პირლო:”ჩემი მემკვიდრე? რთული სათქმელია”

ანდრეა პირლოს მოსაზრებით პოლ პოგბა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია..

“ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც კი მინახავს? რა თქმა უნდა პოგბა.. პირველივე ვარჯიშზე მივხვდი თუ რაოდენ კარგი მოთამაშე დავიმატეთ.. შესაძლოა მაშინ მეტად გამხდარი იყო, მაგრამ შეხედეთ მას ეხლა.. მაღალი და ფიზიკურად ძალზედ ძლიერი.

იტალიელი ახალგაზრდები? საბედნიეროდ არა ერთი გვყავს.. მაგალითად რუგანი.. ბერნარდესკიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მას არ ვიცნობ. ვინები შეადგენენ იტალიის ნაკრებს 2020 წელს? რთული კითხვაა.. ალბათ რომანიოლი, ბერარდი, ბერნანდესკი, დე შილიო, რუგანი, ვერატი..

ჩემი მემკვიდრე? დანილო კატალდი? ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, მაგრამ განსხვავებული სტილი აქვს. ვერატი? არც ის არ მგავს, თუმცა მომავალი 20 წელი აძურის უცვლელი წევრი იქნება. როლანდო მანდრაგორა კი ჩვენს წინააღმდეგ ძალზედ ნაყოფიერად ირჯებოდა. კარგი გამოხმაურებები მესმის სენსის თაობაზე, მაგრამ მას ისევე როგორც ბერნანდესკის არ ვიცნობ. აი სტურაროს კი ბევრად უკეთ ვიცნობ და მასსზეც კარგი წარმოდგენა მაქვს შექმნილი.

მან შარშანდელ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად მოუმატა, თუმცა ნაკლებად ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.. მეორეს მხრივ როდესაც ამბობენ, რომ აპენინებზე ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევენ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ დონარუმას შემთხვევაში?..”

წყარო: Football-italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. Del alex says:

    პოგბაო ტიპმა აბა ვერატი ეთქვა ყველაზე ნიჭიერიაო აქ “უშვი ქოჩორს ხელი” ატყდებოდა :lool:

  2. დათო_ჯუვენტინო says:

    ეს სენსი მეც ძან მომწონს სასოალომ დაითრია და იმედია თუ განვითარდა იუვეს დაუთმობს სასუალო.ასევ მანდრაგორა საინტერსოა ეს ბიჯი ამხელა თანხა გადიხადეს ესეგი არი რაგაც მაგ ბიჯში

  3. ანონიმური says:

    პირლო მაგარი კაცი ხარ ცოტახანი ყოფილიყავი კიდე იუვეჰი რა. :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »