ციფრები, ციფრები და კალჩო…

საშობაო შესვენება სერია ა-ში ის მომენტია, როდესაც უნდა შევაჯეროთ ყველაფერი, გადავხედოთ სტატისტიკას, გავარკვიოთ, ვინ იყო საუკეთესო და ვინ ყველაზე უარესი და გავოცდეთ ციფრებით.

გუნდები
მოდით, დავიწყოთ დასწრების მაჩვენებლით. ამ სეზონში სწორედ “ინტერმა” ითამაშა ყველაზე მეტი ფანის წინაშე, გაყიდა რა 370,000 ბილეთი. საშუალოდ, მათ საშინაო თამაშებს 41,030 გულშემატკივარი ესწრებოდა. მეორე ადგილზეა “ნაპოლი” 38,451 ქომაგით, შემდეგ მას მოსდევს “მილანი”(34,428), “იუვენტუსი”(32,830) და “რომა”(31,674). ყველაზე ცუდი მაჩვენებელი “ფროსინონეს” აქვს (5,779).

თუმცა “იუენტუსი” ლიდერობს სტადიონის საშუალო შევსების წილით, რომელიც 80%-ს უტოლდება. იუვენტუსის ორ მატჩზე ანშლაგი აღინიშნა ანუ ყველა ბილეთი გაიყიდა; იგივე მოხდა “ინტერის” ორ მატჩზეც, თუმცა ამ უკანასკნელს სტადიონის საშუალო შევსების დაბალი მაჩვენებელი აქვს: 51%. მეორე ადგილზეა “უდინეზე” 73%-ით, მესამეზე – “ნაპოლი”(64%), შემდეგ “ატალანტა”(61%) და “სასოუოლო”/”ჯენოა”(58%). “რომა” მოსდევს 43%-ით, “მილანი” 42% და “ლაციო” ბოლო ადგილზე სულ რაღაც 26%-იანი შევსებით სტადიო ოლიმპიკოზე.

გუნდები, რომელთაც ამ სეზონში 30 გოლზე მეტი გაიტანეს, არიან: “ფიორენტინა”, “ნაპოლი” და “რომა”. “იუვე” ახლოს დგას 28 გატანილი გოლით. ბოლო ადგილოსანი “ვერონაა” სულ 12 გოლით. აქედან, ვიოლას 7 პენალტი აქვს გატანილი, ამ რაოდენობის პენალტი არცერთ სხვა გუნდს არ გაუტანია.

“ფიორენტინას” და “ნაპოლის” აქვთ გოლების საუკეთესო შეფარდება +18; ხოლო “კარპის” ყველაზე ცუდი (- 18).

“ინტერი” 7 კვირაა სერია ა-ს ლიდერია; “ფიორენტინა” 5 კვირით ლიდერობდა, ხოლო “რომა” – 2 კვირით. “ინტერმა” 11-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენარჩუნება, “ფიორენტინამ” – 10-ჯერ და “ნაპოლიმ” – 9-ჯერ. “ვერონას” მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთი შემთხვევა და ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ მოუგია თამაში ამ სეზონში.

“იუვენტუსს” ყველაზე მეტი – 13 ქულა აქვს მოპოვებული იმ თამაშებიდან, როდესაც ის აგებდა. მეორე ადგილზეა “ტორინო” 10 ქულით. დანარჩენი გუნდები საგრძნობლად ჩამორჩებიან. ინტერი არის ერთერთი იმ 8 გუნდიდან, რომლებსაც არ წაუგიათ თამაში, როდესაც წინ გადიოდნენ გოლებით. დანარჩენები არიან: იუვენტუსი, რომა, მილანი, სასუოლო, ატალანტა, სამპდორია, ტორინო და პალერმო.

უდისციპლინობის მხრივ “ატალანტა” აშკარა ლიდერია 10 წითელი ბარათით. მას უახლოვდება “ჯენოა” 8 გაძევებით და “ინტერი” 6 გაძევებით. “პალერმოს” ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიუღია (48). საინტერსოა, რომ ნახევარმცველებს მეტი გაფრთხილება აქვთ მიღებული, ვიდრე მცველებს 346 vs. 332, და წითელი ბარათების რაოდენობა 28 vs. 24.

ფეხბურთელები
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში 10 ფეხბურთელს არ გამოუტოვებია სერია ა-ში თამაშის ერთი წუთიც კი; აქედან 7 მეკარეა, დანარჩენი სამი ფეხბურთელია: რაულ ალბიოლი, მარიო რუი და დიეგო ლაქსალტი. ჩემპიონატის ფარგლებში ოთხ ფეხბურთელს მიუღია შვიდ-შვიდი ყვითელი ბარათი, ხოლო ორმა ფეხბურთელმა მიიღო ერთზე მეტი წითელი ბარათი და ესენი არიან ფელიპე მელო და გაბრიელ პალეტა.

გონსალო იგუაინი აშკარა ლიდერია ბომბარდირების სიაში გატანილი 16 გოლით. მას 6 ბურთით ჩამორჩებიან კალინიჩი და ედერი. გარდა ამისა, იგუაინის ანგარიშზე “ნაპოლის” გატანილი გოლების 51%-ია; კალჩოში მხოლოდ ედერი სცდება 35%-იან ბარიერს.

კაილინიჩი სტატისტიკურად წლის საუკეტესო ტრანსფერია, 10 გოლით და 4 საგოლე გადაცემით. მეორე ადგილზეა პაულო დიბალა 8 გოლით და 4 საგოლე გადაცემით. სხვა შთამბეჭდავი ფიგურები არიან: საპონარა (5 გოლი, 6 ასისტი), ლუის მურიელი (4 გოლი და 4 ასისტი) და კარლოს ბაკა (8 გოლი და 1 ასისტი).

რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, ლიდერობს საპონარა, რომლის ანგარიშზეც 6 საგოლე გადაცემაა. მსგავსი მაჩვენებელი აქვთ ბონავენტურას და მეჯიორინის. პიანიჩის, ჰამშიკის და ინსინიეს აქტივში 5 ასისტია.

პალერმოელმა ვასკესმა მოიგო სერიაში ყველაზე მეტი, 201 დუელი; მას მოსდევს სიმონე მისიროლი (139), და პოლ პოგბა (121).

კლაუდიო მარკიზიო ლიდერობს წარმატებული პასების მხრივ, მისი პასების 91.5 % მიზანს აღწევდა. იმის გათვალისწინებით, რომ იუვენტინო მატჩში საშუალოდ 9 გრძელ გადაცემას აკეთებს, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებსაც მინიმუმ 90%-იანი მაჩვენებლები აქვთ, არიან: ჟორჟინიო, კამილ გლიკი და ფაკუნდო რონკალია.

დაბოლოს, მოდით შევხედოთ ცხრილს. ჯერჯერობით სულ 415 გოლი არის გატანილი სერია ა-ში. უმეტესობა, 176, იტალიელებს აქვთ გატანილი, შემედგ არგენტინლებს (54), ხორვატებს (24), ფრანგებს (21) და კოლუმბიელებს (20).

მარტო იტალიელების გოლები რომ ჩავთვალოთ, ლიდერობენ ემპოლი და სასუოლო, შემდეგ ტორინო. ამ პირობებში იუვენტუსი მე-17 ადგილზე დაეშვებოდა, ინტერი – მე-18-ზე და ფიორენტინა – ბოლოზე.

“იუვენტუსი” 2015 წელს ხურავს ქულების საერთო ყველაზე მაღალი რაოდენობით (81) და საუკეთესო ბურთების სხვაობით (+35). ამ წელს “ფიორენტინამ” 75 ქულა მოაგროვა, “ნაპოლიმ” – 71, “ინტერმა” – 70 და “რომამ” – 66.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. LB19 says:

    Exlac ver viazreb chlungi hernanesi rogor archia vazkezs am alegrim :lool: ise magrad gauchirda palermos dibalas gareshe :chuvak:

  2. LB19 says:

    Claudio ra giji gvyavs ertaderti magit vliderobt marto mara male yvelapershi pirvelebi viqnebit rogorc yoveltvis :chuvak: :lool: ise italiashi dzaan ucnauri xalxia juves stadioni rom ar ivseba martla sircxvilia ubralod

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »