Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 32-ე ტური”

სერია ა-ს 32-ე ტური – იუვენტუსის ტრიუმფი სან სიროზე, სალაჰის ძელს გარტყმული ბურთები და პალერმოს დაცემა.

იუვენტუსმა ბოლო 22 თამაშიდან 21 მოიგო, აქედან 11 გამარჯვებას მიაღწია ბოლო 12 გასვლით თამაშში. პოლ პოგბას 2016 წელს 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე სერია ა-ს ფეხბურთერლს აქვს თავის აქტივში.

იუვეს 76 ქულა აქვს 32 ტურის შემდეგ, რაც 3 ქულით მეტია, ვიდრე მას გასულ ტრიუმფალურ სეზონში ჰქონდა ამ ეტაპზე. ბებერმა ქალბატონმა 5 გამარჯვება მოიპოვა იმ სიტუაციებიდან, როდესაც თამაშს აგებდა და ასეთი შედეგი არცერთ გუნდს არ აქვს სერია ა-ში.

მილანმა 2 ქულის აღება მოახერხა ბოლო 5 თამაშში. მას იუვეს წინააღმდეგ ბოლო 7 შეხვედრიდან ყველა წაგებული აქვს. მეორედ ამ სეზონში მილანმა ზედიზედ მეორედ წააგო. როსონერებს ამ სეზონში 8 გოლი აქვთ გატანილი კუთხურიდან, აქედან 3 ალექსის ანგარიშზეა.

1994-95 წლების სემდეგ დანიელე რუგანი არის პირველი მცველი, რომელმაც უკვე სერია ა-ში 50 თამაში ჩაატარა და ერთი ბარათიც არ მიუღია.

რომას ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა სამჯერ გაარტყა ბურთი ძელს ერთ მატჩის განმავლობაში. ასეთი რამ მანამდე დაფიქსირდა 2005 წელს და ეს იყო არტურო დი ნაპოლი (მესინა 1 -4 სამპდორია). რომას წინააღმდეგ გასვლაზე ბოლონიამ კარის მშრალად შენარჩუნება ბოლოს მოახერხა 1976 წელს (0:0), მას შემდეგ კი 54 გოლი აქვს რომაელებისგან გაშვებული ბოლო 28 ვიზიტის დროს.

ნაპოლი ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელიც დაუმარცხებელია საკუთარ მოედანზე, 13 მოგებით და 3 ფრით.

მანოლო გაბიადინიმ ნაპოლის სასტარტო შემადგენლობაში სულ 7 მატჩი დაიწყო და გაიტანა 5 გოლი.

მარეკ ჰამშიკისთვის ეს 397-ე მატჩი იყო ნაპოლის მაისურით; მას უსწრებენ მხოლოდ ანტონიო იულიანო (505) და ჯუზეპე ბრუსკოლოტი (511).

ვერონას არ მოუგია სან პაოლოზე 1983 წლის შემდეგ; ამის სემდეგ მას 5 ფრე და 14 წაგება აქვს აქ. 22 ქულით 32 ტურის შემდეგ ეს არის ვერონას მეორე უარესი შედეგი კლუბის ისტორიაში 1991-92 წლების შემდეგ (20 ქულა).

იკარდიმ აღნიშნა მე-100 მატჩი ინტერის შემადგენლობაში და თავისი 50-ე გოლი.

ფროსინონე მეორედ შეხვდა ინტერს სერია ა-ში და ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

ემპოლიმ დაასრულა თავისი ნეგატიური სვლა, რომელიც 6 წაგებას და 6 ფრეს მოიცავდა. ფიორენტინას ემპოლის წინააღმდეგ კასტელანიზე მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული, კერძოდ 1986 წელს. ემპოლის არ დაუმარცხებია ვიოლა 1997 წლის შემდეგ და 14 ტოსკანური დერბიდან მხოლოდ 4 ქულა აქვს აღებული.

სოუზას შეგირდებს ბოლო ჩატარებულ 7 თამაშში (სერია ა-სა და ევროპა ლიგაზე) არ მოუგიათ და მხოლოდ 4 ფრე აქვთ. ვიოლას მეორე ტაიმში გოლი არ გაუტანია 21 თებერვლის შემდეგ.

სასუოლომ ერთი ქულა აიღო ბოლო ორ საშინაო მატჩში.

ჯენოას აქამდე წაგებული ჰქონდა ზედიზედ 4 გასვლითი თამაში და ეს იყო მათი პირველი მოგება სასუოლოსთან გასვლაზე.

ამ ტურში სიმონე ინძაგის დებიუტი შედგა ლაციოს თავკაცის რანგში.

პალერმოს არ მოუგია ლაციოსთვის 2012 წლის თებერვლის შემდეგ. ლაციომ როგორც იქნა გასვლაზე მოიგო თამაში ზედიზედ 6 გასვლითი ფრის შემდეგ. კლოზეს ანგარიშზე 51 გოლია 135 თამაშში სერია ა-ში.

სიცილიელებს 19 გოლი აქვთ გაშვებული თამაშების პირველ ნახევარ საათში, მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბს ამ სეზონში. მათ 28 ქულა აქვთ 32 ტურის შემდეგ, იმდენივე, როგორც 2012/13 სეზონში, როდესაც დაქვეითდნენ სერია ა-დან.

კიევომ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, რაც რეკორდულია მათთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. 44 ქულა 32 ტურის სემდეგ – ეს კიევოს სუკეთესო სეზონია ბოლო ათწლეულში.

კარპიმ ზედიზედ მეორედ წააგო. მას არასოდეს დაუმარცხებია კიდევო ვერონაში.

სამპდორიამ მხოლოდ 5 შეხვედრა წააგო შინ უდინეზეს წინააღმდეგ გამართული 35 მატჩიდან, აქედან ბოლო – 2012 წელს. სამპას 14 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე შარშანდელ სეზონში ჰქონდა ამ ეტაპზე.

უდინეზეს 2016 წელს გასვლითი თამაში არ მოუგია, მიაღწია რა 3 ფრეს 8 შეხვედრიდან.

ტორინომ მიყოლებით გამარჯვებები იზეიმა, რაც პირველად მოხდა ამ სეზონში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ. გრანატას სახლში არ ჰქონდა მოგებული 16 იანვრის შემდეგ, როდესაც ფროსინონე დაამარცხა.

ატალანტას გასვლაზე არ მოუგია თამაში 2016 წელს, მიაღწია რა 4 ფრეს 7 შეხვერიდან. ორობოჩის ტორინოში ბოლო 6 ვიზიტიდან 5 წაგებული აქვს, ხოლო მისი ბოლო წარმატებული გასვლა შე4დგა 2007 წელს და მოიგო ანგარიშით 2:1.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. VIKING vaxtang says:

    აფსუს რა ფრე გავაგორეთ ბოლონიასთან :blin:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »