ხამესი :”გრანდიოზული მატჩი გველის”

ხამეს როდრიგესის მოსაზრებით ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივარი 12-ე ფეხბურთელის როლს შეასრულებს და დაეხმარება რეალს ტურინელთა დამარცხებაში:”ხვალ, ენერგიულად და ინტენსიურად მოგვიწევს თამაში. არცერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს, ყველაზე უმნიშვნელოც კი. იუვე დაცვაში ხუთ მცველს დააყენებს და მოგვიწევს თავისუფალი სივრცის პოვნა. გრანდიოზული და უნიკალური დაპირისპირება გველის. რეალის ინჩასმა კი 12-ე მოთამაშის როლი უნდა შეასრულოს. ბეილი? მასთან ერთად ნებისმიერს მოესურვებოდა თამაში. როგორც ერთიანი გუნდი ისე უნდა ვთამაშობდეთ. რაც შეეხება კასილას იგი კაპიტანია, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მადრიდულ კლუბში მოპოვებული და შესაბამისად დიდ პატივისცემას იმსახურებს. იმ შემთხვევაში თუ კი ფანები მისი მისამართით უსტვენენ, გამოდის რომ მთელ გუნდს აკრიტიკებენ”.

წყარო: Tuttosport

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »