გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა (21/12/15)

სალამი,

სერია-ას მე-17 ტურთან ერთად მიილია 2015 წლის სეზონი, რომელიც განახლდება 6 იანვარს ვერონასთან მატჩში. ეხლა კი განვიხილოთ კარპთან გამარჯვება, რომელიც ზედიზედ მე-7 იყო სერია-ას დაპირისპირებებში..

კარპი 2-3 იუვენტუსი

ალეგრიმ სეზონის დასკვნით მატჩში ისეც 3-5-2 ტაკტიკა აირჩია, კარს იცავდა ჯანლუიჯი ბუფონი, მის წინ კი ბარძალი-ბონუჩი-კიელინი ამაგრებდა დაცვის ხაზს. მარცხენა ფლანგზე, როგორც უკვე მივეჩვიეთ ევრა და ალექს სანდრო მონაცვლეობით იწყებენ ძირითადში თამაშს. მარჯვენა ფლანგზე კი საჭიროებისამებრ, ხან კუადრადოა ძირითადში, ხანაც კი შვეიცარელი ,,ექსპრესი” მოცემულ დაპირისპირებაში ალეგრიმ ევრა-კვადრადო ამჯობინა. არ იყო სიახლეები ნახევარდაცვის ხაზში, ,,ძირითადის” ფეხბუთელებს ,,მარკიზიო-პოგბას” გვერდს უმაგრებდა ხედირა, რომელსაც კონკურენციას უწევს სტურარო. მართალია გერმანელი ოპტიმალური ფომიდან შორსაა და ამ მომენტისათვის სტურარო გამოიყურება უკეთ, მაგრამ ხედირას ძირითადში თამაში განპირობებულია მისი ფორმაში შესაყვანად.რაც სამომავლოდ გამოგვადგება, მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის კარგ ფორმაში ყოფნა. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, მართალია ალეგრი ხშირად ამბობს, რომ 4-ვე მაღალი დონის ფორვარდი ირიცხება გუნდში, მაგრამ ნათლად სჩანს, რომ მწვრთნელი მეტად დიბალა-მანძუკიჩის დუელს ეყრდნობა, რომელიც ამართლებს კიდეც მის იმედებს თავიანთი შედეგიანობით.

ეხლა კი მივყვეთ მატჩის პერიპეტიებს. საწყისი წუთები, უფრო დაზვერვის ხასიათის იყო, მატჩის მე-13 წუთზე კი იუვენტუს კარპის შეტევა გაეპარა და მარკო ბორიელოს ჯერ ლეონარდო ბონუჩი ვერ გაუმკლავდა, შემდეგ კი მის დარტყმულზე ბუფონიც უძლური აღმოჩნდა და ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს. მართალია რთულია ,,მე” (ავტ.მა) შევაფასო დიდი ლეგანდარული მეკარის მოქმედება, მაგრამ სიმართლეა ის, რომ მისგან მოულოდნელი შეცდომა დაუშვა და შეგვიძლია გაშვებულ გოლში არა ბონუჩი, არამედ ბუფონi დავადანაშაულოთ, თუმცა არ ბონუჩი ჩამორჩა თანაგუნდელს მომდევნო ეპიზოდში, რომელზედაც მოგვიანებით მოგახსენებთ.

გაშვებული გოლის შედეგ, იუვენტუსმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, როგორც ეს ფიორენტინასთან მატჩში მოხდა და ოთხიოდე წუთის შემდეგ მანჯუკიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის მიწურულს 42-ე წუთზე კი ხორვატი ფორვარდის დუბლის წყალობით, იუვენტუსი დაწინაურდა და მატჩის პირველი ნახევარი მიმდინარე ანგარიშით 1-2 დასრულდა. მარიოს საგოლედ ევრამ უპასა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში მარკიზიოს ფილიგრამულ გადაცემაზე კარგად გაიხსნა პოლ პოგბა და გუნდი ორ ბურთიანი სხვაობით დააწინაურა. მოპოვებული ფორის შემდეგ ტურინელები მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩში და შიგადაშიგ უტევდნენ კიდეც, რომელ ერთ-ერთ შეტევასაც მოჰყვა დანიელე რუგანის გოლი, რომელიც მოედანზე 57-ე წუთზე ანდრეა ბარძალის ნაცვლად შემოვიდა. სამწუხაროდ მსაჯმა არ ჩათვალა მისი პირველი ტურინული ბურთი, მაგრამ ყველასათვის გასახარი იყო დანიელეს ასეთი აქტიურობა.
და ბოლოს… მსაჯის კომპენსირებული დრო და გაცოფებული არა მხოლოდ ალეგრი, არამედ სტადიონზე თუ ტელეეკრანებთან შეკრებილი გულშემატკივრები, რომლებსაც ერთნაირად ფროსინონესთან დაკარგული ქულები გაახსენდა. ჯერ იყო და ბონუჩიმ ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი და უკვე მომდევნა მე-3 დამატებულ წუთზე საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი.. ბოდიშს ვიხდი კარპის ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობის ნაკლებობას მოჰყვა ზუსტად ვერ გატანილი გოლი და ბოლო წამებზე ნერვიული გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

მოპოვებული 3 ქულით გახარებულ ტურინელებს, სიხარული ლაციომ და კონკრეტულად ყოფილმა იუვენტინომ კანდრევამ გაუორმაგა, მისმა დუბლმა ლაციოს 3 ქულა, ტურინელებს კი ჩემპიონატის ლიდერთან 6 ქულიანი სხვაობა სამამდე შეუმცირა.

ასეთ კარგ განწყობაზე დავასრულეთ მიმდინარე სეზონი, სხვაობა ლიდერთან 3 ქულაა, მე-2 და მე-3 პოზიციაზე მყოფ ფლორენციელებთან და ნეაპოლიტანელებთან კი სულ რაღაც ქულა. ვიმყოფებით ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში და ველოდებით 20 იანვარს იტალიის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას რომში ლაციოს წინააღმდეგ..

როგორც ზემოთ ავღნიშნე 6 იანვარს იუვენტუსი შინ დაუხვდება ვერონულ ვერონას და ამით განახლდება 2015-2016 წლების იტალიის ჩემპიონატი, რომელ ჩემპიონატშიც იმედს ვიტოვებ რომ აღარ განმეორდება ქულების ისეთი კარგვა, როგორც ეს წინა წრეში შინ უდინეზე-კიევო-ფროსინონესთან მატჩში მოხდა და ზედიზედ მე-5!!! სკუდეტოს ერთად ვიზეიმებთ.

ეხლა კი გთავაზობთ ფეხბუთელების შეფასებას თქვენი ქართველი იუვენტინოსაგან ,,Qasra”

ბუფონი – 5.5

პირველი გაშვებული მის კისერზეა, სხვა მომენტებში კი დამაჯერებელი იყო…

ბარძალი – 6

57-ე წუთი რაც მოედანზე დაჰყო, თუ არ ჩავთვლით გაშვებულ გოლს, კარპს მეტი ხეირიანად არც შეუტევია. აკონტროლებს მის ზონას შემდეგ კი რუგანი ცვლის მას.

ბონუჩი – 5

ეს არ იყო ლეონარდო ბონუჩი, მოედანზე უბრალოდ 19 ნომრიანი მაისური თამაშობდა. ვერ აჰყავს ერთი-ერთზე ბორიელო და მატჩის მიწურულს გატანილი ავტოგოლით ამწუხრებს თანაგუნდელებს.

კიელინი – 5.5

დაცვის ხაზში მოთამაშე სამეული, რომელიც ბოდიში და კარპის დონის გუნდისაგან 2 გაშვებულ გოლს მიიღებს, კრიტიკული ვიქნები ყოველთვის მათ მიმართ.

კუადრადო – 6

მისგან არასტაბილურობას მივეჩვიეთ, ხან გვაოცებს, ხანაც საშუალო დონის ფეხბურთელად გვევლინება, თუმცა გატანილ პირველ გოლში თავისი წვლილი შეიტანა.

ევრა – 6

ექვსი ბალი მას, მხოლოდ იმიტომ რომ საგოლე გადაცემა მიითვალა.

ხედირა – 6

შორსაა ოპტიმალური ფორმიდან, მაგრამ კარგად გამოიყურება დაცვით ფუნქციებში.

მარკიზიო – 7

იუვენტუსის ნახევარდაცვის ლიდერი, იდეალურად გამოიყურება როგორც შეტევაში, ასევე მეტოქის შეტევების ჩაშლისას. აკეთებს შორეულ იდეალურ გადაცემას პოგბაზე, რომელმაც დაუფასა თანაგუნდელს გარჯა და გოლი გააქვს.

პოგბა – 6.5

გატანილი გოლი და აქტიურობა მოედნის ცენტრში, დადებითად ჩაიწერა მის აქტივში კარპთან დაპირისპირება.

დიბალა – 6

არ იყო მისი დღე, მივეჩვიეთ მისგან გატანილ გოლებს, რამოდენიმეჯერ დაარტყა მისი საფირმო ცაციათი კარში, მაგრამ მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჩვენ სულ სხვა დიბალას მიგვაჩვია.

მანძუკიჩი – 7.5

უმაღლესი შეფასება არა მხოლოდ გაფორმებული დუბლის გამო, მთავარი მისი მოქმედება იყო 2-ვე გატანილი გოლის ეპიზოდში. პირველი გოლის დროს, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერება კარგად დაამუშავა ბურთი და ბრუნვაში გაიტანა, მე-2 გოლის დროს კი იწყებს სწორად მოძრაობას და პასის მომენტში ზუსტად იქ არის სადაც უნდა ყოფილიყო.
ცვლილებებზე შემოსულ ფეხბურთელებზე რა შეიძლება ითქვას? კარგი და დამაჯერებელი იყო დანიელე რუგანი, რომლის მოედანზე გამოჩენა დიდ სიხარულს იწვევს იუვენტუსის გულშემატკივრებში. ჩვეულ ბალანსში ითამაშა ლიხშტაინერმა, რომელიმაც ბოლო 10 წუთი დაჰყო მოედანზე. წუნი იყო მორატას ასპარეზობაში, მაგრამ იმედი მაქვს რომ წარმატებული გამოდგება მისთვის 2016 წელი!

და ბოლოს, მასიმილიანო ალეგრი – 7

მან იპოვა ის, რასაც ეძებდა, შესძინა მოტივაცია და ენთუზიაზმი ფეხბურთელებს, რომელიც უკვე მე-7 თამაშია შედეგს დებს. წარმატებები ალეგრის!

ამ სტატიით ვამთავრებ მიმდინარე სეზონს იუვენტინოებო, მატჩებს, სტატისტიკებს სულ მალე სატრანსფერო ციებ-ცხელებები ჩაანაცვლებს, რომელზედაც შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ…

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.

მარად თქვენი ერთგული იუვენტინო ,,Qasra”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

11 კომენტარი

  1. Q a s r a Q a s r a says:

    როგორ ხარ ლაშა? მომწერე ნომ ან ფაცე-წიგნი რავი… :chuvak:

  2. LB19 says:

    Me piradad martla ver shevadareb zidans messis. Messi sxva donea saertod axali epoqa sheqmna chemi azrit sauketeso pexburtelia yvela drois da jer mxolod 28 wlisaa :chuvak: statias rac sheexeba magaria ubralod rugani met kritikas imsaxurebda ver itamasha ashkarad :chuvak: :lool: mandzuka kide ravi dzalian magari iyo golebis garda qvemotac chamodioda pasebs anawilebda dacvasac exmareboda da ravi magrad ishroma :forza:

  3. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    Vincenzo Iaquinta :lool: :up:
    ქასრა შე დაკარგულო :)

  4. Del alex says:

    ისე ეს ბარსას გულშემატკივრები (უმეტესობა) საერთოდ ფეხბურთის აზრზე თუ იყვნენ მე ვიყო მაურო იკარდი ან ფელიპე მელო :yes: ზიდანი დიდი გველაძუაა და მაგას რომ ფრანგად არ გაესაღებინა თავი ვერაფერს მიაღწევდაო :mrgreen: კი ბატონო რეალი არც მე მევასება, მაგრამ ზიდანი ჯერ მესის როგორ უნდა შეადარო და მერე არაფერი ისეთი არ გაუკეთებიაო როგორ უნდა თქვა თუ საღად აზროვნებ ადამიანი :mrgreen: ეს რეალის ფანებიც რას ვერ მიხვდნენ რო ბარსა სადაც დაიჭერს იქ მიჯირყვნის და სულ მომდევნო თამაშით რო იმუქრებიან და ბოღმით კვახებივით არიან :mrgreen: მოუგებენ რაიო ვალეკანოს 10-2-ს და მერე ბარსა ან ატლეტიკო დასვამს სტანოკზე :yes: რით აღარ მოწყინდათ და რით ვეღარ გაიგეს ფულით ვერ იყიდი ფეხბურთს და შეახმათ ეს 100 მილიონიანი ფეხბურთელები :down:

  5. მიშო აბაშიძე juventino4ever says:

    დიდი მადლობა მეგობარო!
    ორი შენიშვნა მექნება, კარპი ეს არის გუნდის სრული სახელი ანუ იუვეს შეხვედრა ქონდა კარპისთან და არა კარპთან.
    ბალი კი რუსული სიტყვაა და ქართულად ქულაა.

    სხვა დანარჩენი ისე პროფესიონალურია რესპექთ

  6. A.DP A.DP says:

    მშვენიერი მიმოხილვა. გაიხარე :juvee:

  7. Q a s r a Q a s r a says:

    გაიხარე, მადლობა მეგობარო :forza:

  8. loscafeteros loscafeteros says:

    ძალიან მომწომს შენი სტატიები :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »