Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 34-ე ტური”

სერია ა-ს 34-ე ტური – იუვენტუსი უშანსოდ უგებს ლაციოს, ნაპოლის გამანადგურებელი გამარჯვება ბოლონიასთან და ტოტის ზეიმი ოლიმპიკოზე.

იუვენტუსისა და ლაციოს ბოლო 11 ურთიერთშეხვედრაში, მათ შორის იტალიის თასისა და სუპერთასის ჩათვლით, ლაციომ მხოლოდ ერთი ფრის მოპოვება მოახერხა და დანარჩენი ყველა წააგო. ბოლოს, როდესაც ლაციომ ტურინულ გრანდს მოუგო, იყო 2013 წლის იანვარი, იტალიის თასის შეხვედრა. მთლიანობაში, ლაციოს ტურინში აქვს 8 მოგება, 18 ფრე და 48 წაგება; ხოლო სერია ა-ს თამაში ტურინში ბოლოს მოიგო 2002 წელს.

პაულო დიბალას თავის კარიერაში სერია ა-ში 32 გოლი აქვს გატანილი, თუმცა პირველად მოხდა, რომ მან მარჯვენა ფეხით გაიტანა გოლი.

სიმონე ინძაგიმ პირველი წაგება განიცადა ლაციოს მწვრთნელის რანგში, ორი გამარჯვების შემდეგ.

ნაპოლიმ ამ ტურში თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება დააფიქსირა, 1987 წლის შემდეგ, როდესაც პესკარას წინააღმდეგ მოიგო იგივე ანგარიშით 6:0. ის მეხუთე გუნდია სერია ა-ში, რომელმაც 70 გოლის გატანა მოახერხა მინიმუმ 4 სეზონში.

მერტენსის ჰეთ თრიკი იყო მესამე ამ სეზონში, კალინიჩის და სუზის ჰეთ თრიკების შემდეგ.

გაბიადინიმ ბოლონიას წინააღმდეგ ჩატარებული თავისი 4 თამაშიდან ყველაში გაიტანა გოლები, სულ 5 გოლი. ამ სეზონში მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო 9-ჯერ და გაიტანა 7 გოლი.

ნაპოლისა და ბოლონიას უგოლო ფრე არ უთამაშიათ 1998 წლის შემდეგ და ამის შემდგომ 20 ურთიერთშეხვედრაში გავიდა 67 გოლი, ანუ თამაშში საშუალოდ 3.35 გოლი.

ბოლონიამ ბოლო 6 ტურში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა და ფაქტიურად ორი თვეა არ მოუგია. ბოლოს როსობლუმ სან პაოლოზე მოიგო 2012 წელს.

მაურიციო სარიმ კი პირველად მოუგო თავის კარიერაში ბოლონიას.

ბოლონიას აქამდე გოლი არ გაუშვია თამაშის პირველ 15 წუთში, თუმცა ეს ტაბუ გაბიადინიმ დააარღვია.

ნაპოლი რჩება ერთადერთ გუნდად ამ სეზონის სერია ა-ში, რომელსაც საკუთარ მოედანზე არ წაუგია, აქვს რა 14 მოგება და 3 ფრე. ნეაპოლელებმა მიმდინარე სეზონის 10 სხვადასხვა მატჩში 4 ან მეტი გოლი გაიტანეს და ამ მაჩვენებლით იტალიის ყველა კლუბს უსწრებენ.

ფრანჩესკო ტოტის გოლი იყო უსწრაფესი ამ სეზონში, რაც კი შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს გაუტანია, კერძოდ, ტოტიმ გამოსვლიდან 22 წამში გაიტანა გოლი. ტოტის მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 9 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ეს იყო სერია ა-ში მისი 44-ე დუბლი და 69-ე პენალტი; ლეგენდარულ კაპიტანს სერია ა-ში რომას მაისურით 247 გოლი აქვს გატანილი 596 თამაშში.

რომას არ წაუგია ტორინოს წინააღმდეგ 2007 წლის მაისის შემდეგ. გრანატას ზედიზედ სამი მოგების სერია კი დასრულდა. ამ სეზონში ტოროს სასარგებლოდ დაინიშნა 11 პენალტი და 9 მათგანის რეალიზება მოახერხეს, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერია ა-ში.

რომას მხოლოდ 6 თამაშში არ გაუშვია გოლი მიმდინარე სეზონში და ამ მხრივ მხოლოდ ვერონა უსწრებს მას (3 თამაში). თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა სეზონში, როდესაც რომაელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება მდევრის პოზიციიდან.

ინტერს ჯენოასთვის არ მოუგია გასვლაზე 2011 წლის შემდეგ.

ჯენოამ ბოლო 8 საშიანაო შეხვედრაში შთამბეჭდავი 20 ქულა გამოიმუშავა. ინტერს კი ბოლო 8 გასვლით თამაშში 1 მოგება და 3 ფრე აქვს.

უდინეზემ ფიორენტინას წინააღმდეგ პირველად გაიმარჯვა 2014 წლის თებერვლის შემდეგ.

კარპისთვის ეს სადებიუტო სეზონია სერია ა-ში, თუმცა მან მოახერხა და ფრეს მიაღწია სან სიროზე როგორც მილანის, ისე ინტერის წინააღმდეგ. მანამდე ეს გაკეთებული აქვს დებიუტანტ რეჯინას 1999/00 წლების სეზონში. კარპიმ მხოლოდ ერთ კლუბთან მოახერხა ორჯერვე კარის მშრალად შენარჩუნება – მილანის წინააღმდეგ ორივე თამაში 0:0 დასრულდა.

მილანს სან სიროზე არ მოუგია 27 თებერვლის შემდეგ, როდესაც ტორინო დაამარცხა. მილანელთა ბურთის ფლობის მაჩვენებელი კარპის წინაააღმდეგ მატჩში იყო 76.9 %, ახალი რეკორდი მიმდინარე სეზონის სერია ა-ში, თუმცა თამაში ფრედ დასრულდა.

კიევოს ფროსინონეს წინააღმდეგ 5 მატჩი აქვს გამართული სერია ა-ში, ბ-ში და იტალიის თასზე და ყველა მათგანი მოიგო. მფრინავ ვირებს აქამდე სერია ა-ს ერთ მატჩში არ გაუტანიათ 5 გოლი.

ვერონას არასოდეს მოუგია კასტელანიზე ემპოლის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული 4 ვიზიტიდან და არცერთი გოლი არ აქვ გატანილი.

ატალანტა დაუმარცხებელია სიცილიაში 2012 წლიდან, 4 გაამრჯვებით და 2 ფრით.

პალერმომ სეზონში პირველად მოახდინა პენალტის რეალიზება; შესაბამისად, სერია ა-ში უკვე ყველა გუნდს აქვს გოლი გატანილი 11-მეტრიანი ნიშნულიდან.

სამპდორიას არასოდეს წაუგია სასუოლოს წინააღმდეგ გასვლაზე, სამაგიეროდ, სასუოლოს აქვს მოგებული მარასიზე 3:1 დეკემბერში. ეს გუნდები სულ 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ყველა ტურნირის გათვალისწინებით და თითოეულს ორ-ორი გამარჯვება აქვს ერთმანეთთან.

სასუოლომ უკვე მიაღწია სერია ა-ში ქულების მაქსიმალურ რაოდენობას კლუბის ისტორიაში – 49 ქულას.

34-ე ტური ამ სეზონში იყო პირველი ტური, როდესაც არ დაფიქსირებულა ერთი გასვლითი გამარჯვებაც კი: დაფიქსირდა 7 საშინაო გამარჯვება და 3 ფრე.

 

 

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    მადლობა კარგია ასეთი სტატია

  2. Q a s r a Q a s r a says:

    :up: მადლობა ავტორ :kenwvla:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »