Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 27-ე ტური”

“იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” სხვაობა +3-მდე გაზარდა, ჯიჯი ბუფონმა თავისი პერსონალური რეკორდი დაამყარა, “ტორინოს” 31 წლიანი ტაბუ “მილანის” წინააღმდეგ გრძელდება. 

ჯიჯი ბუფონმა ახალი პირადი რეკორდი დაამყარა – 746 წუთის განმავლობაში სერია ა-ს თამაშებში გოლი არ გაუშვია. იტალიაში ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის “მილანის” მეკარეს სებასტიანო როსის, რომელმაც 929 წუთის მანძილზე შეინახა კარი მშრალად 1993-94 წლების ჩემპიონატში.

იუვენტუსი” რომ ბოლოს “ინტერს” შეხვდა, სეზონის პირველ ნახევარში, ის 8 ქულით ჩამორჩებოდა ნერაძურის, ხოლო ამ მატჩის წინ კი 13 ქულით წინ იყო უკვე, რაც 19 ტურში 21 ქულიან გარღვევას ნიშნავს. “ინტერმა” ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა.

2016 წელს “იუვემ” მოიგო 9 მატჩი და ერთი დაასრულა ფრედ, ამასთან, მხხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული – ანტონიო კასანოსგან.

“ინტერს” არ მოუგია ბებერი ქალბატონისთვის 2012 წლის ნოემბრის შემდეგ, ამის შემდგომ მან 5-ჯერ წააგო და 3-ჯერ ფრედ ითამაშა ტურინულ გრანდთან.

ალვარო მორატამ თავისი პირველი პენალტი გაიტანა სერია ა-ში. ბონუჩის მიერ გატანილი ბოლო 7 გოლიდან ყველა იუვენტუს სტადიუმზე არის გატანილი. აღსანიშნავია, რომ ცხრავე თამაში, როფესაც ბონუჩიმ გაიტანა, “იუვეს” გამარჯვებით დასრულდა.

ბოლო მატჩი, როდესაც “იუვენტუსმა” გოლი ვერ გაუტანა “ინტერს” ტურინში, იყო იტალიის სუპერ თასი 2005 წლის აგვისტოში.

ფიორენტინას” მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული “ნაპოლის” წინააღმდეგ სერია ა-ს ბოლო 12 მატჩში. “ნაპოლი” დაუმარცხებელია სტადიო ფრანკიზე 2009 წლის შემდეგ.

ფიორენტინა – ნაპოლის მატჩში 1 210 პასი დაფიქსირდა, რაც ყველაზე მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე თამაშში ამ სეზონის სერია ა-ში.

გონსალო იგუაინს 7 თებერვლის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი, რაც 4 უგოლო თამაშს შეადგენს. ამჟამად პიპიტას აქტივში 27 გოლია 34 ოფიციალურ თამაშში. “ნაპოლი” კი ბოლო 5 შეხვედრაში გამარჯვების გარეშეა.

იგუაინმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა მარკოს ალონსოს გოლიდან 67 წამში, რაც ანგარიშის უსწრაფესი გათანაბრებაა ამ სეზონში.

რომამ” ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო, თან თითოეულ შეხვედრაში სულ მცირე 2 ბურთი აქვს გატანილი, სულ 18 გოლი. ასეთი სერია მას არ ჰქონია 2014 წლის შემდეგ (მიჯრით 9 მოგება). რომაელებმა ამ სეზონში 10 გოლი გაიტანეს მატჩების პირველ 15 წუთში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სერია ა-ში.

ემპოლის” ნეგატიური სერია უკვე 8 მატჩამდე გაგრძელდა, აქედან 4 თამაში წაგებით დააასრულეს. გუნდმა ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა წააგო. “ემპოლის” “რომასთან” არ მოუგია 2007 წლის თებერვლის შემდეგ.

ელ შაარავის ანგარიშზე უკვე 4 გოლია და ერთი საგოლე გადაცემაა 5 ჩატარებულ თამაშში.

ტორინოს” არ მოუგია “მილანისთვის” 2001 წლის შემდეგ. ბოლოს ტურინელებმა სან სიროზე 1985 წელს მოუგეს მილანურ კლუბს.

როსონერის წაუგებელი სერია გრძელდება უკვე 9 მატჩის განმავლობაში. ასეთი კარგი მაჩვენებელი მათ 2013 წლის შემდეგ აღარ ჰქონიათ. “მილანს” 7 გოლი აქვს გატანილი კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, რითაც ის უსწრებს სერია ა-ს დანარჩენ კლუბებს.

ლაციოს” გოლი არ გაუტანია 5 თამაშში სერია ა-ს ბოლო 6 თამაშიდან, ამასთან 5 გოლი მხოლოდ ერთ მატჩში გაიტანეს ვერონას წინააღმდეგ.

სასუოლოს” აქამდე არ დაუმარცხებია “ლაციო”. მისი წინა ორი ვიზიტი ოლიმპიკოზე მარცხით დასრულდა.

დომენიკო ბერარდის ანგარიშზე 4 გატანილ გოლია “ლაციოს” წინააღმდეგ ბოლო 4 მატჩში.

ნეროვერდიმ პირველად მოიგო გასვლაზე 10 იანვრის შემდეგ (ინტერის წინააღმდეგ 1:0 გამარჯვება) და ბოლო 14 ტურში პირველად შეინარჩუნეს კარი მშრალად.

პალერმოს” ნულოვანი ფრე არ ჰქონდა ნათამაშევი უკვე 30 მატჩის განმავლობაში. მათ დაასრულეს ორი მიჯრით წაგების სერია და მოახერხეს კარის მშრალად შენახვა 18 გაშვებული გოლის შემდეგ 7 მატჩში.

ბოლონიას” უარყოფითი შედეგი აქვს “პალერმოსთან”, მათ სიცილიაში ბოლოს 1934 მოიგეს, რის შემდეგაც აქვთ 9 ფრე და 14 წაგება. ეს იყო დონადონის გუნდის მეორე ნულოვანი ფრე ჩემპიონატში.

ატალანტას” ნეგატიური სერია უკვე 12 მატჩია გრძელდება. 2016 წელს ორობიოჩიმ სულ 6 გოლის გატანა მოახერხა.

კიევომ” პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა 13 დეკემბრის შემდეგ. გუნდს 34 ქულა აქვს 27 თამაშში და ეს მათი საუკეთესო ასპარეზობაა 4 წლის განმავლობაში.

ჯენოამ” ბოლო 7 ტურში სამი თამაში წააგო და მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება.

სამპდორიამ” როგორც იქნა მოიგო, აქამდე მას მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული 8 მატჩში. “ფროსინონეს” ყველაზე ცუდი გასვლითი მაჩვენებელი აქვს – გასვლით თამაშებში მან მხოლოდ 5 ქულის აღება მოახერხა შესაძლო 39-დან.

უდინეზემ” პირველი წარმატება იზეიმა საშინაო არენაზე 17 იანვრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც სტადიო ფრიულის დაჩია არენა გადაარქვეს. მათ მხოლოდ სამი ქულა აქვთ აღებული ბოლო 8 თამაშში.

ვერონას” მოგებული ჰქონდა წინა ორი გასვლითი მატჩი უდინეში და 2001 წლის შემდეგ აქ დაუმარცხებელი იყო. ვერონელებს გასვლით თამაშებში არ მოუგიათ 2015 წლის აპრილის შემდეგ.

კარპის” ცუდი პერიოდი გრძელდება – 4 ფრე და 3 წაგება. მათი ბოლო 5 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების მიერ არის გატანილი.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    საინტერესო სტატისტიკაა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »