დიბალა & მანჯუკიჩი – იუვეს ახალი სუპერ დუეტი

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “იუვენტუსი” დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა; იცოდა რა ხელმძღვანელობამ, რომ წინა სეზონის გმირი კარლოს ტევესი გუნდს ტოვებდა, რადგან მისი არჩევანი მშობლიურ არგენტინაში დაბრუნება იყო, აუცილებლობა დადგა, რომ მის შემცვლელი მოეყავანათ გუნდში. ეს თავისთავად არ იყო იოლი საქმე. სეზონის ბოლოსთვის შავ-თეთრებმა პაულო დიბალა გადმოიყვანეს პალერმოდან და შემდეგ მარიო მანჯუკიჩიც მოიყვანეს გუნდში.

სექტემბრისთვის “იუვეს” დამრტყმელი ძალა აბსოლუტურად მთლიანად შეცვლილი იყო. გუნდმა ტევესის შემდეგ მატრიც გაასხვისა; სიმონე ძაძას მოსვლა კი იმას ნიშნავდა, რომ ლორენტესთვის ადგილი ფაქტიურად აღარ რჩებოდა და ეს უკანასკნელი “სევილიაში” გაუშვეს. ბოლო წერტილი ის იყო, რომ ორი საწყისი თამაშის შემდეგ კომანიც გაუშვეს “ბაიერნში”. ალეგრი მინიშნებით ამბობდა მაშინ, რომ არც ისე კმაყოფილი იყო ასეთი ცვლილებებით. აი, ასეთმა შემადგენლობამ სეზონის საწყის ექვს ტურში სულ 6 გოლი გაიტანა და გუნდი კატასტროფულ შედეგს აჩვენებდა.

თუმცა საშინელი სტარტი გამოსწორდა და ბოლო ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ ისევ ჩაება სკუდეტოსთვის ბრძოლაში თითქმის ჩამოწერილი გუნდი. ალეგრის თავდასხმის ზიგზაგმა ეს ესაა დაიწყო მუშაობა და ეფექტის მოტანა.

თავდასხმაში ცენტრალური ფიგურა დიბალაა. 22 წლის ფეხბურთელს “იუვენტუსში” 10 გოლი აქვს გატანილი. მას რამდენიმე კვირა დასჭირდა ადაპტაციისთვის. ალეგრისაც არ მოუხდენია ფორსირება და არ დაუტვირთავს ამომავალი ვარსკვლავი ზედმეტი პასუხისმგებლობით. დიბალამ კი მნიშვნელოვანი და სანახაობრივი გოლებით უპასუხა ამ ყველაფერს. დიბალა კარლიტოსის მაგალითს იღებს და ამბობს: “მე ერთი წელია ვსწავლობ ტევესს. გასული სეზონის მისი ყველა თამაში მაქვს ნანახი და როდესაც ნაკრებში ერთად ვვარჯიშობთ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ვიღებ.”

არგენტინელს არ გაუტანია წლის ბოლო თამაშში “კარპის” წინააღმდეგ, სამაგიეროდ გაიტანა მანჯუკიჩმა, თან ორჯერ და დაამტკიცა კიდევ ერთხელ არნახული საგოლე ალღო. ხორვატი პირველ ნაახევარში ორჯერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში და აქედან ერთი გოლი გაიტანა კიდეც. მის ანგარიშზე ამ სეზონში 9 ბურთია და უმეტესობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. თუ დიბალას ტევესის ტექნიკა და მოძრაობები აქვს, მანჯუკიჩი მიზანმიმართულების და გამძლეობის მაგალითია. მასზე “ვოლფსბურგის” მწვრთნელმა თქვა:” შეუძლია ისე ითამაშოს ორი ძალიან მაღალტემპიანი თამაში, რომ წუთი არ დაისვენოსო“. ეს მისი დაცვაში მუშაობის მხრივაც გამოიხატება.

დიბალას და მანჯუკიჩს ერთად “იუვეს” გოლების თითქმის ნახევარი აქვთ გატანილი. სწორედ ამ დუეტს ანიჭებს უპირატესობას ალეგრი შემადგენლობის არჩევის დროს. გადამწყვეტი სწორედ მათი გოლები და საგლე გადაცემები გახდა ბევრ შემთხვევაში. ეს დუეტი ახლა იწყებს შეთამაშებას და კიდევ უფრო განვითარებას.

ამასობაში რა ხდება მორატას ირგვლივ? ესპანელმა ორი სეზონის მანძილზე “იუვენტუსში” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 თამაშში გაიტანა გოლები, რითაც ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა. თუმცა ის ადგილს კარგავს. მორატამ ექვსჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში თამაში წლევანდელ სერია ა-ში და ოქტომბრის შემდეგ საერთოდ არ გაუტანია გოლი. აშკარაა, რომ 23 წლის ფეხბურთელი თავდაჯერებულობას კარგავს და იმედი ვიქონიოთ, ახალი წლიდან ისევ დაიბრუნებს პროდუქტიულობას.

და კიდევ, გუნდს ჰყავს სიმონე ძაძა. ის მხოლოდ 284 საფეხბურთო წუთი გამოჩნდა ჩემპიონატის თამაშებში. ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი სურვილია მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს და გაიტანოს მეტი გოლი, თუმცა არ ჩივის არსებულ სიტუაციაზე. “პალერმოსთან” გამარჯვების და გატანილი გოლის შემდეგ მან თქვა: “მე სიამოვნებას ვიღებ ახლა ამ მომენტით და დაველოდები შემდეგ ასეთ მომენტს“. და შემდეგი მომენტი იტალიის თასის თამაშში დადგა “ტორინოს” წინააღმდეგ, როდესაც დუბლი შეასრულა. ის ამტკიცებს, რომ ალეგრისთვის კარგი დასაყრდენია.

ერთი რამ ცხადია: მორატასაც და ძაძასაც კიდევ ექნება არაერთი შანსი, რადგან “იუვე” სამ ფრონტზე იბრძვის. და აშკარაა, რომ სეზონის დასაწყისის ჩავარდნის შემდეგ გუნდი იხვეწება და უფრო შეთამაშებული ხდება; და შეტევის რგოლი ნელნელა იწყებს აწყობას.

წყარო: Football Italia (Luca Cetta)

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »