უცნაური ორშაბათი..

ძალიან უცნაურად დაიწყო მიმდინარე კვირა.. სტანდარტულად დილით ვცდილობ, რომ 9 საათამდე წამოვდგე და სამსახურში არ დავაგვიანო. თვალები გავახილე.. ისიც დიდი გაჭირვებით და საათს, რომ დავხედე მომენტალურად გამოვფხიზლდი.. 09:10.. საბურთალოდან დიღმის მასივში გასვლა თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ რაოდენ პრობლემატურია.. ბუნებრივია სატრანსპორტო კოლაფსიდან გამომდინარე..

გუშინ, რიგი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ჯეროვნად დამედო სტატიები.. ყოველი მატჩის შემდეგ იცით, რომ სხვადასხვა იუვენტინოს კომენტარებს ვაქვეყნებთ.. თუმცა, არსებობს გარემოებები, როდესაც ვერ ახერხებ სტანდარტული გრაფიკით შრომას. ნამდვილად განვიცდი ხოლმე.. წარმოიდგინეთ, როდესაც თვალყურს ადევნებ კონკრეტულ საქმეს და არ გინდა მცირე დეტალიც გამოგრჩეთ.. ხომ გქონიათ ასე? მე 24 საათიან რეჟიმში ვარ.. მადლობა ღმერთს ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც ხელს მიწყობს.. ჩემს მეუღლეს ვგულისხობ, რომელიც ასევე ანთავსებს სტატიებს.. ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან ჩვენი მწერლები. მიუხედავად უამრავი საქმისა მაინც ახერხებენ და თან როგორი ხარისხით! ვერასოდეს ამოვალ მათი ვალიდან.. მიხარია, რომ ვიცნობ და გვერდით მყვანან.. ვამაყობ მათი და ვამაყობ თქვენით..

ვამაყობ იმიტომ რომ არა თქვენ ცხოვრებისეული ნიუანსები და შავი დღეები ნეგატიურად იმოქმედებდა.. მაგრამ ამ დროს იხსნება საიტი და ვიწყებ.. გინდა ცხოვრება დაარქვით, ჰობი, სამსახური.. ვისთვის როგორ.. ადამიანი ინდივიდია და საკუთარ არჩევანს სხვებისგან ჩაურევლად ირჩევს..

კიდევ ვამაყობ იმით, თუ რა კომენტარი დამხვდა ერთ-ერთი სტატიაზე.. ამასთან ერთად ნამდვილად შემრცხვა.. შემრცხვა როგორც რიგით ტიფოზს.. დიდი გუნდის ტიფოზს.. თუმცა, ნეტა როდის და ვისით დაიწყო ეს? აიაქსის ფინალი .. ლამაზ ფერებში გამოწყობილი გუნდი.. გადის ერთი წელი და მოედანზე დელ პიერო შემოდის, რომელსაც იმ ხანებში დიდად არ ვცნობდი.. ანუ ელემენტარულად არ ვიცოდი ვინ იყო.. ჩემს პერიოდში მსგავსი ტელეარხები და ელემენტარულად “შუქი” დიდი ფუფუნება იყო.. ბორუსია იგებს და ამ დროს მთავარი მწვრთნელი მეორე ტაიმს იწყებს 10 ნომრიან ადამიანთან ერთად.. შემოდის და მისი სახელი სამუდამოდ რჩება ჩემთან და თქვენთან.. დელ პიერო და მისი გოლი კი სიყვარულის დასაწყისი გახდა.

ორშაბათი.. ისევ.. ვაღებ კარს, შევდივარ ოთახში და ბუნებრივია დატვირთული გრაფიკი მხვდება.. თუმცა უიკ-ენდზე ჯეროვნად ვერაფერი დავდე და პირველი რაც უნდა გავაკეთო მინიმუმ ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი გამოვაქვეყნო.. მოვაბი სიტყვებს თავი და სტატია მზად არის.. რის შემდეგაც შემხვდა ის კომენტარი, რომელზეც უკვე მოგიყევით.. აი მანდ მივხვდი, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ ალესანდროს ეკუთვნოდა, მარტო იმიტომ რომ იუვეს გულშემატკივრობა მისით დავიწყე.. სწორედ მან გამაცნო თქვენი თავი, ჩემი მეგობრების დიდი ჯგუფი და … მეუღლეც კი.. რომ არა იუვეს გულშემატკივრობა ნამდვილად გამიჭირდებოდა ჩემი ეკას გაცნობა.

და სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი? ალბათ არ გამაკრიტიკებთ.. არ მისაყვედურებთ რატომ არ დაიდო მთელი დღის განმავლობაში არაფერი.. ეს ჩემი ერთიპორვნული გადაწყვეტილება იყო.. იმიტომ რომ დელ პიერო ჩვენთვის მეტია ვიდრე სპორტი, ვიდრე ფეხბურთი და ვიდრე უბრალოდ გატანილი გოლი. ეს არის ემოცია და სიყვარული.. გახსოვთ როგორ ვისმენდით ჩვენს იუვეზე ათას სისაძაგლეს? არამარტო კალჩიოპოლზე.. მანამდეც.. მაგრამ ალე ყოველი ჩვენთაგანის სახელით გადიოდა და მასტერ კლას ატარებდა! თითქოს ყოველ ჩვენთაგანთან ერთად მიდიოდა და იტანდა.. გვანიჭებდა ბედნიერებას, ემოციას და სიყვარულს.. გრანდე ალე <3

სწორედ ამიტომაც ერთი დღით.. 9 ნოემბერს ForzaJuve.Ge გახდა #ForzaAleდღე.. ჩვენს ფეისბუქის გვერდზე მთელი დღის მანძილზე იხილავდით საიტის ბიბლიოთეკაში არსებულ მასალებს ალესანდროსთან დაკავშირებით.. იგი უნიკალურია და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ.. ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ ამას.. აქ სპორტი და ფეხბურთი მეორე ხარისხოვანია.. დელ პიერო ამ ყოველივეზე მეტი და ძვირფასია!

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. vaxjuve vaxjuve says:

    “ბორუსია იგებს და ამ დროს მთავარი მწვრთნელი მეორე ტაიმს იწყებს 10 ნომრიან ადამიანთან ერთად.. შემოდის და მისი სახელი სამუდამოდ რჩება ჩემთან და თქვენთან.. დელ პიერო და მისი გოლი კი სიყვარულის დასაწყისი გახდა.” ………………………………………………………………….აი ამ აბზაცმა ჩემი ბავშვობა გამახსენა მართალია 1995 წლის აიაქსის ფინალის შემდეგ მიმოხილვებში ვუყურებდი დელ პიეროს გამოჩენას და მისი ფეერიულ თამაშის მომენტებს(რაღაც უცნაურ არხზე არც კი მახსოვს რა ერქვა) სერია-Aში(და მაშინდელი სერია-A ჩემი აზრით ყველა დროის ყველაზე რთული(თუ საუკეთესოობაზე ვინმე შემედავება) სათამაშო ტურნირი იყო

  2. გიო დარჯანია გიო დარჯანია says:

    პირიქით დავით, ვინ უნდა გაგაკრიტიკოს, ვფიქრობ, გუშინდელი დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენი საიტის არსებობის ისტორიაში, გუშინდელი დღე იყო პატივისცემა, მონატრება, სიყვარული და დაფასება იმ დიდი ლეგენდის, რომლის გამოც ძალიან ბევრს შავ-თეთრი ფერები სიგიჟემდე უყვარს, ეგრე ვარ მეც და მსიამოვნებდა ყოველ წამს ძველ სტატიებზე, პოსტებზე თვალის გადავლება, თან რა მწარეა, როცა ძალიან გენატრება ალე, მაგრამ იცი, ვერასდროს იხილავ იუვეს მაისურით :love:

  3. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    Del_Piero აუ შენ გაიხარე :* მადლობა დიდი ჩუვაკ! :forza:

  4. Del_Piero Del_Piero says:

    დღეს სამსახურს მიხედე და აჰა ფეხბურთელების შეფასებები :) იმედია გამოგადგება. :)

    ემპოლი – იუვენტუსი. ფეხბურთელების შეფასებები
    ბუფონი – 5.5 – ლეგენდარული ჯიჯიც კი ზოგჯერ არადამაჯერებლად თამაშობს. დაგვიანებული ნახტომი მაკარონეს დარტყმისას.
    ლიხშტაინერი – 6.5 – სასარგებლო ძრავი მარჯვენა ფლანგზე. ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე.
    პადოინი – შეფასების გარეშე
    ბარძალი – 6 – მცველი, რომელმაც მიგვაჩვია მაღალ დონეზე ასპარეზობას, ატარებს საშუალო მატჩს. დასაწყისში უჭირს მაკარონეს აგრესიულ თამაშთან გამკლავება.
    ბონუჩი – 5 – მაკარონეს გოლს სათავე დაუდო მის მიერ ბურთის უზუსტო გამოტანამ. არადამაჯერებელი იყო სხვა ეპიზოდებშიც. 3 მცველზე გადაწყობის შემდეგ, უკეთესად მოქმედებდა.
    ევრა – 6.5 – შესანიშნავი გოლი თავური დარტყმით, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. გვევლინება იუვეს ახალ ლიდერად.
    ხედირა – 5.5 – არ არის საუკეთესო ფორმაში. ზოგჯერ თამაშობს ძალიან სწორხაზოვნად. თუმცა ყოველთვის ირჩევს სწორ პოზიციას.
    მარკიზიო – 6 – მინიმალურად ერთვება შეტევებში, ძირითადად დაკავებულია წესრიგის დამყარებით.
    პოგბა – 6 – რამდენიმე ფინტი და ბურთის ართმევა, იწყებს მესამე საგოლე შეტევას, მაგრამ არ გვაჩვენებს არაფერს განსაკუთრებულს – ნამდვილი პოგბას შესაფერისს.
    კიელინი – 6 – მოედანზე გამოდის, როდესაც გუნდმა გადაწყვიტა 3 მცველით თამაში. მის სამფლობელოებში შესასვლელი ჩაკეტილია.
    მანჯუკიჩი – 6.5 – გოლი არეულობაში და ბურთის ძელზე მორტყმა. ხორვატი გიგანტი იძლევა სიცოცხლის ნიშანწყალს. შეაქვს წვლილი დაცვაში სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებისას.
    მორატა – 5.5 – მარცხენა ფლანგზე სირბილს, არასაკმარისი თავგანწირვით და კრეატიულობით, არ მოაქვს არანაირი სარგებელი. ესპანელს რთული პერიოდი უდგას, საჭიროა მოთმინება.
    დიბალა – 6.5 – იწყებს მატჩს სათადარიგოთა სკამიდან, თუმცა ეს არ აისახება მის მონდომებაზე. იყენებს ერთადერთ საგოლე შესაძლებლობას, როდესაც ალეგრი აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.
    კუადრადო – 6.5 – აკეთებს ორ საგოლე გადაცემას, პირველ ტაიმში შეტევაში აზრიანი თამაშის ერთადერთი სულისჩამდგმელია. ზოგჯერ ზედმეტად ერთობა ინდივიდუალური ქმედებებით.
    ალეგრი – 6.5 – იუვეს თამაში მოსაწყენია, მაგრამ შეიმჩნევა გარკვეული სტაბილურობა შედეგის თვალსაზრისით. თუმცა სკუდეტოსთვის ბრძოლისათვის რაღაც მეტია საჭირო.
    მსაჯები:
    მასსა – 5.5 – აშკარა შეცდომას უშვებს იუვეს მესამე გოლის დროს, როდესაც ვერ შეამჩნია ლიხშტაინერის თამაშგარე. დაენანა ყვითელი ბარათი ევრასათვის.
    სკენონე – 5
    ტასსო – 6
    რიცოლი – 6
    აურელიანო – 6

  5. Del_Piero Del_Piero says:

    მეც ბორუსიასთან მატჩის შემდეგ გავხდი ალეს ფანი. მანამდეც ვუყურებდი შეძლებისდაგვარად სერია ა-ს თამაშებს, მაგრამ ის გოლი და ზოგადად თამაშის შემობრუნება განსაკუთრებული იყო.

    დავით, დიდი მადლობა! არ გიცნობ მაგრამ ვხედავ რომ ეს საიტი შენით სულდგმულობს. უმეტეს სტატიას შენი სახელი აწერია. უღრმესი მადლობა შენ და შენს ოჯახს!

  6. Kva Shi Kva Shi says:

    მადლობა და მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ, აი ვერ გადმოგცემთ ამ დიდ სიყვარულს რასაც თქვენს მხრიდან ვგრძნობ, აქ იშვიათად შემოვდივარ მაგრამ თქვენი ის კრიტიკა და ის დიდი სიყვარული იუვეს მხრიდან ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემში… დიახ მამხნევებს და რა რომ იუვემ დიდი სიყვარული მაგრძნობინა და ეს “ალეს” დამსახურებაა, მართლაც რომ არა “ალე” მე დღეს შეიძლება მანჩესტერის ბალეშიკი ვყოფილიყავი -ღმერთმა დამიფაროს- და ბოლოს მინდა ჩემი პროგნოზი გითხრათ ძმებო, გახსოვთ 1995-96-97 წლები ფინალში ვინ გადიოდაა? და რამდენჯერ მოვიგეთ თასიი? ხოდა ეხლა ორჯერ ზედიზედ ჩვენია ეგ თასი ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება <3

  7. Q a s r a Q a s r a says:

    მადლობა ავტორს
    მიხარია რომ ასეთი ემოციურები ვართ და ყურადღებიანი და ერთGულნი ;) მე დღეს ალექსას სადღეგრძელიც მივირთVი :) მართალია არავინ იყო სუფრასთAნ იუვეს გულშემატკივარი მაგრამ მიცნობენ მ. და ერთი ,,რუმკა” ა. დამამადლეს ;)

  8. ninia-juve ninia-juve says:

    მძიმე ორშაბათის ნათელი წერტილი იყო დღეს აქაურობა ❤ :forza: მადლობა თქვენ, ყველას ერთად თბილი და კეთილი ემოციებისთვის

  9. juventino3969 juventino3969 says:

    გაიხარე ძმა, ჯიგარი ხარ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »