ლიხტშტაინერი : “კარიერას აქ სიამოვნებით დავასრულებდი”

ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველმა, შტეფან ლიხტშტაინერმა გაზეტა დელო სპორტს საკმაოდ დიდი ინტერვიუ მისცა და იქვე დასძინა, რომ კარიერის დასრულებას ბიანკონერებში აპირებს : “ალეგრის სიტყვები მოვისმინე და მას სრულიად ვეთანხმები, მოტივაციის პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, წინ იტალიის თასის უმნიშვნელოვანესი ფინალია.იუვეში თავს იდეალურად ვგრძნობ, იმედი მაქვს, კიდევ 3-4 წლის განმავლობაში მოვახერხებ მაღალ დონეზე თამაშს, თუ კლუბი წინააღმდეგი არ იქნება, კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი შავ-თეთრ მაისურში.”

2015 წლის ბოლოს შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გულის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა გამოჯანმრთელდა და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდა : “იმ დღეებმა დამარწმუნა, რომ თითოეული დღე ადამიანის ცხოვრებაში ბევრს ნიშნავს.უნდა გქონდეს ძალა გადალახო ნებისმიერი დაბრკოლება და კვლავ ფეხზე დადგე.ჩემი ოცნება ? – ლიგის მოგება იუვესთან ერთად, რა თქმა უნდა, თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, მყავს ოჯახი, ორი შვილი და მაქვს კარგი საფეხბურთო კარიერა.ფედერერის მეშვიდე უიმლბდონი ? – იმედი მაქვს, მასზე მეტ სკუდეტოს მოვიგებ, თუმცა როჯერს მოვუწოდებ, რომ არ გაჩერდეს.”

“არც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსასთან და არც ბავარიასთან განცდილი მარცხი არასდროს დამავიწყდება, გერმანიაში სასწაულის მოსახდენად ჩავედით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და უცებ იღბალმა ზურგი შეგვაქცია.როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, იუვეს არცერთი ფეხბურთელი წამით არ დანებდება, მისი მოგება ჩვენი მიზანია.რა აკლია იუვეს ? – განსხვავება ალბათ დეტალებშია, შარშან ფინალში ბარსამ გვაჯობა, წელს მიუნხენში არ გაგვიმართლა.თუმცა, შეგვეძლო უფრო მარტივად ყოფილიყო საქმე, ჯგუფური ეტაპი პირველზე რომ დაგვესრულებინა, 1/8 ფინალში ბავარიას არ შევხვდებოდით.”

წყარო : football-italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    კარგი ხარ ლიჰტა

  2. ანონიმური says:

    ბავარიამ დორტმუნდი დააქცია რასაც ქვია,ჯერ როგორ კლასნი ფეხბურთელებს ართმევს და თან უფასოდ.დორტმუნდში რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით არ ვიცი

  3. ფორცააა says:

    ბაიერნმა უკვე ორი კაცი დაითრია ოფიციალურად, ჰუმელსი უფასოდ და რენატო სანჩესი 35 მილიონად ბენფიკადან, უკვე მუშაობს სერიოზულად ხალხი, დროა ჩვენც შევუდგეთ საქმეს წესიერად, თუ გვინდა რო მომავალ წელს ბარსას და ბაიერნს ლიგაზე კონკურენცია გავუწიოთ :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »