Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 23-ე ტური”

“იუვენტუსის” მე-12 გამარჯვება და გუნდი ანტონიო კონტეს რეკორდს იმეორებს, “ნაპოლი” ისევ სამ ქულას იღებს, მანჩინის “ინტერი” განადგურებულია. .

იუვენტუსმა” მიჯრით მე-12 გამარჯვება მოიპოვა და გაიმეორა კლუბის რეკორდი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, რომელიც 2013-2014 წლებში აჩვენა. ამასთან, შავ-თეთრებს ბოლო 10 მატჩიდან 7 თამაშში გოლი არ გაუშვიათ.

ალვარო მორატას 4 ოქტომბრის შემდეგ 20 თამაშში გოლი არ ჰქონდა გატანილი, ხოლო ბოლო ორ თამაშში (სერია ა-სა და იტალიის თასზე) ოთხი გოლი გაიტანა.

პოლ პოგბა ამ თამაშამდე თავის კარიერაში მხოლოდ ერთხელ იყო ერთ თამაშში გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი, კერძოდ, 2014 წელს “სამპდორიას” წინააღმდეგ.

კიევომ” 4 გოლი გაუშვა უკვე მეორე თამაშში, პირველად – “ლაციოს” წინააღმდეგ (1:4). გუნდს 4 ბურთი არ გაუშვია საკუთარ მოედანზე 2013 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც 2:4 წააგო “ნაპოლისთან”. “მფრინავმა ვირებმა” ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, სამი კი წააგეს.

ინტერის” მწვრთნელის რანგში მანჩინიმ თავის 49 თამაშში 80 ქულა მოიპოვა, ხოლო ვალტერ მაცარიმ – 76 იმავე პერიოდში.

მილანს” სამი ბურთი დერბიში არ გაუტანია 2011 წლის აპრილის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დერბი დელა მადონინაში ბოლო 13 გოლი 13 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

ამ სეზონში კარლოს ბაკამ სერია ა-ს 10 მატჩში გაიტანა გოლი, აქედან 9 თამაშში გოლი გაიტანა კარში პირველივე დარტყმიდან. ხოლო ალექსის გოლი იყო პირველი თავური, რომელიც “ინტერმა” ამ სეზონში გაუშვა.

მაურო იკარდიმ ბოლო 6 პენალტიდან ორი გააფუჭა, პირველი – “ლაციოს” წინააღმდეგ 2015 წლის მაისში.

როსონერიმ ბოლო 9 ჩატარებული თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო, “ბოლონიას” წინააღმდეგ 6 იანვარს.

ნაპოლიმ” სერია ა-ში მიჯრით მე-6 თამაში მოიგო. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში არ მომხდარა 1988 წლის შემდეგ. მათ გაამყარეს ყველაზე უხვგოლიანი გუნდის სტატუსი: ამ ეტაპზე გუნდს 50 გოლი აქვს გატანილი.

ამ სეზონში სარის შეგირდები ანგარიშით უკან იყვნენ მხოლოდ 138 წუთის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები, ვიდრე სხვა ნებისმიერი კლუბი.

გონსალო იგუაინს 22 გოლი აქვს გატანილი 22 მატჩში. ეს უკვე გაუთანაბრდა შარშანდელი ბომბარდირების – მაურო იკარდისა და ლუკა ტონის მაჩვენებელს.

უკვე მეექვსედ ამ სეზონში ლორენცო ინსინიე იყო გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი.

ამ სეზონში “ნაპლის” 6 თამაში აქვს ცატარებული, სადაც მოახერხა 5 ბურთის გატანა: კლუბ ბრუგეს, ლაციოს, მიდტიულანის, ლეჯია ვარშავის. ფროსინონეს და ემპოლის წინააღმდეგ. ფროსინონესთან შეხვედრის გარდა ყველა თამაში სან პაოლოზე იყო.

ემპოლის” ბოლო სამ მატჩში არ აქვს მოგება. ტოსკანელებს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოუგიათ “ნაპოლისთვის”, 2008 წელს. ბოლოს 5 ბურთი “ემპოლიმ” გაუშვა 2003 წელს “იუვენტუსის” წინააღმდეგ.

რომამ” გამარჯვება მოიპოვა პირველად, რაც გუდში სპალეტი მოვიდა. აქამდე 4 მატჩში მოგება არ ჰქონდათ. რომაელებს სამი გოლი ოლიმპიკოზე არ გაუტანიათ ოქტომბრის შემდეგ.

ფრანჩესკო ტოტიმ რიგით 593-ე თამაში ჩაატარა სერია ა-ში და ჯანლუკა პალიუკას რეკორდი მოხსნა. მხოლოდ პაოლო მალდინისა (647) და ხავიერ ძანეტის (615) აქვთ ჩატარებული უფრო მეტი თამაში სერია ა-ში.

ელ შაარავიმ სადებიუტო გოლი გაიტანა “რომას” რიგებში. მან ასევე გაიტანა გოლი სერია ა-ში ჩატარებულ ბოლო თამაშშიც “მილანის” მაისურით.

ფროსინონემ” მხოლოდ ორი ქულის აღება შეძლო ბოლო 8 ტურში და კიდევ უფრო გაამყარა ყველაზე ცუდი დაცვის მქონე გუნდის სტატუსი 48 გაშვებული გოლით.

ჯენოა” უკვე ოთხი თამაშია წაუგებელია. “ფიორენტინას” არ წაუგია “ჯენოასთან” გასვლაზე თამაში 2009 წლის შემედგ. ფლორენციელებს სერია ა-ს 45 მატჩში 0:0 ფრე არ უთამაშიათ. ვიოლას 42 ქულა აქვს ამ ეტაპზე, 22 ტურის შემდეგ. ეს მათი საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 10 წლის მანძილზე. 2005-06 წლების სეზონში მათ ამ ეტაპზე 44 ქულა ჰქონდათ.

უდინეზემ” დაასრულა სამწაგებიანი სერია. საკუთარ სტადიონზე “ლაციოს” წინააღმდეგ გუნდს 13 წაგება, 11 ფრე და 13 მოგება აქვს.

ლაციომ” კი გააგრძელა წაუგებელი სერია: 3 მოგება და 4 ფრე. თუმცა მაინც ორი ქულით ნაკლები აქვთ, ვიდრე გასულ სეზონში ამ ეტაპზე.

ბოლონიამ” ბოლო 12 ტურში, რობერტო დონადონის გუნდში მოსვლის შემდეგ, 23 ქულის მოგროვება შეძლო. ამ პერიოდში დაგროვილი ქულებით ის მხოლოდ “იუვენტუსს” (36) და”ნაპოლის” (29) ჩანორჩება.

სამპდორიამ” კი ზედიზედ მეოთხედ წააგო, თუმცა ასეთი შედეგი მათ უკვე ჰქონდათ ამ სეზონში. მონტელამ თავისი 10 თამაშიდან 7 წააგო. “სამდორიას” წაგებული არ ჰქონდა “ბოლონიასთან” 2009 წლის შემდეგ.

ტორინომ” მხოლოდ ორი ქულა აიღო ბოლო 3 თამაშში. გრანატამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა “ვერონას” დამარცხება ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში.

ვერონა” ბოლო სამი ტურის მანძილზე წაუგებელია, თუმცა ისევ გამარჯვების გარეშეა ამ სეზონში.

კარპიმ” გააგრძელა პოზიტიური სერია: 2 მოგება და 3 ფრე.

პირველად ნოემბრის შემდეგ “პალერმომ” ზედიზედ ორი წაუგებელი მატჩის თამაში მოახერხა. სიცილიელებს არასოდეს მოუგიათ “კარპისთან, სერია ა-ს და ბ-ს ფარგლებში.

ალბერტო ჯილარდინოს გოლი პირველი იყო, რომელიც სტადიო ბარბერას გარეთ გაიტანა. ჯილას კარიერაში 184 გოლი აქვს გატანილი სერია ა-ში, რაც გაბრიელ ბატისტუტას მაჩვენებელს უტოლდება და მე-13 ადგილზეა ყველა დროის ბომბარდირების სიაში.

“კარპის” ყველა სხვა გუნდზე მეტი გოლი აქვს გაშვებული პირველ ტაიმებში – 22.

ატალანტას” ერთხელაც არ მოუგია ბოლო 7 თამაშში. მათ მხოლოდ ორი ქულა აიღეს 4 საშინაო შეხვედრაში.

სასუოლოს” არ მოუგია ბოლო ოთხი ტურია და ეს მათი ყველაზე ცუდი შედეგია 2015 წლის მაისის შემდეგ. ბერარდიმ კი სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა, თუმცა ეს პირველი გოლი იყო, რომელიც თამაშიდან გავიდა, ორი პენალტისა და ერთი საჯარიმო დარტყმის შემდეგ.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    O o milans qomagoben iuves famebi, zaan uyvars milan iuves ertmaneti

  2. VIKING vaxtang says:

    ფიორენტინამ დაყარა ფარხმალი) მილანს უნდა ვუქომაგო მესამე ადგილისთვის… პოგბა “კაშეია ბესმერტნი”))

  3. ანონიმური says:

    მაგარი ხარ ავტორ საინტერესოა ასეთი მიმოხილვა.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »