Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 28-ე ტური”

“იუვენტუსი” და ჯიჯი ბუფონი ისევ რეკორდის კვალდაკვალ, ბარძალის ზეიმი “ატალანტასთან” და “მილანის” წყევლა “სასუოლოს” წინააღმდეგ. 

იუვენტუსმა” გაიმეორა სერია ა-ს ყველა დროის რეკორდი, შეინახა რა მშრალად კარი ზედიზედ მე-9 მატჩში. ეს რეკორდი ეკუთვნის ისევ “იუვენტუსს 1972-73 წლებში, “ინტერს” 1972 წელს და “მილანს” 1994 წელს.

ჯიჯი ბუფონს გოლი არ გაუშვია სერია ა-ში უკვე 836 წუთის მანძილზე და მხოლოდ 93 წუთი უკლია მილანელი სებასტიანო როსის ყველა დროის რეკორდის მოხსნამდე. ამასთან, ჯიჯი ამ ეტაპზე მესამე ადგილზეა დინო ძოფისა (903 წუთი) და როსის (929 წუთი) შემდეგ. თუმცა ეს უკვე ახალი რეკორდია მას შემდეგ, რაც სერია ა-ში გამარჯვებისთვის 3 ქულას ანიჭებენ.

ანდრეა ბარძალიმ სერია ა-ში “იუვეს” მაისურით თავისი მეორე გოლი გაიტანა კარიერაში, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის პირველიც “ატალანტას” წინააღმდეგ აქვს გატანილი 2012 წლის მაისში. საინტერესოა, რომ მაშინაც ვარდისფერი მაისურით ასპარეზობდა.

ატალანტას” წარუმატებელი სერია გრძელდება, გუნდს მოგების გარეშე 6 ფრე და 7 წაგება აქვს. ბებერ ქალბატონს კი ბერგამოში არ წაუგია 2004 წლის შემდეგ.

სერია ა-ს 28-ე ტურში ძმებმა გაიტანეს გოლები: ლუკა და ნიკოლა რიგონიმ. ასეთი რამ ბოლოს მოხდა 2003 წლის 13 სექტემბერს, როდესაც სიმონე (ლაციო) და პიპო ინძაგიმ (მილაბი) გოლები გაიტანეს.

ნაპოლიმ” გამარჯვებას მიაღწია წარუმატებელი სერიის შემდეგ. ის ერთადერთი კლუბია სერია ა-ში, რომელსაც საკუთარ მინდორზე არ წაუგია ამ სეზონში და აქ 11 გამარჯვება და 3 ფრე აქვს. 28 ტურის შემდეგ 58 გოლით – ეს მისი მეორე ყველაზე უხვგოლიანი სეზონია 1957-58 წლების შემდეგ. ნიკოლა რიგონის გოლი 64-ე წამზე კი კლუბის ყველაზე სწრაფი გოლი იყო ამ სეზონში.

კიევოს” თავისი ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან 4 წაგებული აქვს. მფრინავი ვირები დაუმარცხებლები იყვნენ სან პაოლოზე 2012 წლის ოქტომბრიდან.

რომამ” ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო; ასეთი შედეგი მას არ ჰქონია 2014 წლის შემდეგ, როდესაც მიჯრით 9 გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, აღნიშნული 7 თამაშიდან ყოველ მათგანში აქვს გატანილი სულ მცირე 2 ბურთი მაინც, სულ 22 გოლი, რაც თამაშზე საშუალოდ 3 ბურთი გამოდის.

სპალეტის ანგარიშზე ახლა სერია ა-ს 90 მოგებული თამაშია “რომას” მწვრთნელის რანგში, რაც ერთით მეტია, ვიდრე ფაბიო კაპელოს შედეგი.

სტეფან ელ შაარავიმ 5 გოლი გაიტანა რომაული კლუბისთვის მის მიერ ჩატარებულ 6 შეხვედრაში და გარდა ამისა, მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.

ფიორენტინამ” დათმო ბოლო ორი გასვლითი მატჩი (ყველა ტურნირის ჩათვლით). ვიოლას ბოლო 4 გასვლითი თამაში აქვს წაგებული “რომას” წინააღმდეგ.

ილიჩიჩს შვიდივე პენალტი აქვს რეალიზებული და ამით თერთმეტმეტრიანის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი მოირგო “ფიორენტინაში” ბოლო 16 წლის განმავლობაში.

ინტერს” საკუთარ მინდორზე სამი ბურთი ან მეტი არ ჰქონდა გატანილი 2012 წლის იანვრის შემდეგ.

პალერმოს” არასოდეს მოუგია სან სიროზე “ინტერთან” მატჩი. ერთადერთხელ, ისიც იტალიის თასზე, დაამარცხეს “ინტერი 1980 წელს.

სიცილიელებს კარპისთან ერთად ყველაზე ცუდი დაცვითი რეკორდი აქვთ თამაშის პირველი ნახევრისთვის – ამ პერიოდში 23-23 გოლი აქვთ გაშვებული.

მილანს” სერია ა-ში მაპეის სტადიონზე ყველა ვიზიტი წაგებული აქვთ. მიჰაილოვიჩის შეგირდება წარმატებული სერია დაასრულეს 8 გამარჯვებისა და 4 ფრის შემდეგ.

სასუოლომ” ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, პირველად ამ სეზონში. გუნდს 200 წუთია გოლი არ გაუშვია. დი ფრანჩესკომ კი თავის კარიერაში პირველად მოუგო მიჰაილოვიჩს.

ლაციომ” რიგით მე-5 ფრე ითამაშა გასვლებზე, ასეთი რამ 13 წელია არ მომხდარა. თუმცა რომაულმა კლუბმა გოლის გატანა შეძლო 364 უგოლო წუთის შემდეგ.

ტორინომ” მხოლოდ ერთხელ მოიგო ბოლო 9 თამაშში, პალერმოს წინააღმდეგ, და 5 ფრედ დაასრულა აქედან.

ტოროს სასარგებლოდ ამ სეზონში 7 პენალტი დაინიშნა, მას მხოლოდ “ფიორენტინა” უსწრებს (8 პენალტი). გრანატამ ზედიზედ მეორე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

ლაციოსა და ტორინოს შორის ბოლო 4 ურთიერთშეხვედრა ყოველთვის რომაელთა წარმატებით სრულდებოდა.

ვერონას” 18 ქულა აქვს 28 ტურის შემდეგ და ეს მათი მეორე უარესი სეზონია 1978-79 წლების შემდეგ, როდესაც მსგავს ეტაპზე 15 ქულა ჰქონდათ მოპოვებული.

სამპდორიამ” ზედიზედ ორი თამაშის მოგება მოახერხდა, მეორედ ამ სეზონში. ბოლოს, როდესაც სამპამ გასვლაზე გამარჯვება მოახერხა(დერბის თუ არ ჩავთვლით), იყო 4-1 უდინეზეს წინააღმდეგ 2015 წლის მაისში.

“ვერონამ” სამი ბურთი ნახევარ ტაიმში გაუშვა სულ ორჯერ და ორივეჯერ სამპდორიასგან. 1990 წლის შემდეგ სამპამ მხოლოდ ერთხელ წააგო ვერონას წინააღმდეგ, 2013 ოქტომბერში.

ჯენოამ” გაახანგრძლივა თავისი პოზიტიური სერია (3 მოგება და 2 ფრე). “ემპოლიმ” კი ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ეს მისი ყველაზე ცუდი პერიოდია ბოლო 8 წლის განმავლობაში. ტოსკანელები ბოლო 9 ტურში მოგების გარეშე რჩებიან, მოიპოვეს რა 4 ქულა ამ პერიოდში.

ბოლონიამ” ზედიზედ მესამე 0:0 ფრე ითამაშა, ბოლო 5 შეხვედრიდან კი 4 ფრედ დაასრულა. როსობლუს 281 წუთია გოლი არ გაუტანია.

კარპის” არ მოუგია ბოლო 8 ტურია. მას ყველაზე ნაკლები (24) გოლი აქვს გატანილი სეზონში, ისევე როგორც უდინეზესა და ვერონას.

ფროსინონემ” გამარჯვება იზეიმა და სამ თამაშში ორჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, თუმცა მას ყველაზე ცუდი დაცვითი სტატისტიკა აქვს, გაუშვა რა 53 გოლი.

უდინეზეს” გასვლაზე არ მოუგია 2016 წელს. ვერონასთან მიღწეული 2:0 მისი ერთადერთი წარმატებაა ბოლო 10 ტურში.

ამ სეზონში სერია ა-ში მჭიდრო ბრძოლაა მოსალოდნელი არა მხოლოდ სკუდეტოსთვის, არამედ სერიაში ადგილის შესანარჩუნებლადაც, რადგან 2011/12 სეზონის შემდეგ ბოლოდან მე-3 გუნდს 26 (ან მეტი) ქულა არასოდეს დაუგროვებია 28 ტურის შემდეგ.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    :forza: :forza:

  2. ანონიმური says:

    :forza: :juvee: :lool: :lool:

  3. პლატინ პოგბა says:

    მერდებს რა ეღირსათ 3 გოლი თან 2 ჯერ ზედიზედ ზეიმია სამერდეთში :lool: :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »