Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-11 ტური”

სერია ა-ს მე-11 ტური საკმაოდ დაძაბული და ამაღელვებელი გამოდგა “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის, რადგან ბებერმა ქალბატონმა დერბი დელა მოლეში თანაქალაქელებს ბოლო წამებზე გამოსტაცა გამარჯვება ხელიდან. ქულები დაკარგა “ნაპოლიმ”. ასევე აღსანიშნავია “რომა”-ს მარცხი და  “ფიორენტინას” გალიდერება. ძალიან საინტერესო დაკვირვება მოწმობს, რომ 2004-05 სეზონიდან მოყოლებული, ის გუნდი, რომელიც მე-11 ტურის შემდეგ ლიდერობდა ცხრილს, სკუდეტოს მფლობელი ხდებოდა, მხოლოდ ერთხელ იყო გამონაკლისი შემთხვევა და ეს იყო “რომა” 2013-14 წლებში. მოცემულ მომენტში ცხრილს ლიდერობს “ფიორენტინა” (“ინტერთან” პირადი შეხვედრის უპირატესობის ხარჯზე).

იუვენტუსმა” მასპინძლის რანგში დერბი დელა მოლეს ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა 1993 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც “ტორინო” მას სატურნირო ცხრილში უსწრებს.

ხუან კუადრადომ გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე გაიტანა, რითაც გაიმეორა ანდრეა პირლოს იგივე ქმედება წინა სეზონში. “იუვეს” ბოლო ათი გოლიდან ტოროს წინააღმდეგ ხუთი გატანილია 84-ე წუთის შემდეგ.

თვითონ “ტორინოს” “იუვენტუსის” წინააღმდეგ გასვლაზე არ მოუგია 20 წელია: 2 ფრე და 8 წაგებაა მათ ანგარიშზე 1995 წლის შემდეგ, როდესაც 2:1 დაამარცხა შავ-თეთრები.

ბიანკონერებმა სახლში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს და იუვენტუს სტადიუმზე დაუმარცხებლები არიან ბოლო 7 თამაშში, როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. საინეტერსოა, რომ “იუვეს” და “მილანს” შორი დატყმებიდან ხუთ-ხუთი გოლი აქვთ გაშვებული, რაც სხვა გუნდებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

ჩეზარე ბოვას გოლი არ გაუტანია 2011 წლის შემდეგ, მაშინ “პალერმოს” შემადგენლობაში გაუტანა “ბარის”. ეს მის კარიერაში მეორე გოლია “იუვეს” წინააღმდეგ, პირველი კი 2010 წელს გაიტანა ტურინში, როცა “პალერმომ” მოიგო ანგარიშით 3:1. მცველს 13 გოლი აქვს გატანილი 261 თამაშში.

პოლ პოგბამ “იუვეს” შინაურ შეხვედრებში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ამ სეზონში, მანამდე მათ 28-ე წუთამდე არც გაუტანიათ. ეს თამაში პოგბას რიგით მე-100 თამაში იყო სერია ა-ში და მისი მეორე გოლი დერბი დელა მოლეში.

ინტერმა” ისევ 1:0 მოიგო, მისი 7 გამარჯვებიდან უკვე მეექვსედ ფიქსირდება ეს შედეგი; მათ მხოლოდ ერთხელ გაიტანეს ერთზე მეტი გოლი – “კარპისთან” შეხვედრაში (2:1). მათზე ცოტა გოლი ამ სეზონში გაიტანეს მხოლოდ “ჯენოამ”, “უდინეზემ” და ცხრილის ბოლო ოთხეულის გუნდებმა. ნერაძურებს 24 ქულა აქვთ და მხოლოდ 11 გატანილი გოლი, ანუ დააახლოებით 2.18 ქულა 1 გოლზე; ასეთი მაჩვენებელი ევროპის არცერთ ტოპ გუნდს არ აქვს.

გარი მედელმა თავისი პირველი გოლი გაიტანა “ინტერის” შემადგენლობაში და ეს მოხდა ამ გუნდში თავის 54-ე თამაშში.

რომამ” ბოლო ორი გასვლითი შეხვედრა წააგო “ინტერთან”, თუმცა რომაელებს უარესი შედეგიც ჰქონიათ: 1996-დან 2002 წლამდე ყველა გასვლითი შეხვედრა აქვთ წაგებული “ინტერის” წინააღმდეგ. ჯიალოროსები დაუმარცხებლები იყვნენ 23 სექტემბრის “სამპოდორიასთან” მარცხის შემდეგ.

ფიორენტინას” მიერ გატანილი გოლები 10 სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა და ამ მხრივ ის მხოლოდ “რომას” ჩამორჩება, სადაც გოლები 12 სხვადასხვა მოთამაშეს აქვს გატანილი.

ფროსინონემ” ამ სეზონში ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა, აქამდე თამაშში 2 გოლზე მეტი არ ჰქონია გაშვებული. გასვლაზე მათ მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვეს 6 თამაშიდან და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლეს.

ვიოლას ბურთის ფლობის მაჩვენებელი “ფროსინონეს” წინააღმდეგ იყო 73.4% და ეს აღემატება მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ყველა სხვა შეხვედრის იმავე მაჩვენებელს.

პაოლო სოუზას შეგირდები ყველაზე კარგი სტარტერები არიან ჩემპიონატში: პირველ ტაიმში მათ 13 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული.

ჯენოას” “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 11 თამაშში მხოლოდ ერთი მოგება და სამი ფრე აქვს, დანარჩენი კი წაგებული.

ნაპოლიმ” მეორედ ითამაშა 0:0, “კარპისთან” დაპირისპირების შემდეგ. ნეაპოლელები ურთიერთშეხვედრებში დაუმარცხებლები არიან: 13-დან 9 თამაში მოიგეს და 4 ფრე დაასრულეს.

სარის შეგირდებმა აქამდე თავისი ბოლო 7 შეხვედრა მოიგეს ყველა ტურნირის ფარგლებში; ესაა კლუბის საუკეთესო შედეგი 13-ის შემდეგ, რაც დიეგო მარადონას “ნაპოლიში” ასპარეზობის დროს დაფიქსირდა 1986 წელს.

მილანმა” სერია ა-ს ზედიზედ სამი თამაში მოიგო და ასეთი შედეგი არ ჰქონია 2014 წლის აპრილის შემდეგ.

ლაციოს” 100%-იანი მაჩვენებელი აქვს საკუთარ მოედანზე თამაშებში, მოიგო რა რვავე შეხვედრა საკუთარ მინდორზე ყველა ტურნირის ფარგლებში და გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი, კერძოდ, “ბოლონიასთან” მატჩში, რომელიც 2:1 მოიგო.

ბონავენტურამ 5 ასისტი გააკეთა სეზონში, რითაც ყველა მოთამაშეს უსწრებს სერია ა-ში. “მილანს” კი ოთხ თამაშში პირველ ტაიმში მიჰყავდა ანგარიშში და აქედან ოთხივე მოიგო.

მიჰაილოვიჩმა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ერთხელ მოიგო, კერძოდ 1:0 “კატანიასთან” ერთად ოლიმპიკოზე 2010 წელს. “ლაციოს” ზოგადად ცუდი ბალანსი აქვს “მილანთან”: ბოლო 35 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ სამჯერ აქვს მოგებული.

ბოლონიამ” 6 ქულა აიღო ბოლო სამ ტურში.

ატალანტამ” ზედიზედ მესამე გასვლითი თამაში წააგო და 329 წუთია არ გაუტანია გოლი. “ბოლონიას” ბოლო გამარჯვება “ატალანტასთან” შედგა 2012 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა მათ შორის ჩატარებულ შემდეგ სამ შეხვედრაში.

კარპიმ” დაუსვა წერტილი ზედიზედ სამი წაგების ჯაჭვს და სეზონში მეორედ ითამაშა ნულოვანი ფრე “ნაპოლისთან” ჩატარებული 0:0-ის შემდეგ.

ვერონა” ისევ რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც ჯერ ერთხელაც არ მოუგია; მის ანგარიშზე 6 ფრე და 5 წაგებაა.

უდინეზემ” მხოლოდ ერთხელ მოიგო ბოლო 5 შეხვედრაში.

სასუოლოს” 19 ქულა აქვს 11 თამაშის შემდეგ; ქულათა ამ მაჩვენებელს მათ გასულ სეზონში მე-14 ტურის შემდეგ მიაღწიეს, ხოლო 2013-14 წლებში კი 28 ტური დასჭირდათ ამისთვის.

რობერტო ინგლეზემ თავისი პირველი გოლი გაიტანა სერია ა-ში და “კიევომ” დაასრულა სამი წაგების სერია, თუმცა ბოლო 6 თამაშში მაინც მოგების გარეშე რჩება. “კიევოს” და “სამპდორიას” ფრე არ უთამაშიათ 2011 წლის აპრილის შემდეგ.

ემპოლის” საოცრად კარგი შედეგი აქვს “პალერმოსთან” გასვლით თამაშებში: მათ 2008 წლის შემდეგ პალერმოში არ წაუგიათ. საერთო ჯამში სიცილიელებს “ემპოლისთან” ბოლო 9 შეხვედრაში 6-ჯერ აქვთ წაგებული და მხოლოდ ერთხელ მოგებული.

“პალერმო” და “ემპოლი” – ეს ორად-ორი გუნდია სერია ა-ში, რომლებისთვისაც ამ სეზონში არ დაუნიშნავთ პენალტი, არც მათ სასარგებლოდ და არც საწინააღმდეგოდ.

და ბოლოს, მე-10 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი თამაში დამთავრდა ანგარიშით 0:0; თვითონ მე-11 ტურში კი სამი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

წყარო:Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. soni 10 soni 10 says:

    Es mimoxilva dzaan kaia

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »