Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 24-ე ტური”

24-ე ტურში “იუვენტუსმა” მე-14 გამარჯვება იზეიმა, “ნაპოლიმ” ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა, “რომა” კი სხვაობას ამცირებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. 

იუვენტუსმა” გააუმჯობესა თავისი ახალი საკლუბო რეკორდი და მიჯრით მე-14 გამარჯვება მოიპოვა. ეს მეორე საუკეთესო შედეგია სერია ა-ს ისტორიაში, რეკორდსმენი კი არის “ინტერი”, რომელსაც ზედიზედ 17 მოგებული თამაში აქვს სერია ა-ში 2006/07 წლებში. “იუვემ” ასევე საკლუბო რეკორდი დაამყარა, მოიგო რა ზედიზედ 8 გასვლითი შეხვედრა სერია ა-ში.

ფროსინონე” თავის სტადიონზე ერთხელ უკვე შეხვდა ტურინულ გრანდს: 2007 წელს სერია ბ-ში, მაშინაც “იუვემ” მოიგო ის შეხვედრა ანგარიშით 2:0. ოთხი ურთიერთშეხვედრიდან “ფროსინონეს” არასოდეს მოუგია ტურინელთათვის, მხოლოდ ერთხელ მიაღწია ფრეს.

ნაპოლიმ” ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა: 8 ზედიზედ მოგებული თამაში სერია ა-ში, რითაც გააუმჯობესა 1988 წლის კლუბის რეკორდი (7 მიჯრით მოგებული თამაში). ამას გარდა, ნეაპოლელებს სან პაოლოზე ამ სეზონში ჯერ არ წაუგიათ.

გონსალო იგუაინს 24 ბურთი აქვს გატანილი 24 ჩატარებულ თამაშში. პიპიტას ბოლო 6 მატჩში სულ მცირე ერთი გოლი მაინც აქვს გატანილი. ასეთი შედეგისთვის არავის მიუღწევია სერია ა-ში ერიკ ლამელას გარდა, რომელიც “რომაში” გამოდიოდა 2012 წელს.

კარპიმ” 2016 წელი კარგად, დადებითი შედეგებით, დაიწყო, თუმცა ახლა ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

რომამ” მესამე თამაში მოიგო უკვე ზედიზედ, ასეთი შედეგი ოქტომბრის შემდეგ აღარ ჰქონია რომაულ კლუბს. კლუბში მოსვლის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პოტენციური 15 ქულიდან 10 მოაპოვებინა გუნდს.

ალესანდრო ფლორენციმ თავისი პირველი თავური გაიტანა 2013 წლის შემდეგ. ეს სეზონში მისი მე-5 გოლია.

სამპდორიამ” მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა ბოლო 6 თამაშში, ასეთი ცუდი შედეგი ამ პერიოდში არცერთ სხვა კლუბს არ ჰქონია. მას “რომასთან” არ წაუგია 2014 წლის თებერვლის შემდეგ. “სამპას” ბოლო 11 ტურში ყოველ მატჩში გაჰქონდა ერთი გოლი მაინც. თუმცა კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა 20 დეკემბრის შემდეგ, როდესაც “პალერმო” დაამარცხა 2:0.

აღსანიშნავია, რომ სპალეტი და მონტელა თანაგუნდელები იყვნენ “ემპოლიში” 1991-93 წლებში. ამის შემდეგ კი სპალეტი მისი მწვრთნელი იყო ჯერ “სამპდორიაში” 1998-99 წლებში და შემდეგ “რომაში” 2005-07 და 2008-09 წლებში. მწვრთნელების რანგში ეს მათი პირველი ურთიერთშეხვედრა იყო.

ვერონა” აშკარად უკეთეს ფორმაში იმყოფება, ვიდრე “ინტერი“, რადგან ბოლო 5 მატჩში 7 ქულის აგროვება შეძლო, “ინტერმა” კი ამ პერიოდში – მხოლოდ 6 ქულის. “ვერონა” ბოლო 5 თამაშში წაუგებელი რჩება, ასევე პირველად გაიტანა ამ სეზონში სამი გოლი.

“ინტერს” პირველ 18 ტურში სულ 11 გოლი ჰქონდა გაშვებული, სამაგიეროდ, ბოლო 6 თამაშში უკვე 9 გოლის გაშვება მოახერხა. პირველად ამ სეზონში “ინტერმა” გოლი გაიტანა თამაშის პირველ 15 წუთში. მილანურ დერბიმდე მათ არცერთი გოლი არ ჰქონდათ გაშვებული თავით დარტყმის შემდეგ, ხოლო ბოლო 6 გაშვებული გოლიდან 4 თავური იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში “ინტერს” არ მოუგია თამაში, რომელშიც პირველი გოლი გაუშვა და აგებდა.

“ვერონას” არ დაუმარცხებია “ინტერი” 1992 წლის შემდეგ, ანუ მთელი 24 წელი.

ლუკა მარონე კი პირველი ფეხბურთელი გახდა სერია ა-ს ბოლო 10 სეზონში, რომელსაც ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მილანს” არ უთამაშია ფრე “უდინეზესთან” 2011 წლის შემდეგ, როდესაც სან სიროზე 1:1 დასრულდა თამაში, ამის შემდეგ მილანელებმა 5-ჯერ მოიგეს და 4-ჯერ წააგეს ურთიერთშეხვედრები. როსონერებს წაუგებელი სერია აქვთ 5 მოგებით და სამი ფრით; ხოლო “უდინეზემ” მესამე ფრე დააფიქსირა მიყოლებით.

ჯენოამ” უგოლოდ დაასრულა უკვე მე-12 შეხვედრა, ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე გუნდმა ამ სეზონში. მას 341 საფეხბურთო წუთია, გოლი არ გაუტანია.

ლაციომ” ბოლო გამარჯვება მარასიზე 2010 წელს მოიპოვა, რის შემდეგ ოთხჯერ დამარცხდა და 2 ფრე ითამაშა. პიოლის შეგირდები დაუმარცხებლები არიან ბოლო 5 გასვლით თამაშში.

ბოლონიას” ისევ არ გაუშვია გოლი ამ სეზონში მატჩის პირველ 15 წუთში.

ამ ტურში “სასუოლოს” მე-100 თამაში შედგა სერია ა-ში; მათ აქტივში 29 გამარჯვება, 30 ფრე და 41 წაგებაა. გუნდს 5 ტურია არ მოუგია. ბოლო თამაში, რომელიც საკუთარ მოედანზე მოიგო, შედგა 8 ნოემბერს “კარპის” წინაღმდეგ.

პალერმოს” 7 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე გასულ სეზონში ამ ეტაპზე. ფრანკო ვასკესისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი ერთ მატჩში გახდა.

ვალტერ ბირსამ თავისი მე-100 თამაში და მე-8 გოლი იზეიმა სერია ა-ში. “ტორინოს” სამი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში ამ სეზონში, ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა დანარჩენ გუნდებს. კლუბს ორი ქულა აქვს ბოლო ოთხი თამაშიდან და მხოლოდ ერთი გამარჯვება ბოლო 10 თამაშიდან. ვენტურას შეგირდები 5 ქულით ჩამორჩებიან იმ მაჩვენებელს, რაც შარშან ამ ეტაპზე ჰქონდათ.

კიევოს” არ ჰქონდა მოგებული 10 იანვრის შემდეგ, როდესაც “ბოლონია” დაამარცხა. მან ზედიზედ სამი მატჩი წააგო ბოლოს. სამაგიეროდ, “მფრინავმა ვირებმა” ისტორიაში პირველი გამარჯვება აღნიშნეს “ტორინოს” წინააღმდეგ გასვლაზე.

ემპოლის” არასოდეს მოუგია “ატალანტას” წინააღმდეგ გასვლაზე სერია ა-ს ფარგლებში.

“ატალანტას” უარყოფითი სერია მოიცავს 4 ფრეს და 5 წაგებას და არ მოუგია 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც “პალერმო” დაამარცხა.

მარკო ჯამპაოლოს შეგირდებს 5 ტურია არ მოიუგიათ (4 ფრე და ერთი წაგება) 10 იანვარს “ტორინოს” დამარცხების შემდეგ.

ამ სეზონში სერია ა-ში ჯერჯერობით ოთხ გუნდს არ უთამაშია უგოლო ფრე და ესენი არიან: კიევო, სამპდორია, ბოლონია და პალერმო.


წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. loscafeteros loscafeteros says:

    რამოდენიმე თამაშის წინ ანსალდიმაც გააკეთა 3 ასისტი ერთ თამაშში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »