Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 26-ე ტური”

26-ე ტურის შემდეგ “იუვენტუსმაც” და “ნაპოლიმაც” დაასრულეს სარეკორდო სვლა და ფრეები დააფიქსირეს, შედეგად სერია ა-ში ლიდერი ამჯერად არ შეცვლილა. 

იუვენტუსის” ზედიზედ მოგებული თამაშების სერია 15 მატჩით შემოიფარგლა და ამ მაჩვენებლით “ინტერის” რეკორდს არაფერი ემუქრება ამ სეზონში მაინც. ეს იყო “იუვენტუსის” მეოთხე ფრე, კიევოს, ფიორენტინასა და ინტერის შემდეგ. ბიანკონერებმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა და ეს მოხდა პირველად 28 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სასუოლოსთან წააგეს 0:1. ბოლო დროს, როდესაც ერთი დარტყმაც კი არ განუხორციელებიათ კარში, იყო თამაში “მილანის” წინააღმდეგ 2011 წელს.

ბოლონიამ” პირველად მოახერხა კარის მშრალად შენარჩუნება სერია ა-ს შვიდი მატჩის შემდეგ.

ჯიჯი ბუფონმა უკვე მერვე თამაშში მოახერხა კარის მშრალად შენარჩუნება და ამ მონაცემით უსწრებს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველა მეკარეს, გაუშვა რა მხოლოდ 1 ბურთი 11 ოფიციალურ მატჩში 2016 წელს.

პირველად 4 წლის განმავლობაში “იუვენტუსმა” ვერ მოახერხა კარში ერთი დარტყმაც კი!

“იუვე” ბოლოს სტადიო დალ არაზე დამარცხდა 1998 წელს, ამის შემდეგ დააფიქსირა 5 ფრე და 10 გამარჯვება.

რობერტო დონადონიმ თავისი მე-300 მატჩი აღნიშნა მწვრთნელის რანგში (238 სერია ა-ში, 41 სერია ბ-ში და 21 Lega Pro-ში); აქედან მის აქტივში 101 მოგება, 87 ფრე და 112 წაგებაა. მისი “ბოლონიაში” მოსვლის შემდეგ გუნდმა 28 ქულა დააგროვა 16 ტურში და ასპარეზობა რომ იმ ეტაპიდან დაწყებულიყო, ახლა “ბოლონია” მე-4 ადგილზე იქნებოდ “იუვენტუსის”, “ნაპოლისა” და ‘ფიორენტინას” შემდეგ.

ნაპოლიმ” მესამე მოუგებელი თამაში ჩაატარა ზედიზედ, პირველად სექტემბრის შემდეგ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა და ერთი ქულის აღება მოახერხა. როსონერი ლორენცო ინსინიეს საყვარელი სამიზნეა, რომელსაც მათთვის 4 გოლი აქვს გატანილი.

“ნაპოლისა” და “მილანს” ფრე არ უთამაშიათ 2013 წლის აპრილის შემდეგ, რის შემდეგაც ურთიერთშეხვედრები სამხრეთელებმა ოთხჯერ მოიგეს და ერთხელ წააგეს.

ფიორენტინას” ბოლო 9 შეხვედრა აქვს მოგებული “ატალანტას” წინააღმდეგ, ამაზე უარესი ბალანსი ბერგამოელებს მხოლოდ “იუვენტუსთან” აქვთ (11 წაგებული მატჩი).

ვიოლამ 52 ქულა მოაგროვა 26 ტურის შემდეგ და ეს მათი საუკეთესო მიღწევაა 1962 წლის შემდეგ.

“ატალანტამ” კი გაამყარა ყველაზე უდისციპლინო გუნდის სტატუსი, მის ანგარიშზე 12 წითელი ბარათია. გუნდს არ მოუგია 6 დეკემბრის შემდეგ.

მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ “რომას” დედაქალაქში გოლი არ გაუტანია “პალერმოსთვის“, 1936 წელს. მათ შორის ფრე 0-0 კი ნეიტრალურ მინდორზე დაფიქსირდა ბარიში 1972-73 წლებში.

“რომას” შემადგენლობაში გოლები 18 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი და ეს მეტია, ვიდრე ყველა სხვა კლუბს გაუტანია.

დანილო დ’ამბროზიო არის პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც “ინტერის” მაისურით გაიტანა გოლი 2014 წლის დეკემბერში რანოკიას გატანილი გოლის შემდეგ.

სამპდორიამ” რიგით მე-2000 თამაში ჩაატარა სერია ა-ში. მას სან სიროზე არასოდეს დაუმარცხებია “ინტერი” 1996 წლის შემდეგ. სამპას 2 ქულა აქვს ბოლო 8 მატჩში და ბოლო ოთხი მატჩი ზედიზედ წააგო, რაც უკანასკნელ 4 წელიწადში პირველად ხდება.

ვერონამ” მეორე გამარჯვება აღნიშნა ამ სეზონნში. პირველად ამ სეზონში ის წაუგებელია 4 მატჩის განმავლობაში, რომლებიც საკუტარ არენაზე ჩაატარა, თუმცა მას აქ ბოლო 20 თამაშიდან ყველაში აქვს გაშვებული გოლი, რაც კლუბის ახალი რეკორდია. დელ ნერის ხელმძღვანელობით მას 12 ქულა აქვს 12 ტურში, 6 ქულით მეტი, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 14 ტურში ჰქონდა აღებული.

დერბი დელა სკალა სერია ა-ში სულ 8-ჯერ არის ცატარებული, აქედან “ვერონამ” მოიგო 3-ჯერ, “კიევომ” – 3-ჯერ და 3 ფრედ დასრულდა.

ჯენოას” არ განუცდია მარცხი “უდინეზეს” წინააღმდეგ ბოლო 5 შეხვედრაში.

“უდინეზემ” პირველი პენალტი მიიღო სეზონში, თუმცა ვერ რეალიზდა; დი ნატალემ ბოლო სამი გააფუჭა ბოლო ოთხი პენალტიდან. ამჯამად “პალერმო” არის ერთადერთი გუნდი, რომლის საასრგებლოდაც ჯერ პენალტი არ დანიშნულა ამ სეზონში სერია ა-ში.

ლაციომ” კი უკვე ზედიზედ მეხუთე გასვლითი თამაში დაასრულა ფრედ, ყველა ტურნირის ფარგლებში.

სასუოლომ” როგორც იქნა გამარჯვებას მიაღწია და ეს მათი მეორე მოგება იყო ბოლო 13 მატჩში. “ემპოლის” ნეგატიური სერია გრძელდება, ოთხი ქულით შვიდ მატჩში.

ტორინოს” ჯერ არ დაუმარცხებია “კარპი“, გრანატამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება ბოლო 7 თამაშში, ფრედ დაასრულა 3 და წააგო 3 მატჩი.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ნაპოლიმ შემდეგ ტურში წესით ვერ უნდა მოიგოს ფლორენციაში

  2. ანონიმური says:

    ავტორ კარგი ხარ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »