როგორ წააგებს ფრანგებმა ომი ჰოლანდიელთან

ცხადი იყო, რომ ბაიერნთან შეხვედრაში ფლანგებს  გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ისიც ნათელი იყო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არიენ რობენის მარჯვენა ფლანგი მოითხოვდა. გუარდიოლამ რობენის ფლანგი განსაკუთრებით სახიფათო გახადა: მიულერთან და ლევანდოვსკისთან ერთად, ჰოლანდიელს მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი უწევდა დახმარებას. გერმანელი, როგორც ყოველთვის, ძალიან ჭვიანურად ერთვებოდა შეტევებში და იუვეს დაცვის ხაზში არეულობა შეჰქონდა.

ბაიერნის შეტევაში ლამმა საოცარი სამუშაო გასწია. მარჯვენა მცველი ხშირად თამაშობდა თავდასხმის ხაზის უკან რიცხობრივი უპირატესობის შექმნის მიზნით. სურათზე ის ეპიზოდია, როცა მიულერმა აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა. ვნახოთ როგორ მოხდა ყველაფერი: ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ მიუნხენელთა განაპირა შემტევები, რობენი და დუგლას კოსტა აუტის ხაზთან ახლო დისტანციაზე რჩებიან (განსაკუთრებით რობენი, რომელსაც აშკარად ჰქონდა მკაცრი მითითება, იშვიათად გადაწეულიყო ცენტრისკენ) მაშინაც კი, როცა გუნდი შეტევისას ფლანგებს ცვლის. ეს გუარდიოლას გუნდებისთვის დამახასიათებელია.  ამით ბაიერნი ცდილობდა იუვეს დაცვის ხაზი “გაეწელა” და მიულერი-ალკანტარა-ლევანდოვსკისთვის მცველებს შორის წარმოქმნილი ორმოების გამოყენების საშუალება მიეცა.  

 

ამ ეპიზოდშიც რობენი ჩვეულად განაპირად იკავებს პოზიციას, ევრაც იძულებულია მასთან ახლო დისტანციაზე იყოს. ევრა და პოგბა ერთად იცავდნენ ფლანგს რობენისგან, ფრანგები ერთმანეთს აზღვევდნენ, როცა ევრა დაცვაში იყო საჭირო ჰოლანდიელს პოგბა ფარავდა. სწორედ ლამი ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, იჭრება იუვეს საჯარიმოს მისადგომებთან, ბარძალი იძულებულია ზემოთ აიწიოს, მასსა და ბონუჩის შორის ორმოში კი ლევანდოვსკი და მიულერი იჭრებიან. პოგბა აქ ვერც ლამს ფარავს და რობენსაც კარგავს. მას რომ დროულად აეწია რობენისკენ, ევრა ბარძალის დაზღვევას შეძლებდა და ხიფათიც არიდებული იქნებოდა.

ლამი აწოდებს საჯარიმოში და მიულერს გოლამდე ცოტა აკლდება. აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას ალეგრის გუნდმა ეს პრობლემა გადაჭრა ერთიმხრივ, მანძუკიჩის აქტიური დაბრუნებით დაცვაში (და ლამის აყვანით), მეორე მხრივ, პოგბას უფრო ფრთხილი თამაშით. მოკლედ ლამს ნელ-ნელა მეტი ყურადღება დაეთმო და მსგავსი შეტევებითაც ხიფათი ნაკლებად იქმნებოდა.

პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ბაიერნი ფლობდა, ორივე გოლი მაშინ გავუშვით, როცა შეტევაში გადავედით. გოლის ეპიზოდშიც ხიფათი რობენის ფლანგიდან შეიქმნა. ხედირამ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ პასის მოლოდინში პოგბამ დაკარგა თავისი პოზიცია (როგორც ვთქვით, რობენზე პასუხისმგებლობა ევრასთან ერთად, მასაც ჰქონდა). ამით ჭკვიანურად სარგებლობს ლევანდოვსკი, გადაიწევს მარჯვენა ფლანგზე და იძულებულს ხდის ევრას ის აიყვანოს, პოგბასგან თავისუფალი რობენი ადვილად იღებს ბურთს, იწევს საჯარიმოსკენ და აწვდის ბურთს, რომელსაც გოლი მოჰყვება. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიუხედავად იუვეს პოტენციურად სახიფათო შეტევისა, რობენი თავის პოზიციას არ ტოვებს და რჩება იქ, სადაც ბაიერნის შეტევისას იყო, სანამ ერთი მცველი მაინცაა მის წინ. ესეც გუარდიოლას გუნდების ნიშანია: ესპანელი რობენს სთხოვს პატივი სცეს თავის პოზიციას და დაელოდოს შანსს, რომელიც ამ შემთხვევაში მართლაც მოვიდა.


ოპტიმიზმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ალეგრის გუნდმა ეს პრობლემები შეხვედრის მიმდინარეობისას მეტნანკლებად გადაჭრა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იუვეს დამრიგებელი თავის ფეხბურთელებთან ერთად ყველა ამ ეპიზოდს დეტალურად გაივლის და დამნაშავეებისგანაც მათ წილ პასუხს მოითხოვს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ცალი მხრიდან დანახული და დაწერილი განხილვაა ფრანგების და განსაკუთრებით პოგბას საკრიტიკოდ. კი ბატონო რობენი გაიჭრა და ჩააწოდა ფლანგიდან, მაგრამ სად იყო ლიხშტა, როცა დუგლასმა ბურთრი ტ.რ.აკიდან მოაბრუნა? სად იყო ბონუ ევრა ბარძალი ან ნახევარდაცვა, როცა რობენმა თავისი გოლი გაიტანა? პოგბა არაა ფლანგის კაცი, მოუწია თამაში.
    სწორედ ამას ვამბობდი, 3-5-2 ესეთ დროს 5-3-2 ხდება და უკეთესად კეტავს რობენის ნაირ ფლანგისტს, მითუმეტეს როცა სამი საყრდენი ცენტრი და ნახევარდაცვაა.

  2. ანონიმური says:

    გაიხარე ავტორ მადლობა ასეთი გარჩევები აუცილებელა

  3. ანონიმური says:

    ამიტომაც არის 3-5-2 იდეალური ტიკიტაკა გუნდებთან ერთი რომ ნახევარდაცვის ზონაში როცხობრივი უპირატესობაა და შესაბამისად ესე ადვილად ვერ გაგიგორებენ და მეორე 3 ცენტრი როცა შეთამაშებულია უფრო ადვილად აზღვევს ფლანგებს……..და ყოველთვის რჩება შესაძლებლობა ართმევის შემდეგ თავისუფალ პარტნიორზე გაკეთდეს გადაცემა……თავდამსხმელებისთვისაც ნაკლებად რცება აუცილებლობა ორივეს უკან დახევისა და შესაბამისად ბონუჩის გრძელი პასებიც მუშაობს ხოლმე

    • Nachke Nachke says:

      სადაოა ძაან. აი თუ ხედავ პირველი სურათის მეორეში არი ის სიტუაცია ზუსტად რაც შეილება 3-5-2 ში ხშირად გვქონდეს. ევრამ ვერ მოასწრო დაბრუნება და ბარძალის მოუწია გადაწევა. თითქოს 4-4-2 -ით ვითამაშეთ მარა როცა ვუტევდით 3 ცენტრალურ მცველს ვტოვებდით მაინც და ევრა იწევდა წინ. ანუ შეტევით ფაზაში ფაქტიურად 3-5-2 გვქონდა (ამბობდა კიდევაც ალეგრი ლიხტას ცენტრალურად შეუძლია თამაშიო).
      წესით 3 ცენტრალური მცველი არ უნდა დაშორდეს ერთმანეთს, მარა გვაიძულეს მაგ ეპიზოდში და ეგრე არ მოხდეს ხშირად

  4. ანონიმური says:

    ძალიან კარგი გარჩევაა, საერთოდ სასიამოვნოდ გვაკვიფვებთ ეგრე გააგრძელეთ და ამავდროულად ჩვენი იმედი გწონდეთ !!!

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »