სატრანსფერო ჭორები ( გომეში, დრაგოვიჩი, ბერარდი )

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.დომენიკო ბერარდის შესახებ უკვე მოგახსენეთ, “სასოულოს” ფორვარდის ტურინულ გუნდში ტრანსფერი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია და იგი ბებერ ქალბატონს 25 მილიონ ევროდ შეუერთდება.თუმცა გარდა წინახაზისა, ჯუზეპე მაროტა დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერებასაც აპირებს, ამ პოზიციებზე გენერალურ დირექტორს რამდენიმე მოთამაშე ჰყავს მონიშნული.

უპირველეს ყოვლისა, 22 წლის ანდრე გომეშზე ვთქვათ, რომელიც ამჟამად “ვალენსიას” ღირსებას იცავს.პორტუგალიელი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და მისი ტრანსფერი ალეგრის გუნდს მეტად მრავალფეროვნებას შემატებს.ღამურები გომეშს 22 მილიონ ევროდ აფასებენ, “იუვეს” გარდა კი მოთამაშის მიმართ ინტერესს “ნაპოლი”იჩენს, მალე გავიგებთ, სად გააგრძელებს ანდრე კარიერას.

რაც შეეხება დაცვას, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მაროტას კიევის “დინამოს” უკანახაზელი, ალექსანდრ დრაგოვიჩი ესიმპატიურება.25 წლის სერბის სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონი ევროა, მისი შეძენით კი რობერტო მანჩინიცაა დაინტერესებული.

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

22 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    Sport ru-ze weria juve reals 65 milions stavazobs iskoshi da daniloshio

  2. bero-juve10 says:

    ანდრე გომეში კარგი ვარიანტია მაგრამ მე დენის სუარესი უფრო მომწონს დრაგოვიჩზე აღარაფერს ვამბობ
    ამ ეტაპზე გუნდს ყველაზე მეტად ამ პოზიციების შევსება ჭირდება თან მაღალი კლასის მოთამაშეებით
    1. მარჯვენა მცველი
    2. ბურთის დამჭერი
    3. გამთამაშებელი
    4. მარცხენა ნახევარ მცველი
    ასევე კვადრადო და მორატა სრულფასოვნად უნდა გამოისყიდონ + მანდრაგორა, მასი, ლეალი
    მომდევნო სეზონზე ეს შემადგენლობა მინდა
    მეკარეები: ბუფონი, ლეალი, აუდერო
    მცველები: ბარძალი, კიელინი, ბონუჩი, ლიხშტაინერი, რუგანი, სანდრო, მასი, ასამოა + ფლორენცი, დრაგოვიჩი
    ნახევარ მცველები: მარკიზიო, პოგბა, სტურარო, კვადრადო, მანდრაგორა, ხედირა, ვადალა + ბერნადესკი, ერიკსენი
    თავდამსხმელები: დიბალა, მორატა, ძაძა + მხითარიანი

    ——————————ბუფონ————————

    ფლორენცი———–ბარძალი———ბონუჩი———-სანდრო

    ———–მარკიზიო———-ერიკსენი———–პოგბა——-

    —-დიბალა——————მორატა————მხითარიანი—

    • გიო დარჯანია გიო დარჯანია says:

      რა დროის მასია ტიპი თვითონ სად თამაშობს ის არ იცის :mrgreen: და რატო გგონიათ რო ეს ფლორენცი გამოიქცევა იუვეში, ტიპი ტოტის და დე როსის გამეორებაა, რომას ერთგული იქნება მთელი მისი კარიერა, იმის მიუხედავად მოიგებს თუ არა ტიტულებს, არც 40 მილიონად და არც მეტად რომა მაგას არ გაყიდის, იმიტო რო თვითონ არ მოინდომებს წასვლას

      • bero-juve10 says:

        ფაქტია რომ მაგ პოზიციაზე გუნდს სერიოზული ტრანსფერი ჭირდება ფლორენცი იმიტომ რომ იტალიელია ისე კი ამის მერე ბელერინი ან ასპილიკუეტა არ იქნება ცუდი ვარიანტი ჩემი აზრით ისე ძაპაკოსტაც არ უნდა იყოს ცუდი ასევე დარმიანიზე შეიძლება ჩალიჩი.

  3. Delpieronedved says:

    forzabianconeri გომეშია საშვალო დონე https://www.youtube.com/watch?v=MxKjwtCrRnQ

  4. Delpieronedved says:

    _______________________________ბუფონი__________________________
    ___________________________________________________________________
    ______ფლორენცი________ბონუჩი_________კიელინი_________სანდრო______
    ________________________________________________________________
    ____________პოგბა_________________________მარკიზიო_______________
    ___________________________________________________________________
    _____კვადრადო_______________დიბალა______________ანდერსონი_______
    ____________________________მორატა_________________________________
    ფლორენცი 40 მილიონი
    ანდერსონი 40 მილიონი

    • bero-juve10 says:

      თითქმის ემთხვევა ჩვენი შეხედულებები და ანდერსონზე უარს მართლა ვერ ვიტყვი თუნდაც იმის ფონზე რომ ჰერნანეში პადოინი გვყავს მაგრამ ვერც ტოპ მოთამაშეებად ვერ ჩავთვლი ამას მინიმუმ 2 ტოპ მოთამაშე კიდევ დაამატონ.

  5. forza bianconeri forza bianconeri says:

    დაბალი დონის ფეხბურთელებზე რატო ჩალიჩობენ :blin: მაინც სკამი უნდა ახეხინონ, მაგას ჯობია საერთდოდ არ იყიდონ. ერნანეშზე კიდე ვერ ისწავლეს ჭკუა ან მანჯუკიჩი რო მოიყვანეს გავიდა სეზონი რა გააკეთა განსაკუთრებული, ვინმე ახალგაზრდა :blin: კაროჩე რა იმედია ჭორებია ეს

  6. გიო დარჯანია გიო დარჯანია says:

    ბერარდი მორატა დიბალა იქნება რაღაც უძლიერესი შეტევა, ძალიან ძლიერი წინახაზი გვეყოლება )) არა მგონია რეალმა მორატა დაიბრუნოს, მით უმეტეს იუვესთან კაი ურთიერთობა აქვთ, ბენზემა ჰყავთ, ხესესას შეუძლია შუაში თამაში და რონალდოსაც

  7. VIKING vaxtang says:

    დაცვაშიც გვჭირდება დამატება,თუ გავითვალისწინებთ კიელინის მოხშირებულ ტრავმიანობას,კასერესიც ალბათ დატოვებს გუნდს,ბარძალიც ასაკშია უკვე.დრაგოვიჩი და ბენატია განიხილება აქტიურად.რუგანის 50 თამაში უთამაშია უბარათოდ,ახალი შირეა გვეზრდება…

  8. VIKING vaxtang says:

    მაროტა მიდის მადრიდში დიდი გეგმებით)) მორატაში 20მილიონს სთავაზობს საბოლოო გამოსყიდვით,ასევე ეცდება ისკოს დარწმუნებას და დანილოზეც დაელაპარაკება პერესს.

    • 1juve says:

      და ჩამოვა დიდი პანღურით :chuvak: ვერც ისკოს და დანილოს იყიდის და ვერც მორატას დატოვებს

      • VIKING vaxtang says:

        :lool: :lool: მორატას კი დატოვებს,ისკოზე კი რა გითხრა,რეალი შეიძლება დაითანხმოს მარა ისკოს შეკერვა უფრო რთული იქნება.დანილოს ყიდის რეალი მთავარია ფასზე შეთანხმდნენ,პორტოში მაგრა უბერავდა და არ იქნება ცუდი,მარჯვნივ მაინც გვჭირდება ვინმე.

        • 1juve says:

          მორატას შეიძლება რეალი კი შეელიოს თუ 20 მილიონს დავუმატებთ მარა მე მგონია რო თვითონ მორატას უნდა რეალში დაბრუნება
          იუვეში რო მოდიოდა რა იყო მისი სურვილი? იუვეში ტავის დამკვიდრება თუ იუვეში ასვლა იმ დონეზე რო შემდეგ რეალში სათამაშოდ მზად ყოფილიყო? მე რაც ვიცი ფეხბურთი იმის მიხედვით ვამბობ რო რეალიდან განათხოვრებული კაცი მარტო ერთზე ოცნებობს, შესაფერისად მოემზადოს იმ დროისთვის როცა რეალში დაბრუნება მოუწევს. მორატა არ გავს იმ კაცს რომელსაც რეალში დაბრუნება შეაშინებს, როცა იცი რო საკმარისად კონკურენტუნარიანი ხარ მაშინ არ შეგეშინდება არც რეალში და არც ბარსაში მისვლის, მემგონი ცდად ღირს მისი დაბრუნებდა და რა გამოუვა ვნახოთ, თუ არ გამოუვიდა და კარგ ლუბს სულ იშოვის

          • VIKING vaxtang says:

            მორატა რეალში თამაშზე რომ ოცნებობდა ბუნებრივია,მაგრამ რეალს არ სჭირდება,მხოლოდ სავაჭროდ უნდა და იცის ეს ალვარომ.კაცი რომ შვილს გააშვილებს ის უფრო ეყვარება,თუ ვინც გაზარდა და კაცად დააყენა?

          • 1juve says:

            მემგონი რეალის სურვილი იქნება მორატას დაბრუნება და ხესეს განათხოვრება, ხესეც აღარ დათანხმდება უკვე სკამზე ჯდომას და სადმე წავა, ისე არც ის არაა გამორიცხული, მორატა რო დავაბრუნოთ და ხესე რო მოვიყვანოთ იგივე ფორმით :chuvak:

  9. 1juve says:

    ანდა თვითონ ალეგრი გადავიდეს 4-3-3ზე, დაცვაში 2 კაცი ძან ცოტაა მითუმეტეს როცა 4 ძლიერი მცველი გვყავს, შეტევაშიც უკვე დროა 3 შემტევი დააყენოს იუვემ

    ___________________________________ბუფონი________________________

    ___________________რუგანი_________ბონუჩი_________კიელინი________

    _________პერეირა____________მარკიზიო_____პოგბა________სანდრო____

    _________________ბერარდი__________ვინმე________დიბალა___________

  10. 1juve says:

    დი ფრანჩესკოებიც მოიყვანონ ბარემ და გავდავიდეთ 3-4-3ზე

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »