კაცი ტვირთით

„თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, ფეხბურთს უნდა ვუმადლოდე, ყველაფერი ალჟირის „რასინგ უნივერსიტერში“ ვისწავლე“ – იტყვის ერთგან XX საუკუნის უდიდესი მწერალი და მოაზროვნე ალბერ კამიუ. ცხადია, მწვანე ბალახი და კოპლებიანი ბურთი ვერაფერს გასწავლის ადამიანობისას. კაცობა – კაცებისგან ისწავლება…

სიმბოლურია ისიც, რომ გენიალური „სიზიფეს მითი“–ს ავტორი თავის დროზე მეკარე იყო და ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირიც მეკარეა. დიდებული №1, არამხოლოდ ყველა დროის ერთ–ერთი(პირადად ჩემთვის, ეჭვშეუტანლად პირველია) საუკეთესო მეკარეა, არამედ დიდი პიროვნება და ის სამაგალითო სპორტსმენია, ვის მაგალითზეც თაობები იზრდებიან. ზემოთ მოხმობილი სიტყვები, სწორედ მსგავსი ადამიანების შესახებ აქვს ნათქვამი ფრანგ მწერალს, თუმცა ამაზე ქვემოთ…

„ – გაიგე ახალი ამბავი? „პარმას“ ჰყოლია ახალგაზრდა მეკარე…
– მერე?
– რა მერე… პენალტს პენალტზე იღებსო… მე არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ ბიჭებმა
თქვეს – სერიოზული „კატა“ ეზრდება იტალიასო!
– ვაა!.. საინტერესოა! თუ ასეთი მაგარია, „ცბიერ მელას“ არ გამოეპარება ეგ…
– იმედია!
– სახელი და გვარი გახსოვს?
– კი, როგორ არა…
– აბა, მითხარი!
– ჯანლუიჯი ბუფონი.“

დაახლოებით, ამ შინაარსის იყო 17–18 წლის უკანდელი დიალოგი მეგობართან, რომლისგანაც პირველად გავიგე „ნუმერო უნოს“ არსებობის შესახებ და სწორედ იმ დღიდან შემოდის ჩემს მეხსიერებაში მსოფლიო სამეკარეო სკოლის ეტალონი – ჯანლუიჯი ბუფონ მასოკკო!

ბუნებრივია, ასეთი დამაინტრიგებელი საუბრის შემდეგ, დავინტერესდი „პარმას“ კიპერის ასპარეზობით და ტელევიზორში(რა დასამალია და, იმ შავ–ბნელ დროს, ძლივს ვახერხებდი „იუვეს“ თამაშები მენახა და მითუმეტეს, პარმეზანელთა ასპარეზობის ყურებით არ ვიყავი განებივრებული) საკუთარი თვალით ვიხილე რა უნიჭიერესი ახალგაზრდის ვირტუოზობანი, მივხვდი – „აძურას“ ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი იწყებდა კიაფს.

ხმაურიანად შემოვიდა დიდ ფეხბურთში სპორტულ ოჯახში დაბადებული ტოსკანელი ჭაბუკი და მრავალთა ყურადღებაც დამსახურებულად მიიპყრო. იმ დროისთვის მართლაც მაგარ და სიმპატიურ პარმეზანულ კლუბში (კანავარო, ტურამი, კრესპო, კიეზა, ვერონი, ვანოლი, ასპრილია) არაერთი დიდებული მატჩი ჩაატარა და ცხადია, „ცბიერ მელას“ არ გამოპარვია ეს ყოველივე. შედეგი კი ის იყო, რომ სარეკორდო სატრანსფერო ფასის სანაცვლოდ – რაც კი მეკარეში ოდესმე გადახდილა, 2001 წლიდან დაიწყო ახალი, შემდგომში მრავალი განსაცდელით აღბეჭდილი, მაგრამ უეჭველად დიდებული ისტორია – „ისტორია შავ–თეთრი სიყვარულისა!“

ჩვენ – ტურინული გრანდის გულშემატკივრებს, ბუნებრივია, განსაკუთრებულად გვიყვარს „ნუმერო უნო“, მაგრამ ბუფონი ის შემთხვევაა, რომელსაც აფასებენ სრულიად იტალიაში, პატივს სცემენ და უყვართ „იუვეს“ მოსისხლე მტრების ფანებიც და ეს უპირველესად, მის სამეკარეო ტალანტთან ერთად იმის გამოცაა, რომ ეს ახმახი ტოსკანელი ადამიანობის და ღირსების სიმბოლოა მოედანზე.

ცალკე თემაა ბუფონისადმი დამოკიდებულება იტალიის ფარგლებს გარეთ. იგი საამაყო ელჩია იტალიური ფეხბურთისა, რომელსაც მართლაც გვალვა უდგას ჭეშმარიტი ვარსკვლავების, თუმცა ჯიჯის ავტორიტეტი ერთგვარად ფარავს ამ ნაკლს. ბუფონი ყველგან სასურველი და მიღებული პერსონაა – არ აქვს მნიშვნელობა „უემბლიზე“ გადის სათამაშოდ თუ ბაქოს „ოლიმპიურზე“.
მე არ შემხვედრია ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარი, ვისაც „სუპერმენი“ არ ხიბლავდეს, ვისთვისაც იგი ეტალონი არ იყოს. დიახ, ბუფონი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უერთგულო საკუთარ გუნდს უკიდურესი გაჭირვებისას, მაშინ როცა კარიერის ზენიტში ხარ და ერთ ნაბიჯზეა ყველანაირად ხელსაყრელი(სპორტული თუ ფინანსური კუთხით) კონტრაქტი, მაგრამ შენ რჩები განწირულ გემზე, ხოლო ფულსა და ტიტულებზე მაღლა კაცობას, ერთგულებას და სიყვარულს აყენებ…
ეს ერთეულთა ხვედრია!
ესეთებს თითებზე დაითვლი! მასოკკოც მათ რიგებშია!

დღეს 38-ის მოყრილა ჩვენი კაპიტანი! სპორტული თვალსაზრისით ისეთი ასაკია, წესით დაღმართი რომ იგრძნობა, მაგრამ ვინმე იტყვის რა სხვაობა შეუნიშნავს 18, 28 ან 38 წლის ჯიჯის თამაშში?! პასუხი ცალსახაა – ბუფონი თავადვეა ის თამასა, რასაც მოკვდავთაგან ერთეულები რომ აწესებენ. მსგავსთ ასაკი ვერაფერს აკლებს. მათთვის ხნოვანება მშრალი ციფრებია და მეტი არაფერი. ამდენად, დღესაც ისეთივე საიმედოა „№1“, როგორც დიდი ხნის წინ…

ამჟამად, ჯიჯი არამხოლოდ „იუვეს“ სახეა, არამედ იტალიის და გნებავთ, ფეხბურთისაც. დიახ, სწორედ იგია „საწყაო ერთეული“ ყველას თვალში. ყველა დიადი თუ ახალდამწყები კიპერი მისით „იზომება“. ეს ყველაფერი კი მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, რომ დარჩე იმ დონეზე, რასაც შენგან ელიან, რასაც დააჩვიე მილიონობით ტიფოზი და მათ თვალში ის „სუპერმენი“ ხარ, რომლისთვისაც ხანდახან შეუძლებელიც კი შესაძლებელია.

და ბოლოს, გადის წლები – იცვლებიან გუნდები, იცვლებიან მწვრთნელები, იცვლება საფეხბურთო ტენდენციები, მაგრამ უცვლელი რჩება ერთი კაცი… ლეგენდა, რომელიც ძველებურად ამაყად დგას ორ ძელს შუა მარტო და მხრებზე ადევს ტვირთი, ტვირთი – რასაც მსოფლიო სამეკარეო სკოლის ეტალონობა ჰქვია!

AUGURI CAPITANO!!!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

21 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    იცით რა ჩემთვის ფეხბურთის ეტალონი დელ პიეროა.მაგრამ ვიცი მასზე ძლიერი შემტევი ფეხბურთელები არსებობდნენ, მაგრამ ბუფონზე უდიდესი მეკარე მართლაც არ დაბადებულა,შეიძლება ვიღაცას რეაქციააქვს და ამ ნიჭით იდგეს დიდი გუნდის კარში ან ნახტომი ან რავი გამოსვლაზე იყოს მაგარი,ბუფონი კი უბრალოდ ბუფონია და ყველადროის მსოფლია ნაკრების კარის დარაჯია,როცა კარში ჯიჯია მას ენდობი.სტაბილურობა უმნიშვნოვალესია და ეს თვით ბუფონია…………………………… :juvee: საღოლ მაგარი სტატიაა :juvee:

  2. ანონიმური says:

    აუ..სად შემიძლია ამდენი ემოციიააა…საკმაოდ სევდიან განწყობაზე დავდექი..რადგან…ახლოვდება , ახლოვდება მისი ფეხბურთიდან წასვლის დრო..მე ვერ წარმომიდგენია იუვე, აძურა მის გარეშე და ზოგადად ფეხბურთი მისი ემოსიის, გულის, და ადამიანობის გარეშე..ფორცა ჯიჯი…

  3. ირინაა.. says:

    :forza: :forza: :forza: :forza: ჩემი ჯიჯიტო <3

  4. ანონიმური says:

    :forza: :forza: :forza: :forza: ჩემი ჯიჯიტოო <3

  5. ანონიმური says:

    ბუფონი ძაან დიდი ადამიანია,სპორცმენობაზე ლაპარაკი არც ღირს :forza:

  6. Sergi says:

    Buffoni rom nomer pirvelia tavis ampluashi es udavoa da msoplioshi yvela drois sauketeso mekarea da visac ar sgera is albat pexburts marto radioshi usmens.adre yoveltvis vuyurebdi sauketeso pexburtelis dajildovebas,magram bolo rva welia es dajildoveba korumpirebulta shous daemsgavsa.ki mesmis magaria ronaldo 50 burti gaitana sezonshi,magaria messi 51 burti gaitana.magram ra qnas iman romelic mteli cxovreba karshi dgas,igive buffoni romelic titqmis 20 welia ert doneze tamashobs.romelic pirvel adgils sportul girsebas da ertgulebas anichebs da ara milionebs romelic man bevrtan shedarebit metad daimsaxura.da tu vinmes ekutvnis sauketeso pexburtelis wodeba es buffonia,radgan man sxva pexburtelebtan shedarebit bevrad metad icis ra aris pexburtis da gulshematkivrebis siyvaruli.

  7. snuff-juve snuff-juve says:

    ყველა დროის საუკეთესო :love:

  8. livescore_777 says:

    ტურინის “იუვენტუსის” ერთაბაშად ორმა მოთამაშემ იტალიის თასზე “ინტერთან” (3:0) დაპირისპირებაში დაზიანება მიიღო. კვადვო ასამოას და მარიო მანჯუკიჩს მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე.
    განელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის დაზიანება მიიღო, რაც შეეხება ხორვატს – “ბაიერნის” ყოფილი მოთამაშე მარცხენა ფეხზე მუხლს იტკიებს.
    უახლოეს პერიოდში ორივე ამ მოთამაშეს კლუბის ექიმები გასინჯავენ, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა

  9. osvaldo ardiles says:

    ჯანლუიჯ (მაწ ევო) ბუფონი. შეიძლება იყო დიდი ფეხბურთელი და ამასთანავე იყო ჩვეულებრივი ნაგავი, რისი მაგალითიც უამრავია. ჯიჯიმ მოახერხა იმდენი რო დიდი ფეხბურთელობას და დიდ ადამიანობას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს. ჩერდანცევის ერთი სიტყვა ზუსტად აღწერს ბუფონს, ბუფონიშე, გიგანტი ყველანაირი გაგებით. ვამაყობ რომ ეს გიგანტი ჩემი ბავშვობის და ზრდასრულობის კუმირია. ავე ჯიჯი ბუფონ!!!

  10. ანონიმური says:

    მადლობა ავტორ გაიხარე. :forza: :forza: :forza:

  11. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    ბრავოო!!! ძალიან დიდი მადლობა ავტორს :juvee: ემოციონე <3

  12. juventus*** says:

    es ro wava vin unda shecvalos warmodgena ar maq shecvlit sshecvlian magram aset dones ver moiyvande jer erti dgevandeli juves ert erti saxea meore fexburtshi didi avtoritetit sargeblobs da visac moiyvanen aramgonia amdeni shedzlos buffonma juvestvis bevri ram gaketa ra vtqva ar vici ubralod es adamiani nomer 1-a :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  13. juventus*** says:

    მაგარი სტატია :juvee: :juvee: :juvee: :love: :love:

  14. Soni says:

    Karoche chemtvis buffoni N1 ratqmaunda rogorc juves pani vambob ise pegburtis gulshematkivari imis miuxedavad ro did pativs vcem da dzaan magaria kasilasi buffontanac ver davayeneb mevaseboda igive kani ravi ra dzaan magari iyo yvelanairad mara buffoni sxaa chemi piradi azria karis mesia ra chveulebrivad. Beberi. Nervebi imaze meshleba wels rogor ar sheiyvanes to ki magaria da magrad yomarobs mara is noieria es buffonia ra.erti kide es ro ligis gareshe wavides texavs tan yoveltvis ityvian liga ar aqvso.minda ro msoplioze itamashos da vici shedzlebs am droshi juves ganvitarebit liga araa gamoricxuli.ki delpierom shemayvara juventusi da pirvelia da did siamovnebas vigebdi misi yurebit mara buffoni ar shemidzlia rom mis gevrdit ar davayeno ra wevit ara mara arc is iqneba swori yvevit ro daayeno orive legendaa juve (buffon-delpiero) ravi sxva sheidzleba sxvanairad piqrobdes mara….amis wasvlis shemdeg juves magrad gauchirdeba da bevri ram moakldeba aramarto juves aramed italias da pegburts.chemamde ar dadis rato idzaxian noieri jobiao to nervebi meshleba xolme mara vinc icis da garkveulia ki apasebs da icis vinaa pirveli.puffoni im dzveli gvardiis rac adre iko varskvlavuri pegburtelebi iyvnen msoplioshi erteri ukanaskneli warmomadgenelia . Admin sagol madloba :forza:

    • paolo rosi paolo rosi says:

      ნოიერი არა იხვი აფორთხა შარშან მესიმ :lool: ნოიერი ახლოსაც ვერ მივა ჯერჯერობით და აწი ვნახოთ.ნუ ბოფონთან ახლოს მე მაინც ძოფს და ვან დერ საარს დავაყენებდი ოღონდ ახლოს და არა გვერდით ჯიჯი საუკეთესო მეკარეა საერტოდ ფეხბურტის არსებობის ისტორიაში ულაპარაკოდ :forza: :forza: :forza:

  15. mgel piero mgel piero says:

    თვალზე ცრემლი მომადგა, მაგის დე და ვატირე :loool: ჯიჯი მეამაყება შეენნაირი კაპიტანი რომ ყავს იუვეეეს

  16. paolo rosi paolo rosi says:

    ბუფონიშე მაგარია :love: ამ სტატიის მერე რა უნდა დაამატო არ ვიცი მაგრამ უდიდესი სპორტსმენი უდიდესი მეკარე და რაც ყველაზე მთავარია უდიდესი ადამიანია და თანაც იუვენტინო ჩემთვის პირადა უკვე იუვე და ჯიჯი ერტი და იგივე მცნებებია ნუ ალექსთან ერთად რა თქმა უნდა ოღონდ ჯიჯი ჯერ კიდე გვახარებს და მინიმუმ 3 წელი კიდე გვასიამოვნებს ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივრებს :forza: :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »