ლემინა: ” ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “

“იუვენტუსს” უმძიმესი 5 სასტარტო შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს. იტალიის ჩემპიონების გუნდში არსებულ პრობლემებზე ამჯერად ახალწვეული მარიო ლემინა საუბრობს, რომელიც “ფროსინონესთან” მატჩში მოედნის ცენტრში პირველი წუთებიდანვე ირჯებოდა…

” ვიცით, ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. მართალია, ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ მეტი სიმწიფე გვმართებს, ბოლო წუთზე გოლი არ უნდა გავუშვათ. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. პირადად მე, ვეცდები მეტი მობილობა შევმატო გუნდს, ჩემი ფიზიკური მონაცემებით დავეხმარო თანაგუნდელებს და დაცვის ხაზს, მოვიგო რაც შეიძლება მეტი ბურთი და შევაჩერო მეტოქეთა შეტევები. მწვრთნელმა მთხოვა მალე შევწყობოდი გუნდს, რადგან დაცვის წინ მნიშვნელოვან როლი მაკისრია, მეტად ყურადღებიანი და მობილიზებული უნდა ვიყო. ”

” შეიძლება ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთ დიდ გუნდში სიტყვა “დამარცხების” ხსენება არ მინდა. ამ ზაფხულს, როცა “მარსელის” შემადგენლობაში ვეთამაშე “იუვენტუსს”, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება აქ მოვხვედრილიყავი და ახლა მინდა მაქსიმალურად დიდ ხანს დავრჩე ტურინში. როცა პირველად მოვედი, ძალიან გავოცდი, ეს იტალიის უდიდესი კლუბია, რომელშიც დიდი ჩემპიონები თამაშობენ. ”

” ევრა და პოგბა? ეს ორი ადამიანი მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ინტეგრაციაში მეხმარებიან. ბევრი ადამიანი ცდილობს რჩევა მომცეს, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო მიჭირს ყველას გაგება. პოლი და პატრისი მითარგმნიან ხოლმე ნათქვამს. კონკრეტულად ევრა ძალიან მეხმარება ამ თვალსაზრისით. ” -აცხადებს ლემინა.

წყარო: football italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. snuff-juve snuff-juve says:

    ყოველ წელს 10 ქულის სხვაობით ვერ მოვიგებს სკუდეტოს ცავარდნა რო იქნებოდა ფაქტია ტაქტიკას რაც შეეხება ალეგრის არაფერი ბრალი არაა 1223423 მომენტი ვქმნით და გოლი ვერ გააქვთ ალეგრი ვერ გამოვარდება მოედანზე და ვერ გაიტანს

  2. Di Francesco # 1 1juve says:

    Realurad cudad Kia Mara, gardamavali etapia, logikuri chavardna gvaq, rac ufro bevrs vilaparakebt ro yvelaferi cudadaa MIT ufro gvian gamovalt krizisidan, yvelam vicit ro iuve dges Tu xval gamova krizisidan Da ratoga vlanzgavt gunds? Tu karg perspeqtivas ver vxedavt mashin vlansgot Mara me vxedav

  3. Di Francesco # 1 1juve says:

    Cudi mashin arunda damalo roca sxvebi ver xedaven, chven vxedavt cuds ubralod Av vagiarebt :chuvak: yvelas mier agiareba cud atmosferos qmnis Da cudi aura kide cudi saqmis sawyisi etapia.

    • pintu-ricchio pintu-ricchio says:

      საქმე იმაშია, რომ ამ საიტზე დაწერილი ცუდი და კარგი, იუვეს რეალურ შედეგებზე გავლენას არ ახდენს… და ჩვენუი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა :lool:

      • Di Francesco # 1 1juve says:

        Am saitze radgan cuds fiqroben eseigi sxva qveynis saitebzec cudad afaseben iuves. Xoda chemi azrit zogadad fanebshi sheqmnili uaryofiti damokidebuleba gavlenas axdens gundis tamashze

        • pintu-ricchio pintu-ricchio says:

          ამ საიტზე და იმ სხვა საიტებზეც თუ იგივეს ამბობენ და ცუდი დამოკიდებულება და განწყობაა, ესეიგი რეალურად ცუდადაა საქმე… იმიტომ რომ არ შეიძლება 50 მილიონიანი საგულშემატკივროდან 49 მილიონი ცდებოდეს და 1 მილიონი იყოს მართალი თავის ზედმეტ ოპტიმიზმში… შეიძლება ერთი თამაში გატეხოს გუნდმა, მარა როცა ტურინში 3 საშინაო თამაშიდან (უდინე, კიევო, ფროსინონე) 2 ფრეს ითამაშებ და 1 წააგებ,მაშინ რომ გჭირდება წყალივით მოგება და ვერ იგებ, არ მგონია საქმე კარგად იყოს…
          ხელმძღვანელობა, ალეგრი და თუნდაც ბიჭები რომ აზრზე მოვლენ უკვე ძაან გვიან იქნება და სეზონი ჩავარდნილი… :blin:

  4. Di Francesco # 1 1juve says:

    Me მწვრთნელის მხრიდან დაშვებული ტაქტიკური შეცდომები vupasuxe.
    ki travmebmac gavlena iqonia Mara frosinones Da udinezes isedac unda mougo meore sastavit, tan shedegs ro tavi davanebot, isedac iyo ramodenime gamokvetili shecdoma + yvelaze cudia roca treineri chamoyalibebuli araa arc taqtikaze Da arc shemadgenlobaze, an taqtikas unda moargo sastavi an sastavs taqtika Da es jer arafers arafers argebs.

  5. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    საიტზე დადებული გამოკითხვის კითხვა: ვისი ან რისი ბრალია გუნდის წლევანდელი სტარტი?
    პასუხები:
    1. ხელმძღვანელობის მხრიდან გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა
    2. მწვრთნელის მხრიდან დაშვებული ტაქტიკური შეცდომები
    3. ფეხბურთელების შეუთამაშებლობა
    4. ტრავმები

    პირველ რიგში სატრანსფერო პოლიტიკა გატარდა არა ისეთი როგორიც იუვეს და სახელს რომ თავი დავანებოთ, წინა სეზონში ლიგის ფინალში მყოფი გუნდს არ შეეფერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, სატრანსფერო პოლიტიკა ისეთი “ბანძიც” არ ყოფილა, რომ ტურინში იუვე უდინეზესთან აგებდეს და კიევო ფროსინონესთან ფრეს თამაშობდეს. შესაბამისად აქ უკვე მიზეზი მწვრთნელია, რომელიც იმის მაგივრად რომ ხალხი ფორმაში შეიყვანოს, ფეხბურთელებს ასვენებს სექტებერში, სეზონის პორველსავე თვეს…
    სატრანსფერო პოლიტიკა შეფასდება სეზონის ბოლოს, ხოლო სეზონის სტარტის მიხედვით წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ალეგრი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შეკრება არ გაუვლია და “ჯოგი” შეუყარეს ალეგრის გუნდში, ამ ჯოგითაც შეიძლება სახლში ფროსინონესთან მოგება და უდინესთან არ წაგება…
    ტრავმებს რაც შეეხება, ამას ალეგრის ვერ დავაბრალებთ პირდაპირ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდები (განსაკუტრებით მილანი) იგივე პრობლემბის და ტრავმების წინაშე იდგა სულ, ანუ რაღაც ან სამედიცო შტაბი ყავს ალეგრის სუსტი, ან რაღაც ვარჯიშები აქვს კატასტროფა, იმიტომ რომ იუვეს არცერთი ფეხბურთელი, მინდორზე ოფიციალური თამაშისას ორთაბრძოლაში არავის დაუმტვრევია.ყველა იმტვრევა ვარჯიშებზე.. პს. ტრავმები არაა მხოლოდ მიზეზი, არ აქვს ტრავმა ბუფონს, მარა დააყენა ნეტო და რაც ქნა ბოლოს ვნახეთ. შესაბამისად, ალეგრის რომ ყოლოდა მარკიზიო ხედირა, ფროსინონესთან მაინც დაასვენებდა (სხვა საკიტხია ვინ ასვენებს ხალხს სეზონის პიორველ თვეს) და შედეგი იგიოვე იქნებოდა ფორისნონესთან…
    ფეხბურთელების შეუთამაშებლობაც თავის მხრივ ხელმძღვანელობის ბრალია და ალბათ მწვრთნელის, რადგან გუნდს შეკრება არ გაუვლია…
    თუმცა კონტე რომ მოვიდა, არც ის სასტავი იყო შეთამაშებყული, მარა სეზონის სტარტი კიარა, სკუდეტო წაუგებლად მოიგებს… და პს. ინტერმაც ახალი გუნდი გააკეთა ფაქტიურად და ყველა რგოლი განაახლა და არც ისენი არიან შეთამაშებულნი, მარა ჯერ ჯერობით 100% შედეგი აქვთ… ასე რომ აქაც მწვრთნელის ბრალია… პს.ს კონტე რომ მოვიდა გაცილებით ნაკლები გამოცდილება და კარიერა ქონდა, ვიდრე ალეგრის, მაგრამ მოტივაცია შემატა გუნდს… რაც ალეგრის არ აქვს…
    ასეა თუ ისე, ალეგრი არაა ამ გუნდის მომავალი და ეს ახალგაზრდა ბიჭები ფუჭდება ალეგრის ხელში და როცა დიბალას გონია რომ გადმოვიდა გრანდში და პირველ 5 ტურში 5 ქულა პალორმოშიც არ ქონია, რომელი გამარჯვებულის და ჩემპიონის ფსიქოლოგია უნდა ჩამოუყალიბდეს მას? ალეგრი უდავოდა კარგი ტაქტიკოსია, ოღონდ აწყობილ გუნდში, ის გუნდის ამწყობი ტიპი არაა, ან თუ ააწყობს დაჭირდება 2-3 წელი და ამდენს იტალიაში არასოდეს არავინ არავის აცლის…
    ალეგრის ერთადერთი რაშიც ვერ გავამტყუნებ, არის ის რომ ბოლო დღემდე ვინ მოყავდათ და ვინ არა ვერ გაარკვიეს კაცი, და მოუმაზადებელი და უშეკრებო გუნდი შეუყარეს (თუმცა ეგეც თვითონ უნდა მოითხოვოს მწვრთნელა და ყველაფერზე თავი არ უნდა დახაროს, რასაც მაროტა ეტყვის) მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ვიმეორებ ფროსინონესთან იუვე ნებისმიერ შემტხვევაში უნდა იგებდეს ტურინში…

    • pintu-ricchio pintu-ricchio says:

      გავკადნიერდები:

      ჩემზედ ამბობენ ის “იუვეს” სიავეს ამბობს,
      ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია,
      ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე ცნობს,
      ამ “სიძულვილში”, რაოდენიც სიყვარულია… :forza:

  6. maldini3 says:

    გაუმარჯოს ბიჩებს,ლიგაზე იუვეს იმედზე ვარ

  7. ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane yamanaka POGBA Platin 10 says:

    Pედულამ ელკანი მოიკითხეთო დახვეტოსგუნდი ამ ელკანმა ბრუცო პარატიჩ გადადექით!!!

  8. lexo_delpi says:

    ერთი ატალანტასი გავიდა 4,5 გოლზე მეტი და მეორე ძაძა გახდება ახალი ვიერი

  9. la bella signora la bella signora says:

    როგორ მომწონს ეს ბიჭი <3 :* :forza: :love: :love: :love: :love:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »