Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 31-ე ტური”

“იუვენტუსი” იმყარებს პოზიციას, იგუაინის წითელი ბარათი და პირველი ესპანური ჰეთ თრიკი 1963 წლის შემდეგ.

იუვენტუსმა გააგრძელა თავისი პოზიტიური სერია, რომელიც მოიცავს 20 გამარჯვებას და 1 ფრეს. აგრეთვე, მან დააფიქსირა ზედიზედ მე-7 გამარჯვება საკუთარ მოედანზე და მე-7 “მშრალი” თამაში. ეს იუვეს საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელია 1978 წლის შემდეგ. მიუხედავად სუსტი სტარტისა, ბებერ ქალბატონს 73 ქულა აქვს 31 ტურის შემდეგ, ანუ იმდენივე, რამდენიც შარშანდელ სეზონში ამ ეტაპზე.

მარიო მანჯუკიჩს სერია ა-ში გოლი არ ჰქონდა გატანილი დეკემბრის შემდეგ.

ემპოლი მოგების გარეშე რჩება უკვე 12 ტურია. ტოსკანელებს ტურინში ბოლო 10 ვიზიტიდან მხოლოდ 1 ქულა აქვთ, ფრე 1998/99 წლებში.

გონსალო იგუაინმა ნაპოლის ახალი რეკორდი დაამყარა: 30 გოლი სერი ა-ს ერთ სეზონში. მან მოხსნა კავანის რეკორდი (29 გოლი), რომელიც 2012/2013 წლებში დამყარდა. ფეხბურთელი, ვინც ბოლოს გაიტანა 30 გოლი სეზონში, იყო ლუკა ტონი ფიორენტინას შემადგენლობაში 2005/06 წლებში.

პიპიტას საკლუბო კარიერაში ეს მეორე წითელი ბარათი იყო. პირველი მიღებული აქვს რეალში ყოფნის პერიოდში, სევილიას წინააღმდეგ მატჩში 2013 წლის თებერვალში. აღსანიშნავია, რომ დაჩია არენაზე ყვითელი ბარათის მიღებამდე არგენტინელს გაფრთხილებაც კი არ ჰქონია ამ სეზონში.

ნაპოლის არ მოუგია უდინეზეს წინააღმდეგ ფრიულიში 2007 წლის შემდეგ. ამ სეზონში ნეაპოლელებს 4 წაგება აქვთ და ოთხივე გასვლაზე. თუმცა 3 გოლი არ გაუშვიათ 6 დეკემბრის -ბოლონიასთან 2:3 წაგების შემდეგ.

უდინეზემ წინა 12 ტურში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო – ბოლოადგილოსან ვერონასთან. სირილ ტეროს წვლილი აქვს შეტანილი უდინეზეს 29 გოლიდან 12-ში: 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. იგუაინს მარტო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მთელს უდინეზეს ამ სეზონში.

რომა დაუმარცხებელია სერია ა-ს ბოლო 7 დერბიში. გუნდს ბოლო 10 ტურში 9 მოგება და 1 ფრე აქვს; სპალეტის კი 29 ქულა აქვს მოპოვებული შესაძლო 36-დან.

დედაქალაქური დერბი ლაციომ ბოლოს მოიგო 2012 წელს ანგარიშით 3:2. მათ დერბიში 4 გოლი არ გაუშვიათ 14 წელია. ლაციომ ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო მოგება. კლუბს 16 ქულით მეტი ჰქონდა გასულ სეზონში ამ ეტაპზე.

ელ შაარავიმ 27-ე გოლი გაიტანა სერია ა-ში. პატარა ფარაონმა რომასთვის 9 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო 9 თამაშში.

ინტერს ამჟამინდელ სეზონში 10 წითელი ბარათი აქვს და უდისციპლინობით ჩამორჩება მხოლოდ ატალანტას, რომელსაც 12 წითელი ბარათი აქვს აქტივში. მანჩინის შეგირდებმა სეზონის პირველ 11 მატჩში კარი მშრალად შეინახეს, მაგრამ ბოლო 12 თამაშში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ეს.

ტორინოს გასვლზე ინტერთან არ მოუგია 27 წელია, თუ არ ჩავთვლით გასულ სეზონს. ახლა კი უკვე მიყოლებით აქვთ მოგებული მილანურ კლუბთან; ასეთი რამ არ მოხდარა 1948 წლის შემდეგ. გრანატამ +17 ქულის აღება მოახერხა იმ სიტუაციებიდან, როდესაც აგებდა და მდევრის როლში იმყოფებოდა, რითაც სხვა ყველა კლუბს უსწრებს.

ტორინოს სასარგებლოდ ამ სეზონში 9 პენალტი დაინიშნა; ამდენი არცერთ სხვა კლუბს არ ჰქონია. ტორინო კიდევ ერთი მაჩვენებლით ლიდერობს სერია ა-ში: იტალიელმა ფეხბურთელებმა კლუბის სასარგებლოდ გაიტანეს 32 გოლი ამ სეზონში.

ფიორენტინას ბოლო 6 თამაშიდან 4 ფრე აქვს. ვიოლას სამპდორიასთან ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული.

სამპდორიამ 10 ქულა მოაგროვა ბოლო 13 ტურში და 17 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე გასულ სეზონში ამ ეტაპზე. მონტელა პირველად დაუპირისპირდა თავის ყოფილ გუნდს.

მილანს 2 ქულა აქვს აღებული ბოლო 4 შეხვედრიდან. მიხაილოვიჩის შეგირდებს ჯერ არ წაუგიათ მატჩი, როდესაც მიჰყავდათ ანგარიშში: ასეთ სიტუაციებში მათ 13 მოგება და 3 ფრე აქვთ.

პირველად 2016 წელს ატალანტამ ზედიზედ მოიგო თამაშები და გასულ სეზონთან შედარებით 6 ქულით მეტი აქვს.

ამ სეზონში მეორედ მოხდა, რომ მილანმა და ინტერმა ერთსადაიმავე ტურში წააგეს.

კარპიმ დაასრულა 5 მატჩიანი დაუმარცხებელი სვლა. ის 4-ჯერ შეხვდა სასუოლოს სერა ა-ს ც-ს ფარგლებში და ოთხჯერვე წააგო.

ჯენოამ მოიგო სამი თამაში ბოლო 4 ტურიდან და დაუმარცხებელია მარასიზე უკვე ორი თვეა, 5 მოგებით და 2 ფრით.

სუზომ თავისი პირველი ჰეთ თრიკი იზეიმა. ჯენოას ფეხბურთელი, რომელმაც უკანასკნელად მოახერხა ტრებლის შესრულება, იყო დიეგო მილიტო, 2009 წელს სამპდორიას წინააღმდეგ. ესპანელს არ შეუსრულებია ჰეტ ტრიკი სერია ა-ში 1963 წლის შემდეგ, როდესაც ეს მოახერხა ლუის სუარესმა ინტერის შემადგენლობაში.

ამის გარდა, მეორე ჰეტ ტრიკი ამ სეზონში ეკუთვნის ნიკოლა კალინიჩს ფიორენტინასა და ინტერს შორის მატჩში.

ფროსინონეს მხოლოდ ერთი მოგება აქვს ბოლო 6 ტურში.

კიევომ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ეს მოხდა პირველად ამ წელს. 41 ქულით 31 ტურის შემდეგ ეს მათი საუკეთესო სეზონია ბოლო 4 წლის მანძილზე.

პალერმომ მხოლოდ 4 ქულის აღება მოსახერხა 10 ტურში და 2 გოლის გატანა ბოლო 6 თამაშში. სიცილიური კლუბი ერთადერთია, ვის სასარგებლოდაც პენალტი არ დანიშნულა ამ სეზონში.

ვერონას გასვლაზე არ მოუგია თამაში 2015 წლის აპრილის შემდეგ.

ბოლონიას ვერონას წინააღმდეგ გასვლაზე მოგებული არ აქვს 14 წლის მანძილზე, 2002 წლის შემდეგ.

სასუოლომ და ჯენოამ ამ კალენდარულ წელს მოაგროვეს 21-21 ქულა, ისევე როგორც მილანმა და ფიორენტინამ; ჩამორჩებიან იუვენტუსს (40), ნაპოლის (32) და რომას (31). ემპოლის 2016 წლის ყველაზე უარესი შედეგი აქვს: 9 ქულა 14 მატჩში.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    Milan

    სმაილების უაზრო ფოსტვას შეეშვი.

  2. Milan says:

    Roma titqmis yovel wels ibrdzvis skudetostvis magram yoveltvis meore adgilze gadis, roma napoli, fiores chempionobis eshiniat, fora rom misce mainc gacherdebian da win romelime grands gaatareben

  3. Delpieronedved says:

    Iuve mainc ukonkurentoa 2 weli minimum

  4. ანონიმური says:

    El shaaravim 9 tamasshi 6 goli da 2 sagole pasi gaaketa

  5. VIKING vaxtang says:

    სპალეტი თავიდანვე რომ მოეყვანათ,კარგი კონკურენტი გვეყოლებოდა და სერიაც გაცილებით საინტერესო იქნებოდა.ფარაონიც მაგრა მოუხდა რომას.მომავალ წელს სერიოზულად იბრძოლებენ სკუდეტოსთვის.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »