩემი აზრით დელ პიერო და ტონი კარგათ შეეწყობიან ერთმანეთს

  2. tsotne tsotne says:

    ეჰ ტონი დელნერიმ თუ ლიპივით ჭკვიანურად გამოიყენა კარგია,. თუ გახსოვთ სულ ტონის კარგი თავური პასები და მკერდით დაგდებული ბურთებით რამდენი გოლი გაჰქონდა იტალიას. იუვეშიც ალბათ უფრო ასეთი პასებისთვის გამოდგება. მოკლედ გოლები თუ არა ძალიან სასარგებლოა ასეთ სიტუაციაში, ამას დავამატოთ შესანიშნავად შეუძლია ბურთის კორპუსით დაფარვაც.

    P.S.
    ერთი ვიცი ტონის პენალი არ დაარტყმევიოთ!!!!! :D:D:D
    რაც ამას ბაიერნში პენლები აქვს გაცუდებული…………… :D:D:D

  3. benidze giorgi says:

    კარგი რა მაროტა ნამუსიც კარგი საქონელია, ამას ველოდით შენგან? ამოვიდა ყელში რა უკვე, ეს პირდაპირ დაცინვაა გულშემატკივრებისთვის, ღმერთმაც ქნას ვცდებოდე და გაამართლოს მაგრამ ძაან მეეჭვება, მითუმეტეს ასეთი ტიპის ფორვარდმა თან ასეთ ასაკში

  4. სხირტლა+ბიანკონერი10 biankoneri10 says:

    უფასოდ ყიდვა თუ უნდოდათ კასანო ეყიდათ,მოიყვანეს კიდევ ერთი ხე,ეხა წავა მარტო ჩაწოდებები ყველა მხრიდან :(((

  5. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    საღოლ გიო დაწყება იყო ძაან მაგარი … :mrgreen:

    ტონი გაამართლებს … შეიძლება ისე ვერ ითამაშოს როგორც ამას წელბის წინ ფიორეში აკეთენბდა მაგრამ ნახავთ თAვდამსხელის შეუცვლელი ფიგურია იქნება და ეს ჩემი სიტყვები დაიხსომეთ !!!! სეზონის ბოლოს იგივეს გავიმეორებს ოგონდ მერე ვიტყვი : ტონიმ გაამართლა !!!!

  6. ტონი ერთ დროს ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ვნახოთ აბა იქნებ იუვესაც გამოედგს :(
    ერთ თავდამსხმელს უეჭველი იყიდიან კიდევ ????? მაინტერესებს ძაან

  7. wiko111 says:

    auu quagliarellastravmas kiide ver viviwyebb ra magra miyvars eg roja raa udzlieresia ;((((((((((((((((((((((

  8. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    30 ში როგორც ვიცი :mrgreen:

  9. BuFFoN. . . ! ! ! BuFFoN says:

    სატრანსფერო ფანჯარა როდის იხურება? :?:

  10. wiko111 says:

    auu dzeko dzeko idzexit ager naxavt sityshi tu itamashebs magra bundesligis kacia ra wolksburgis vsoo

  11. wiko111 says:

    auu aravis imedi ro ar gvaq da gavixede tonim imena magari dacxo da rame :)

  12. bebero bebero says:

    toni gaamartle sxva gza ar aris sheni imedi ga dagvrcha

  13. bebero bebero says:

    ეეე ნეტა გაამარტლოს ტონიმ მარა რავიცი არამგონია კვალიარელა სჰეცვალოს

  14. Juventus_10 Juventus_10 says:

    მიდი ტონიი შენ იმედზე ვართ გაარგვიეეე ნაპოლიიიი

  15. Sprewell_MamPo Sprewell_MamPo says:

    ტონი შენი იმედი გვაქ :( :|

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »