გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

სალამი იუვენტინოებო. მიხარია რომ ბევრი კარგი დამიგროვდა დასაწერი, როგორც წინა სტატიაში ავღნიშნე, მინდა მიმოვიხილო ნაპოლისთან დაპირისპირებამდე ჩატარებული სამი მატჩი, რომელებშიც მოსალოდნელი 9ქულა ავიღეთ. მივყვეთ თანმიმდევრობით:

კიევო – იუვენტუსი 0-4

ზედიზედ 11 გამარჯვება ჰქონდა მოპოველი იუვენტუს ვერონაში გასამართ მატჩამდე, 3 ქულის აღების შემთხვევაში კი ალეგრი გაიმეორებდა კლუბის პირად რეკორდს,(ზედიზედ 12 გამარჯვება კონტეს პერიოდში)

რა შეიძლება ითქვას თავად მატჩზე? იუვენტუსმა მეტად ადვილი და ლამაზი გამარჯვება მოიპოვა, რომ ეს ანგარიშიდან სჩანს.. რაც შეეხება სილამაზეს – ეს გატანილი გოლებიდანაა გამომდინარე.. განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია პოგბას მიერ გატანილი გოლი. ასევე ჩვენდა გასახარად, ალვარო მორატამ არა თუ მორიგი გოლი, არამედ მორიგი დუბლი შეასრულა. ზედიზედ 12 გამარჯვება და რეკორდი განმეორებულია, 2 ქულიანიანი ჩამორჩენა უცვლელია.

სერია-ას 23-ე ტური და იუვენტუსი – ჯენოა 1-0

მიჩვეული ფეერული თამაშებისა და გამარჯვებების შემდეგ, მეტად უფერული და მოსაწყენი მატჩი ვიხილეთ.. გადაღლილობა? კონცენტრაციის ნაკლებობა? კუადრადოს გოლი და მოპოვებული 3ქულა. მთავარიც ხომ ეს არის. რეკორდი მოხსნილია, ზედიზედ 13 გამარჯვება. და ისევ, 2 ქულიანი ჩამორჩენა… ალეგრის სიტყვები: ,,სანახაობის ნახვა თუ გინდათ, შეგიძლიათ ცირკში წახვიდეთ”.

სერია-ა 24-ე ტური # ფროსინონე 0-2 იუვენტუსი

რთულია კონცენტრაციის მოხდენა მატჩზე რომელსაც ნაპოლისთან დაპირისპირებას მოსდევს, ასევე გუნდი ტრამვიანობიდან გამომდინარე პროპლემების წინაშე იდგა. ალეგრი ასევე აპირებდა ბონუჩი ყვითელი ბარათების ლიმიტიდან გამომდინარე სათადარიგო სკამზე დაესვა, თუმცა მწვრთნელმა გარისკა და ბონუჩიმაც ისე ითამაშა როგორც მაღალი დონის მცველს ეკადრება და მატჩიც უყვითლოდ ჩაატარა.. ვაგრძელებ ტრამვების თემას, რამეთუ კიელინი გახდა შესაცვლელი მატჩის მიწურულისაკენ, რომელიც გამოტოვებს ნაპოლისთან დაპირისპირებას, და არის საშიშროება იმისა, რომ ბაიერნთან ვერ მოასწროს მწყობრში ჩადგომა, მაგრამ არის კარგი სიახლეებიც, პერეირა გამოჩნდა მოედანზე დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ და ასევე ასამოას ჯამრთელობის მდგომარეობა იძლევა იმედს, რომ მალე შეძლებს მოედანზე გასვლას.

რაც შეეხება თავად მატჩს, იუვენტუსი უტევდა, ფროსინონე კი კარგი ორგანიზებული დაცვითა და პრესინგით იცავდა თავს, ასევე აღსანიშნავია ნიკოლა ლეალის 2 საოცარი სეივი, დიბალას მიერ დარტყმული, რომელიც ძელმა იხსნა და ბოლოს, სანდროს პასი და კუადრადო მატჩის 73-ე წუთზე ხსნის ანგარიშს. 1-0 არაკომფორტული ანგარიშია, წინა წრეში გვახსოვს მატჩის ბოლო წუთებზე განვითარებული მოვლენები, მაგრამ ამჯერად პირიქით მოხდა, არა თუ გავუშვით, არამედ მორატას პასით დიბალამ 2 მატჩიანი მშრალი სერია შეწვიტა, იუვენტუსმა კი ზედიზედ მე-14 გამაჯვება იზეიმა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო 5 მატჩია ბუფონი გოლს არ უშვებს და იმედი მაქვს რომ ეს სერია ნაპოლისთან მატჩშის შემდეგაც გაგრძელდება.

შეამჩნევდით, რომ ბევრჯერ ვახსენებ 13 თებერვლის დაპირისპირებას, რატომ? რადგან მინდა სკუდეტოს მოპოვება, არ მინდა გახარებული ნეაპოლიტანელების სახეები ვნახო, ინსინიეს დამცინავი სიტყვები ვისმინო, იგუაინი ღმერთი გახადონ. მინდა იტალიაში კიდევ დიდხანს გაგრძელდეს იუვენტუსის ლიდერობა, ბობოქრობა…

ვითვლი ქულებს, ვუყურებ კალენდარს, როგორც იუვეს თამაშებისას, ასევე ნაპოლის… ამიტომაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვისაც იმის ნახვა თუ რა 14 ფინალზეა საუბარი…

იუვენტუსი

25 – ტური (13.02.16) იუვენტუსი – ნაპოლი
26 – ტური (21.02.16) ბოლონია – იუვენტუსი
27 – ტური (28.02.16) იუვენტუსი – ინტერი
28 – ტური (06.03.16) ატალანტა – იუვენტუსი
29 – ტური (13.03.16) იუვენტუსი – სასუოლო
30 – ტური (20.03.16) ტორინო – იუვენტუსი
31 – ტური (03.04.16) იუვენტუსი – ემპოლი
32 – ტური (10.04.16) მილანი – იუვენტუსი
33 – ტური (17.04.16) იუვენტუსი – პალერმო
34 – ტური (20.04.16) იუვენტუსი – ლაციო
35 – ტური (24.06.16) ფიორენტინა – იუვენტუსი
36 – ტური (01.05.16) იუვენტუსი – კარპი
37 – ტური (08.05.16) ვერონა – იუვენტუსი
38 – ტური (15.05.16) იუვენტუსი – სამპდორია

კალენდარიდან გამომდინარე 33 ქულას ველოდები… # 10 გამარჯვება # 1 გაუთვალისწინებელი/მოულოდნელი მარცხი, # 1 გაუთვალისწინებელი/მოულოდნელი ფრე, # 2 მოსალოდნელი ფრე გასვლებზე მილანსა და ფიორენტინაში და იმედს ვიტოვებ, რომ ჯამში 87 ქულა საკმარისი იქნება. ჩემპიონობისათვის… ალეგრიმ კი პირველი წრის დასრულებისას თქვა რომ 82-83 ქულა ეყოფოდა მის გუნდს ჩემპიონობისათვის…

ნაპოლი

25. იუვენტუსი – ნაპოლი 26. ნაპოლი – მილანი 27. ფიორენტინა – ნაპოლი 28. ნაპოლი – კიევო 29. პალერმო – ნაპოლი 30. ნაპოლი – ჯენოა 31. უდინეზე – ნაპოლი 32. ნაპოლი – ვერონა 33. ინტერი – ნაპოლი 34. ნაპოლი – ბოლონია 35. რომა – ნაპოლი 36. ნაპოლი – ატალანტა 37. ტორინო – ნაპოლი 38. ნაპოლი – ფროსინონე

კალენდარიდან გამომდინარე, ცოტა იმედიანად ვარ, რადგან ძალიან რთულად აქვთ ნეაპოლიტანელებს საქმე მე-2 წრეში… თავად განსაჯეთ: იუვენტუსი-ფიორენტინა-ინტერი-რომა გასვლითი მატჩები, არც ტურინში და პალერმოში იქნება ადვილი გასეირნება, ასევე დიდი იმედი მაქვს მილანის..

ასე და მაგვარად, მოვედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. მოვიგოთ, გადავიდეთ პირველ ადგილზე და აღარ დავთმოთ იგი. წარმატებები იუვენტუსს. იმედს ვიტოვებ იმისას, რომ ორშაბათს ნაპოლისთან მატჩზე ბევრი კარგი სასიხარულო და პოზიტიური მექნება დასაწერი.

კეთილი სურვილებით ,,QASRA

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. gogajuve says:

    martla magari statia gaixare jigaro.
    Axla kielini unda dayenos peze
    napoltan ara magram baierntan dagvjirdeba dz levandovskis ro ejidavos
    aseve dz kaia pereira chadgeba manamde pormashi

  2. gogajuve says:

    napols jojoxeti kalendari aqvs
    axla zedized 3tamashi
    4qula tu aigo magaria
    da mere gasvlebi
    intershi da romashi
    da amas davamatot gautvaliswinebeli sadme wageba an pre da damtavrebulia yvelapi madlobeli iyos tu 2 adgili daikavos

  3. Q A S R A says:

    გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა ყველას, რომ ასეთ დადებით და კარგ შეფასებას უკეთებთ ჩემს სტატიებს… :love: :kiss: :forza:

  4. BURATINO says:

    ბრავო კარგია! წარმატებები იუვეს. ნაპოლი უნდა დავდოთ სუფთა საფეხბურთო კუთხითაც გასახარი იქნება და ინსინიე იგუაინის კუთხითაც რაც ავტორმაც გადასარევად აღნიშნა.

  5. ანონიმური says:

    გაიხარე გიო მაგარ სტატიებს დებ. გაგვახარებს იუვე აუცილებლად.

  6. ანონიმური says:

    Gvadrado naxe ra shorti rato gaixada :lool: :lool:

  7. ანონიმური says:

    ეგ ტრამვა არისალეგრის ბრალი, არ იყო იმის აუცილებლობა რო კიელინი დაეყენებია სასტარტოში, დეზგვია თავი კიელინის ვარიანტში, უაზროდ გარისკა, ახლა ვის იმედზე ვიყოთ ნაპოლი, ბაიერნი კაროჩე რა

  8. Del_Piero Del_Piero says:

    მადლობა საინტერესო მომოხილვისთვის. ერთი სურვილი / რჩევა მექნება. იუვეს თამაშებს ყველა ყურადღებით ვუყურებთ. კარგი იქნებოდა კონკურენტების თამაშების მიმოხილვის და შეფასების გაცნობა. და ტურში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზეც წაკითხვა.

    • Dutch დათო ჯიშკარიანი says:

      ფორზა-ფაქტები ემსახურება გარკვეული კუთხით კალჩოს ტურებს )

      • Del_Piero Del_Piero says:

        დავით, გილოცავ დავითობას. კრიტიკისთვის არ მითქვამს. უბრალოდ სურვილი იყო. ფაქტების კი არა, მიმოხილვის დადება. მე მაინტერესებს ხოლმე ნაპოლიმ როგორ ითამაშა, თუ დაემტვრა ვინმე და ა.შ. ბაიერნზეც შეიძლება იგივეს გაკეთება. უბრალოდ იდეის დონეზე ვთქვი, თორე დიდი მადლობა უკვე რასაც წერთ იმისთვის.

        • დათკა says:

          მადლობა ჩუვაკ :juvee: არა კრიტიკად არც მიმიღია )

          გასაგებია და აწი შევეცდები მსგავსი მიმომიხლვის გაკეთებას :up: :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »