ალეგრი: “სეზონის ბოლომდე დიდი დროა”

“იუვენტუსის” მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასის თამაშის წინ თვლის, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა და ყველაფერი წინაა.


“კვირას კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ სერზონის დამთავრებისგან შორს ვართ. ჩვენთვის კარგი შედეგი იყოს “ნაპოლის” ფრე “ფიორენტინასთან”, თუმცა ჯერ წინ 11 თამაშია, და ნაპოლიმ, რომელსაც ახლა 58 ქულა აქვს, პოტენციურად შეიძლება 91 დააგროვოს. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს შედეგებზე და მიზნებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

კიელინი კვირას კარგ ფომრაში იყო და ამიტომაც დაიწყო თამაში, ახლა ისრა დაგვრჩენია, სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს დაველოდოთ.

რუგანი ძალიან ახალგაზრდაა და თამაში მის განვითარებას შეუწყობს ხელს. პერეირა მზად არის ინტერთან მატჩისთვის.

ევრა არ იყო ამ კვირას პირადი მიზეზების გამო, მაგრამ ახლა უკვე ჩვენს განკარგულებაშია.

ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ჯერ მარტია და არაფერი მოგვიგია ფორმალურად.

მეკარე? ბუფონი არაჩვეულებრივია უკვე 20 წელია. თუმცა ხვალ ნეტო იდგება კარში.

დარწმუნებული ვარ, ინტერი შეგვიტევს, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. ჩემის აზრით, უბრალოდ ერთხელ უნდა მოვახერხოთ გოლის გატანა ხვალინდელ მატჩში.

ძალიან მნიშვნელოვანია ზედიზედ მეორე წელს იტალიის თასის ფინალში გასვლა.”

 

 

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. სვანი says:

    ფინალი გვინდა რომ მერე ტრიპლეტი რომ შევასრულოთ :chuvak: :chuvak:

  2. ანონიმური says:

    ნეტო კარჰი საინტერესოა რას იზამს

  3. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    ჯერჯერობით არაფერი. ველოდებით.

  4. ანონიმური says:

    კიელინიზე რა ისმის ბიჭებო?

  5. BURATINO says:

    ჯორჯოზე ისმის რამე?

დატოვეთ კომენტარი ანონიმური

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »