სერია ა-ს კლუბები დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან

იტალია საფეხბურთო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი ქვეყანაა და ამიტომაც არის, რომ აპენინებზე მწვრთნელები ისეთივე სისწრაფით იცვლებიან, როგორც საქართველოში ქვეყნის პირველი პირები. იტალიური ფეხბურთის ექსპერტის ლუკა მარკეტის მტკიცებით აპრილის თვე გახდება საკმაოდ მნიშვნელოვანი კალჩოს გუნდებისთვის. სწორედ ამ პერიოდში იწყება მომავალი სეზონისთვის მზადება. კონტურები თანდათანობით უფრო მკვეთრად ისახება. საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება სამპდორიას, ფიორენტინას და მილანის მთავარ მწვრთნელთა მომავალი. ცალკე სალაპარაკო თემაა ნეაპოლი, მაგრამ მათზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

სამპდორიას მართველებს იმედი აქვთ, რომ წელს გუნდი ევრო სარბიელზე მოხვდება და თუ შედეგი მიღწეული იქნება გუნდში შესაფერისი ინვესტიციებიც ჩაიდება. რთულია იმის პროგნოზირება რამდენად შეასრულებენ ისინი მიზანს ამიტომ არ არის გამორიცხული სეზონის ბოლოს გუნდი მიხაელოვიჩმა დატოვოს, რომელსაც არცთუ დალაგებული სიტუაცია აქვს, როგორც ხელმძღვანელობასთან ისევე ფეხბურთელებთან. გაიხსენეთ მისი დაპირისპირება თუნდაც სამუელ ეტოოსთან. პარადოქსულია, რომ ეს ყველაფერი კამერუნელის ტრანსფერიდან მომდევნო დღესვე დაიწყო. მაშინ ხელმძღვანელობა ჩაერია და მეტ ნაკლებად დაასტაბილურა ურთიერთობა. მილანი კი ამ სიტუაციას მშვიდად აკვირდება და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ყოფილ “ინტერისტას” განიხილავს. პიპოს, რომ წყალი აქვს შემდგარი ამას ყველა ღიად აცხადებს. კლუბი საკმაოდ არა სტაბილურია და პლიუს ამასთან ევრო სარბიელზე გასვლის შანსი ფაქტობრივად არა აქვს.

ფლორენციული “ფიორენტინა” პრინციპში არ უნდა იყოს უკმაყოფილო შედეგით. მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან, ევრო სარბიელზე სავარაუდოდ იასპარეზებენ, მაგრამ დელა ვალეს ეტყობა საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა მას შემდეგ რაც იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში ბებერმა ქალბატონმა სტუმრად დაამარცხა ვინჩენცო მონტელას გუნდი 3-0. არ არის გამორიცხული, სერია ა-ში გადმობარგდეს მანუელ პელეგრინი და ერთ-ერთ ადგილად იები სახელდებიან, ხოლო მონტელა? რა ბედი ელის ახალგაზრდა სპეციალისტს? აქვეა მილანიც! როსონერი მის კანდიდატურასაც განიხილავს, ოღონდ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს თუ გალიანის მთელი გულით სურს მონტელა მილანში. ჩენცოს მოქმედი ხელშეკრულება აქვს იებთან და მასში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც მის მსურველ კლუბს 5 მილიონის გადახდა მოუწევს. გალიანის ბოლო პერიოდის ძუნწობას თუ უსახსრობას გავითვალისწინებთ, ჯერჯერობით მიხაელოვიჩი მომგებიან სიტუაციაში.

ტორინოს პრეზიდენტი ცდილობს აქტიურად კაიროს შენარჩუნებას. და მართლაც, ბოლო პერიოდში ტორო საკმაოდ კარგად და უფრო ხმამაღლა ვთქვათ, იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და ბუნებრივია ბობოლა კლუბები დაინტერესდებოდნენ მათი თავკაცით. მითუმეტეს, რომ ლამის სერია ა-ს მთელი ზედა ცხრილი აპირებს მწვრთნელების შეცვლას. კაირო სასურველია როგორც ნაპოლისთვის, ასევე მილანისთვისაც. დიახ, ისევ ის მილანი.. მაგრამ როგორც ჩანს ტურინში გინდა იუვე იყოს და გინდა ტორო, გადაწყვეტილებებს გულით იღებენ და ამიტომ როგორც მასმედიის წარმომადგენლები აცხადებენ კაირო დარჩება ტოროში..

და ეხლა ყველაზე საინტერესო.. ანტონიო კონტე – ადამიანი რომელმაც ტრიუმფი მოახდინა იუვესთან ერთად და ფაქტიურად გამოაფხიზლა იტალიური ფეხბურთი შესაძლოა ნაპოლის სათავეში ვიხილოთ, როგორც ამას ლუკა მარკეტი აცხადებს. საქმე იმაშია, რომ ანტონიო თავს გარიყულად მიიჩნევს. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ კონტეს უსაზღვროდ ენატრება ყოველდღიური საქმიანობა და მისი მხრიდან ეს იყო შეცდომა, როდესაც ასეთ ახალგაზრდულ პერიოდში სანაკრებო საქმიანობას მოეჭიდა. იუვეს ექს თავკაცს ისევ სურს უიკ ენდის ჯახები, ევროპული თავგადსავლები და ყოველდღიური საკლუბო ყოფა. დე ლაურენტისი ყველაფერზე წავა ოღონდ დაიყოლიოს ანტონიო, მაგრამ ფედერაციას არ სურს მასთან შელევა. უახლოეს პერიოდში უფრო ინფორმაცია გახდება ცნობილი. ნეაპოლიტანელებს იმედი აქვთ, რომ ახალ სეზონში კლუბს თავკაცად კონტე ეყოლება, ხოლო ფედერაცია ჯერჯერობით კატეგორიულად უარყოფს საქმის ამ სცენარით განვითარებას, მინიმუმ ზაფხულამდე. აი მერე კი რა მოხდება არავინ იცის..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. irakli28 irakli28 says:

    კაი იქნება კონტე თუ კლუბს ჩაიბარებს, ინტერესი მიეცემა უფრო სერიას, გამოჩნდება რეალურად რას წარმოადგენს უკეთესად

  2. ის რომ კონტე არაა გამოცდილი მწვრთნელი მაგას ბევრი კამათი არ ჭირდება.ნაკრებში მართლა მაგრად გაუჭირდება აგერ პრანდელი ტიპი იმენა მკითხაობდა ხან რა ტაქტიკით ათამაშა ნაკრები ხან რა ძლივს აათამაშა გუნდი და საერთოდ ყველა მწვრთნელისთვის დიდი თავსატეხია ნაკრების მწვრთნელობა ხან ვის იძახებენ ნაკრებში ხან ვის თან იშვიათად უწევთ თამაში და მაგარი აბდაუბდა სიტუაციაა ხოლმე რა.

  3. 1juve 1juve says:

    Kontem ragac doneze misi kariera sheaferxa nakrebshi wasvlit da uari tqvaimaze rac ukve gaaketa, pirvelad mashin gariska roca iuveshi movida da meoret ufro gariska roca wavida, mesamet mashin roca nakrebshi wavida da klubsbi ARA, meotxe riski is iqneba ro nakrebshi didxans darcheba da did shedegsac miagwevs. Vinmes gjerat ro konte is kacia romelic tavis shecdomas agiarebs? Nakrebidan wamosvla iqneba 2 shecdomis agiareba 1 iuvedan ro wavida da 2 nakrebshi ro wavida da ARA klubshi, konte yvelafers gaaketebs ro MIS mier gadadgmuli nabiji anu nakrebshi wasvla, yvelas ertadert swor nabijad moachvenos, amistvis mouwevs moigos evropis da msoflios chempionati

    • დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

      მთელი თავისი ოსტატობა და ცოტა იღბალი დაჭირდება რომელიმე სანაკრებო ფორუმი რომ მოიგოს.

  4. jek17 jek17 says:

    ყოფილიყო იუვეში მერე,წყალი ამოსდიოდა?მარა ზედმეტად ამბიციური და იმპულსურია,თუ ალეგრიმ შეძლო და გუნდი რესურსის მიხედვით კარგად თამაშობს ამასაც ემუშავა და ნელნელა მიეყვანა გუნდი ტრიუმფამდე,კი ხედავთ გუნდები მილიონებს ხარჯავენ და იუვეზე ნაკლები შედეგები აქვთ,წელს დავრწმუნდი იმაში რო უაზრო ფულის ფლანგვა კრახამდე მიიყვანს გუნდს და არა გამარჯვებამდე,გადაეხადათ როგორც კონტეს უნდოდა 40 მილიონი კუადრადოში და იტურბეში 30 მილიონი და რას მოგვცემდა?კი ხედავთ რა ფეხბურთელებიც არიან ორივე.მონაკოსთან თამაშზე იუვეს სტადიონზე იყო და მიხვდა რო შეცდომა დაუშვა წასვლით როგორც ერთდროს დეშამი შეცდა გადაწყვეტილებაში მაგრამ ეხლა გვიანია,თავის სიჯიუტე,ზედმეტი ამბიციურობა და იმპულსურობა კიდე ბევრ შეცდომას დააშვებინებს კონტეს თორე პირველ;ი თუარა არც უკანასკნელი ვიყავი იმათ რიგებში ეს რო წავიდა გუნდიდან მარა თავიდანვე არ გავამართლე ,ისი გადაწყვეტილება,უფრო გაქცევას გავდა ვიდრე თავაწეული წასვლას

  5. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    კი, კი კონტე უფრო სისტემური მწვრთნელია, რომელიც მიზანს აღწევს ყოველდღიური შრომით და არა კონკრეტული მატჩისათვის შექმნილი ტაქტიკით…
    ნაკრები მისთვის ადრე კიარა, ამ ეტაპზე არ იყო საჭირო და ზოაგადადაც კონტე ალბათ უფრო მეტ წარმატებას ყოველთვის საკლუბო დონეზე უფრო მიაღწევს, ვიდრე სანაკრებოზე, მითუმეტეს ჯერ ჯერობით არსებული მისი გამოცდილებით.
    კონტეს სჭირდება ყოველდღიური დამოკიდებულება გუნდთან და არა ასე თვეში ერთხელ სანაკრებო შეკრება…

    • pintu-ricchio pintu-ricchio says:

      პს. არ იქნება ცუდი, რომელიმე იტალიური “გრანდი” ისევე დააყენოს ფეხზე, როგორც იუვე… რაც კონკურენციას მეტად გაზრდის და წაადგება იტალიურ ფეხბურთს…

      არ დაიწყოთ ეხლა მოღალატეო და ა.შ.
      მაგრამ პირადად მე არამც და არამც არ მინდა რომ ინტერში წავიდეს, სხვაგან სადაც უნდა, იქ წავიდეს…

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »