Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 25-ე ტური”

25-ე ტურის შემდეგ სერია ა-ს ახალი ლიდერი ჰყავს: პირველად ამ სეზონში “იუვენტუსი” ცხრილს ლიდერობს, თან ერთპიროვნულად. 

ამ სეზონში უკვე მეხუთე კლუბი მოექცა ცხრილის სათავეში; ამ რაოდენობის ლიდერები ჩემპიონატის მიმდინარეობისას არცერთ სხვა სეზონში არ ჰყოლია სერია ა-ს.

იუვენტუსმა” კიდევ უფრო გააუმჯობესა მიჯრით მოგებული თამაშების რეკორდი: მან ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო და ორი გამარჯვება აშორებს “ინტერის” ისტორიულ რეკორდს, რომელიც ამ უკანასკნელმა 2006/07 სეზონში დაამყარა. “ნაპოლიმ” კი თავისი მიჯრით მოგებული თამაშების სერია 8 მოგებულ მატჩზე გააჩერა.

ალეგრის შეგირდებს 2016 წელს გამართულ 10 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული – ანტონიო კასანოსგან “სამპდორიას” წინააღმდეგ მატჩში.

“ნაპოლიმ” ზედიზედ მეხუთედ წააგო “იუვენტუსთან” გასვლაზე ტურინში. ბოლოს ნეაპოლელებმა აქ 2009 წელს მოიგეს ანგარიშით 3:2. მთელი ისტორიის მანძილზე ტურინში “ნაპოლის” 7-ჯერ აქვს მოგებული, 43 ფრე და 43 წაგებული, გატანილი აქვს 65 გოლი და გაშვებული 124. თუმცა იუვენტუს სტადიუმის აშენების შემდეგ “ნაპოლიმ” ყველა, ხუთივე თამაში, წააგო ტურინში ტურინულ გრანდთან, გაიტანა მხოლოდ 1 და გაუშვა 12 გოლი.

საერთო ჯამში კი, “იუვესა” და “ნაპოლის” შორის ყველა ურთიერთშეხვედრას თუ ავიღებთ, “იუვენტუსს” 64-ჯერ აქვს მოგებული, ფრე დასრულდა 46 თამაში და “ნაპოლის” მოგებით – 30 თამაში.

ეს შეხვედრა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც”ნაპოლი” ლიდერის რანგში შეხვდა “იუვეს” და “იუვე” კი მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ამ სეზონში “ნაპოლიმ” მესამე მარცხი განიცადა, პირველი ორი “სასუოლოს” და “ბოლონიას” წინააღმდეგ ჰქონდა წაგებული. ეს კი კლუბის ისტორიაში მე-700 მარცხი იყო. ამ სეზონში სარის ფეხბურთელებმა მხოლოდ 4 თამაშში ვერ მოახერხეს გოლის გატანა ჩატარებული 25 შეხვედრიდან.

გონსალო იგუანი 6 ტურში პირველად ვერ მოხვდა გოლის ავტორების სიაში, ამ პერიოდში კი არგენტინელმა 8 გოლი გაიტანა. პიპიტას ტურინში “იუვეს” წინაააღმდეგ არ გაუტანია გოლი არც “ნაპოლის” და არც “რეალის” შემადგენლობაში ყოფნისას.

პაულო დიბალას 5 თამაშში არასოდეს გაუტანია გოლი “ნაპოლისთვის” არც “პალერმოს” და არც “იუვეს” შემადგენლობაში ყოფნისას.

“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 59 მატჩში, სერია ა-ს ფარგლებში, მხოლოდ ერთხელ წააგო, “უდინეზეს” წინააღმდეგ 2015 წლის აგვისტოში და მოიგო ამ თამაშებიდან 51.

ბებერ ქალბატონს 13 ქულა აქვს მოპოვებული მეორე ტაიმში გატანილი გოლების მიხედვით, ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბს.

ალეგრი და სარი პირველად ერთმანეთს მწვრთნელების რანგში შეხვდნენ 2003 წლის ნომებერში, სერია C2 მატჩში: სანჯოვანეზე 0 – 0 ალიანეზე. ალეგრის 4-ჯერ მოუგია, 2 ფრე უთამაშიათ და ერთი წაგება აქვს – სან პაოლოზე ამ სეზონში.

ინტერმა” ბოლო 7 ტურში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა პირველიდან, ამ პერიოდში 1 მოგების, 3 ფრისა და 2 წაგების გამო. ამ პერიოდში მან ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, “კიევოს” წინააღმდეგ და გაუშვა 11 გოლი.

6 იანვარს “ინტერი” პირველ ადგილზე იყო სერია ა-ს ცხრილში, ხოლო 7 ტურის შემდეგ კი 12 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან “იუვენტუსს” და 11 ქულით – მეორე ადგილზე მყოფ “ნაპოლის”.

მანჩინის შეგირდებს მილანურ დერბიმდე გოლი არ ჰქონდათ გაშვებული თავით დარტყმის შედეგად, მაგრამ ამის შემდეგ გაშვებული 8 გოლიდან 5 თავური იყო.

“ინტერს” ამ სეზონში 8 წითელი ბარათი აქვს და ჩამორჩება მხოლოდ “ატალანტას”.

ფიორენტინას” დადებითი შედეგი აქვს “ინტერის” წინააღმდეგ გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში – იებს ოთხივე ეს შეხვედრა მოგებული აქვთ. ტოსკანელებს მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაუტანიათ “ინტერის” წინააღმდეგ ბოლო 8 შეხვედრაში. სოუზას გუნდმა გაახანგრძლივა წაუგებელი სერია: მათ აქტივში 3 საშინაო მოგება და ორი გასვლითი ფრეა.

რომამ” ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, ასეთი რამ არ მომხდარა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ. 25 ტურის შემდეგ 13 მოგებული თამაშით რომაელებს იგივე ქულა აქვთ ამ ეტაპზე, რაც გასულ სეზონში ჰქონდათ. ლუჩიანო სპალეტის მოსვლის შემდეგ გუნდმა ოთხი მატჩი მოიგო, ორი ფრე ითამაშა და ერთი წააგო.

ედინ ძეკომ დაასრულა თავისი უგოლო პერიოდი, რომელიც 709 საფეხბურთო წუთი გრძელდებოდა. მას გოლი არ ჰქონდა გატანილი ნოემბრის შემდეგ, სულ 10 თამაშის განმავლობაში.

ამ სეზონში მეორედ, “კარპიმ” მიჯრით მესამე თამაში წააგო.

მილანმა” განავრცო თავისის დადებითი სერია, მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრეა. მხოლოდ სერია ა-ში ეს დადებითი პერიოდი 7 მატჩს მოიცავს და ასეთი შედეგი კლუბს არ ჰქონია 2013 წლის აპრილის შემდეგ. 25 ტურის შემდეგ 43 ქულით, მილანელები 9 ქულით უსწრებენ თავის გასული სეზონის შედეგს.

კარლკოს ბაკას ამ სეზონში სერია ა-ში 12 თამაშში აქვს გოლი გატანილი, თუმცა უკვე მეათედ მას კარში პირველივე დარტყმიდან გააქვს გოლი.

ჯენოას” არ მოუგია 5 ტურის განმავლობაში. ბოლოს, როდესაც მათ კარის მშრალად შენახვა მოახერხეს სან სიროზე, იყო 1981 წელს (0:0). აღსანიშნავია, რომ “ჯენოამ” წააგო ყველა თამაში (8), რომელიც ლეონარდო პავოლეტის გარეშე ჩაატარა.

ლაციოს” ამ ტურამდე არ ჰქონდა გოლი გატანილი 314 საფეხბურთო წუთის განმავლობაში, 25-ე ტურში კი ერთიანად 5 გოლი გაიტანა. ბოლო მატჩი, როდესაც 5 და მეტი გაიტანეს, იყო “ბოლონიას” წინააღმდეგ 2013 წელს და დამთავრდა ანგარიშით 6:0. პიოლის გუნდს 25 გოლი აქვს გატანილი თტამაშის ბოლო ნახევარ საათში, ყველაზე მეტი სერია ა-ში.

ალესანდრო მატრის უყვარს “ვერონას” წინააღმდეგ ასპარეზობა – მათ წინააღმდეგ 4 გოლი აქვს გატანილი 3 მატჩში. მარკეტიმ კი თავისი მე-200 მატჩი აღნიშნა სერია ა-ში.

ვერონამ” დაასრულა ხუთტურიანი წაუგებელი სვლა, ოთხი ფრისა და ერთი მოგების შემდეგ. ასეთი ანგარიშით გუნდს არ წაუგია 2014 წლის შემდეგ, როდესაც “ნაპოლის” წინააღმდეგ დამარცხდა 2:6. “ვერონას” არ მოუგია “ლაციოს” წინააღმდეგ რომში 32 წელია.

ლუკა ტონის 49 გოლი აქვს გატანილი “ვერონას” მაისურით სერია ა-ში და მე-6 ადგილზეა კლუბის ისტორიაში. “ლაციოს” წინააღმდეგ მას 10 გოლი აქვს სულ გატანილი და ეს მისი საყვარელი სამიზნეა “პარმას” შემდეგ (12 გოლი).

ემპოლიმ” გააგრძელა უარყოფითი სერია 4 ფრით და 2 წაგებით. ეს მათი ყველაზე უარესი პერიოდია ჩემპიონატში 2015 წლის იანვრის შემდეგ. ტოსკანელებს ამ წელს ჯერ არ მოუგიათ თამაში კასტელანიზე, მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს საშინაო მატჩებიდან.

ფროსინონემ” პირველად მოიგო გასვლითი თამაში სერი9ა ა-ში, აქამდე 11 ცდიდან მხლოდ 2 ქულა ჰქონდა. “ემპოლის” წინაააღმდეგ სერია ბ-შიც კი მას არ მოუგია.

კიევო” ისე მოგების გარეშე რჩება საკუთარ მოედანზე ამ წელს. “სასუოლოს” ფეხბურთელმა ნიკოლა სანსონემ “კიევოს” გოლის შემდეგ 80 წამში გაიტანა გოლი, რაც ანგარიშის ყველაზე სწრაფი გათანაბრებაა სერია ა-ში. ნეროვერდიმ მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა 7 ტურში, თუმცა მაინც 6 ქულით მეტი აქვთ დაგროვილი გასული სეზონის ამ ეტაპთან შედარებით.

პალერმოს” არ მოუგია ბოლო 4 თამაშიდან არცერთი და გასულ სეზონთან შედარებით -8 ქულა აქვთ. 42 გაშვებული გოლი 25 ტურის განმავლობაში – კლუბის ყველაზე ცუდი დაცვითი რეკორდია 1963 წლის შემდეგ.

ტორინომ” გადალახა უარყოფითი პერიოდი და 2 წაგებისა და 3 ფრის შემედეგ გამარჯვება მოიპოვა. გრანატას არასოდეს მოუგია სიცილიაში 1962 წლის შემდეგ.

“ტორინომ” ამ სეზონში 5 პენალტის რეალიზება მოახდინა, რითაც მეორე ადგილზეა “ფიორენტინას” (7) შემდეგ.

ალბერტო ჯილარდინომ 7 გოლი გაიტანა ამ სეზონში და აქედან 6 – ბარბერაზე.

“პალერმოს” 18 წლის მეკარეს ფაბრიციო ალასტრას თავისი დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში; ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა ევროპის ტუპ 5 ჩემპინატში, “ტულუზის” ალბან ლაფონტისა და “მილანის” დონარუმას შემდეგ.

საინტერესოა, რომ პალერმოელ ჯანკარლო გონსალესს ავტოგოლი გაუტანია ამ სეზონის ორივე თამაშში “ტორინოს” სასარგებლოდ, შინ და გასვლაზეც; ასეთი შემთხვევა ერთხელ მომხდარა სერია ა-ში 1995-96 წლებში და იგივე გაუკეთებია “კრემონეზეს” ფეხბურთელს სტეფანო დე აგოსტინის “მილანის” წინააღმდეგ.

უდინეზეს” უარყოფითი პერიოდი გრძელდება, გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო სამ თამაშში. მას 314 საფეხბურთო წუთის განმავლობაში გოლიც არ გაუტანია დაჩია არენაზე და ყველაზე ცუდი საშინაო რეკორდი ეკუთვნის 8 გოლით 12 საშინაო თამაშში ამ სეზონში.

ბოლონიამ” კი დონადონის გუნდში მოსვლის შემდეგ 8 მატჩი მოიგო 15-დან; ჩემპიონატი რომ იმ ეტაპზე დაწყებულიყო, როდესაც დელიო როსი დაითხოვეს და დონადონი მოვიდა, ის ახლა მე-4 ადგილზე იქნებოდა ჩემპიონატში.

როსობლუს “უდინეზეს” წინააღმდეგ 11 წელია არ მოუგია; “ბოლონიას” 6 გასვლითი მატჩი აქვს მოგებული ამ სეზონში, ასეთი მაჩვენებლი არ ჰქონია 1965-66 წლების შემდეგ.

სამპდორიას” მხოლოდ 2 ქულა აქვს არებული ბოლო 7 თამაშში და 9 ქულა ბოლო 13 თამაშში, მონტელას მწვრთნელად მოსვლის შემდეგ. 25 ქულა 25 ტურის შემდეგ – ასეთი დაბალი შედეგი გუნდს არ ჰქონია 1999 წლის შემდეგ, როდესაც ის დაქვეითდა სერია ბ-ში.

ატალანტას” ბოლო 10 თამაშია არ მოუგია და აქედან ნახევარი წაგებული აქვს. მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგისა, კლუბს მაინც 6 ქულით მეტი აქვს, ვიდრე გასულ სეზონში ჰქონდა ამ ეტაპზე.

 

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. Nicklas says:

    მადლობა ეკა. :juvee:

  2. ანონიმური says:

    მადლობა ავტორ.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »