Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 35-ე ტური”

სერია ა-ს 354-ე ტური – ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია: იუვენტუსი პენტაკამპეონეა! რუგანიმ ისტორიული ბარათი მიიღო, ნაპოლიმ დათმო რომში, ხოლო მილანმა კი ბოლოადგილოსანთან წააგო.

იუვენტუსმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო სკუდეტო; ასეთი რამ მას მხოლოდ ერთხელ აქვს მიღწეული – 1931-35 წლებში. აქამდე არცერთ კლუბს არ მოუგია სერია ა ისე, რომ პირველ 10 ტურში სამი თამაში წაეგოს და პირველ სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულის ამარა ყოფილიყოს.

ერთადერთი ტორინო იყო, რომელმაც მოიგო სკუდეტო ისე, რომ პირველი ორი გახსნითი თამაში წააგო 1942-43 წლებში.

2004-05 სეზონის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც სერია ა 20 გუნდიანი გახდა, იუვე პირველი კლუბია, რომელმაც მოიგო სკუდეტო ისე, რომ ზამთრის ჩემპიონი არ ყოფილა. მეტიც, შავ-თეთრებმა ცხრილის სათავეს 25-ე ტურის შემდეგ მიაღწიეს. 10 ტურის შემდეგ ის 11 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ რომას, და 9 ქულით – ნაპოლის, ინტერს და ფიორენტინას.

აქამდე არცერთ გუნდს არ მოუგია 25 მატჩიდან 24 თამაში სერია ა-ს ერთ სეზონში.

ისტორიაში მეოთხედ ბებერი ქალბატონი სკუდეტოს მფლობელი გახდა ფიორენტინასთან მიღწეული შედეგის შემდეგ. მანამდე ეს იყო: 1935 წელს (1-0), 1958 წელს(0-0) და 1981 წელს (1-0).

რუგანიმ თავისი პირველი ყვითელი ბარათი მიიღო სერია ა-ში. ეს იყო მისი რიგით 53-ე მატჩი სერია ა-ში. ბოლო გაფრთხილება მას მიღებული აქვს სერია ბ-ში, 2014 წლის მარტში.

იუვეს სტადიო ფრანკიზე არ ჰქონდა მოგებული 2012 წლის შემდეგ, როდესაც 5:0 გაანადგურა ფიორენტინა. ვიოლას იუვეს წინააღმდეგ ბოლო 16 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული, 4-2 2013 წელს. იუვენტუსი არის კლუბი, რომელთანაც ფიორენტინას ყველაზე მეტი დამარცხება განუცდია (72) და ყველაზე მეტი გოლი (252) აქვს გაშვებული.

კარიერის განმავლობაში, ჯიჯი ბუფონის კარის მიმართულებით სულ 19 პენალტია გაფუჭებული (აქედან 13 მეკარემ აიღო, ხოლო 6 აცდა კარს). ლეგენდარულ პირველ ნომერს მოგერიებული აქვს თერთმეტმეტრიანები ბირჰოფისგან, რონალდოსგან (ორჯერ), ენრიკო კიეზასგან, რობერტო მუცისგან, მარკო ფერანტეს, სტეფანო ფიორეს, რობერტო ბაჯოს, ფრანჩესკო ტოტის, ემანუელე კალაიოს, ჯერმან დენისის, ლორენცო ინსინიეს და ნიკოლა კალინიჩისგან.

მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის ჩემპიონატში 10 გოლია, აქედან 8 გოლი იყო მატჩში ანგარიშის გამხსნელი.

პოლ პოგბა 6 საგოლე გადაცემის ავტორია სერია ა-ს ბოლო 13 ტურში.

ინტერი v უდინეზე სერია ა-ს ისტორიული მატჩი იყო იმ თვალსაზრისით, რომ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იტალიელი არ იყო მოედანზე. წარმოდგენილი იყო 14 სხვადასხვა ეროვნება. მსგავსი სიტუაცია ევროპის სხვა ჩემპიონატებში მომხდარა პრემიერ-ლიგაში პორთსმუტისა და არსენალის დაპირისპირების დროს 2009 წლის 30 დეკემბერს.

ინტერს ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6 მოგებული აქვს. უდინეზე სან სიროზე დაუმარცხებელი იყო 2010 წლიდან ( სამი მოგებით და ერთი ფრით).

იოვეტიჩს 8 გოლი აქვს გატანილი უდინეზეს წინააღმდეგ 8 მატჩში; საინტერესოა, რომ ამ სეზონში გატანილი მისი 6 გოლიდან ნახევარი სწორედ უდინეზეს წინააღმდეგ გაუტანია.

უდინეზეს 2016 წელს გასვლაზე არცერთი თამაში არ მოუგია.

ნაპოლის ოლიმპიკოზე რომას წინააღმდეგ არ მოუგია 2011 წლის თებერვლის შემდეგ. ამ გუნდებს შორის ბოლო 8 დაპირისპირება ფრით დასრულდა მხოლოდ ერთხელ.

ნაპოლისა და რომას 1995 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი უგოლო ფრე აქვთ ნათამაშევი. მთლიანობაში კი 24 ურთიერთშეხვედრაში 75 გოლია გასული. ნაპოლის რომში ბოლო 20 ვიზიტიდან მხოლოდ ერთ თამაშში აქვს კარი მშრალად შენახული.

ნაინგოლანის გოლი იყო რომას მე-17 გოლი, რომელიც გავიდა საჯარიმო არის გარედან დარტყმის შედეგად და ამ მაჩვენებლით რომა ყველა სხვა კლუბს უსწრებს. მეორე ადგილზეა ნაპოლი 15 გოლით.

მილანს მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული ვერონასთან ბოლო 3 შეხვედრაში. ბოლოს, როდესაც მილანმა ბოლოადგილოსანტან წააგო, იყო 1952 წელი.

ფროსინონემ 4 ქულა აიღო ბოლო 7 მატჩში. მათ ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავთ ჩემპიონატში, რადგან 68 გოლი აქვთ გაშვებული ამ სეზონში. კლუბმა პალერმოსთან ორივე თამაში წააგო.

ალბერტო ჯილარდინომ სერია ა-ში თავისი 187-ე გოლი გაიტანა და ერთით ცამორჩება დელ პიეროს და ბეპე სინიორის მიღწევას.

სამპდორიას ლაციო არ დაუმარცხებია 2010 წლის შემდეგ.

ვივიანომ მეოთხე პენალტი მოიგერია მიმდინარე სეზონში, მათ შორის ბოლო ორი ზედიზედ ორ თამაშში. მოგერიებული პენალტების მხრივ ის სეზონის ლიდერია.

ლაციოს ზედიზედ ორი თამაში არ წაუგია დეკემბრის შემდეგ. სიმონე ინძაგიმ მოიგო თავისი პირველი ორი თამაში, მაგრამ შემდეგ წააგო მომდევნო ორი.

ტორინომ ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო. გრანატა 6 ქულით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს ამ ეტაპზე.

სასუოლომ უკვე დაამყარა საკლუბო რეკორდი 52 ქულით ამ სეზონში. ნეროვერდიმ ტურინში 7 გასვლითი შეხვედრიდან 4 მოუგო ტორინოს.

ბოლონიამ დაასრულა 9 ტურიანი ნეგატიური პერიოდი, რომლის განმავლობაში მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა.

ჯენოამ თავისი გასვლითი 7 შეხვედრიდან 6 წააგო. გრიფონეს საშინელი რეკორდი აქვს დალ’არაზე: 4 მოგება 48 ვიზიტიდან.

ატალანტა აგრძელებს წაუგებელ სვლას. მათ “უსაფრთხო” ადგილი სერია ა-ში შეინარჩუნეს პალერმოსთან პირადი შეხვედრის წყალობით.

მარკო ბორიელომ ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა, ასეთი რამ არ ჰქონია 2010 წლის შემდეგ.

კიევომ დაამუხრუჭა 4 მოგებისა და 2 ფრის შემდეგ. მფრინავ ვირებს ბერგამოში არ მოუგიათ 2010 წლის შემდეგ.

კარპის სასარგებლოდ გასული 12 გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, და ამ მაჩვენებლით ის ყველა სხვა კლუბს უსწრებს.კევინ ლაზანიას 6 გოლი აქვს გატანილი შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ და ის ევროპის ტოპ სათადარიგო ფეხბურთელია (26-ჯერ შემოსვლა სათადარიგოთა სკამიდან).

ემპოლის კარპისთან გასვლაზე არ წაუგია 1989 წლის შემდეგ, როდესაც C1-ში 2:0 დათმო.

წყარო: Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. VIKING vaxtang says:

    ლიპიმ მაგარი შეაქო ალეგრი,თუ შეგიძლიათ დადოთ? http://www.football-italia.net/83418/lippi-%E2%80%98juve-don%E2%80%99t-sell-pogba%E2%80%99

  2. VIKING vaxtang says:

    საინტერესოა ასეთი საჩემპიონო ქამბექი თუ ქონია ვინმეს? რუგანის ვულოცავ პირველ ყვითელს))) იმედია აწი უფრო უშიშარი გახდება.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »