მოჯი ნაკრებზე და კალჩოზე საუბრობს

ლუჩიანო მოჯიმ გამომცემლობა Libero-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა იტალიის ეროვნული ნაკრების პოზიტიურ ასპარეზობაზე და ბუნებრივია არც კალჩოში მიმდინარე პროცესები დაივიწყა:

“ვფიქრობ, იტალიამ დაიმსახურა ევრო 2016-ის კვალიფიკაცია და საერთოდაც კონტემ დიდი სამუშაო გასწია. მის ხელში სრულიად დემორალიზირებული გუნდი აღმოჩნდა.. ჯერ 2010 და შემდეგ 2014 წლის კრახისგან ფსიქოლოგიურად განადგურებული და პრობლემებით სავსე.. თავდაპირველად მან ბრძოლისუნარიანობა გაუღვიძა მოთამაშეებს, ხოლო ნორვიელთა დამარცხებამ გამარჯვების მენტალიტეტი დააბრუნა. ამის მერე თამაშიც დალაგდება და ფეხბურთელებმაც უკეთ გაუგეს ერთმანეთს.. რა თქმა უნდა ისეთივე ძლევამოსილები არ ვართ როგორც 2006-ში, მაგრამ არც იმდენად უსუსრები როგორც გასულ ორ მუნდიალზე, როდესაც ჯგუფიდან გასვლასაც კი ვერ ვახერხებდით..

დიახ, კალჩოში პრობლემებია, რომელზედაც ყველა საუბრობს, მაგრამ ამითი რაიმე იცვლება? ფაქტია, აპენინებზე ვარსვკვლავები აღარ ჩანან და ამით პირველ რიგში ნაკრები ზარალობს. მიზეზი? უამრავია, მაგრამ ერთ-ერთი უცხოელების ჭარბი რაოდენობა და თან ისეთების, რომელთა კლასი აშკარად იწვევს კითხვის ნიშნებს. მათ გამო იტალიელ ნიჭიერ ბიჭებს განვითარებისთვის ადგილი აღარ რჩებათ. ფული? მისი როგორც წყალივით ჩქება არც არასოდეს ყოფილა დიდი, მაგრამ სხვებთან შედარებით პრობლემა ამ მხრივათაც გვაქვს. ძალიან ცუდი ტენდეცია ჩამოაყალიბეს კლუბების პრეზიდენტებმაც.. მეტად ერევიან იმ საქმეში, სადაც წესით და რიგით სპორტული დირექტორის უფლებამოსილებაა.. და ამ ყველაფერს რა შედეგი მოაქვს?

ამასობაში კი რომაელები კარგ ემპოლის ამარცხებენ.. თან გარსია ჩემპიონთა ლიგისთვის ჯეკოსაც კი ასვენებს. საგულისხმოა, რომ მათ ამ ეტაპზე საუკეთესო თავდასხმა ჰყავთ (20 ბურთი), მაგრამ არასტაბილური დაცვა (10 გაშვებული ბურთი).

ჩემპიონატში კი ორ მატჩს ძალუძს დისბალანსის შეტანა. ვგულისხმობ ნაპოლი – ფიორესდა ინტერი – იუვეს.. ნერიაძურის რიგებში გარკვეული კრიზისი შეიმჩნევა. ფლორნციელებისგან განცდილი სამარცხივო მარცხის შემდეგ ვერაფრით მოახერხეს სამპას დაჩოქება.. საერთოდაც თავდასხმაში უსახურები არიან, მაგრამ მედელის და მელოს მეშვეობით დაცვაში საიმედონი. ისე კი ორივეს ჰაერივით ჭირდება გამარჯვება.. ინტერი ფიორეს რომ არ ჩამორჩეს, ხოლო იუვეს ვითარების დასასტაბილურებლად. ნეაპოლში კი სკუდეტოსთვის მზადება იწყება.. ერთმანეთს საუკეთესო დაცვა (ფიორე) და მეორე საუკეთესო შეტევა (ნაპოლი) შეერკინებიან. ურთულესია პროგნოზირება, მაგრამ სარის გუნდს ოდნავ მეტი შანსი აქვს.

სასუოლო ლაციო საინტერესო მატჩი იქნება.. ერთის მხრივ ჩემპიონატის სიურპრიზი გუნდი და მეორეს მხრივ ლოტიტოს “ბანდა”. პარადოქსია, მაგრამ რამდენიც არ უნდა წააგოს ლაციომ სატურნირო ცხრილში მაინც ზედა პოზიციებზე იმყოფებიან.

აი მილანის თავს კი უკვე მერამდენე წელია სრული ქაოსია. გუშინდელი უსახური ფრე ალბათ მორიგი ცვლილებების დასაწყისი გახდება. ბერლუსკონი ცვლილებებზე საუბრობდა, მაგრამ მიჰაელოვიჩმა იმედი არ გაუმართლა, ხოლო მწვრთნელის მხრიდან წარმოთქმული ფრაზა:”გადაწყვეტილებების თავადვე მივიღებ”- უფრო ართულებს მის სამომავლო პრესპექტივას”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

32 კომენტარი

  1. ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane yamanaka POGBA Platin 10 says:

    kuadra morata zaza tu iqneba xედო ფლანგზე იქნებაო

  2. tigrana.1 tigrana.1 says:

    3 ფორვარდიტ მოტამაშეაა? ალეგრი? გმერტმაც კნას

  3. ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane yamanaka POGBA Platin 10 says:

    თუ 3 ფორვარდს ითამაშებს ხედო ფლანგზე იქნება ვერ გავიგე რა :-(

დატოვეთ კომენტარი yamanaka POGBA Platin 10

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »