ავტორთა ბლოგი | აძურის სამი იარაღი..

ყოველთვის ვეძებდი მიზეზს, თუ რატომ უჭირდა იტალიას შედარებით “სუსტ” მეტოქესთან თამაში და რატომ აჩვენებდა გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთს ნომერ პირველ ფავორიტებთან.. მაგალითისთვის, 2006 წლის მუნდიალზე ავსტრალიასთან გამართლების ხარჯზე მოგებული თამაში, და მერე მასპინძელ გერმანიასთან საოცარი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონობა. ასეთი ფაქტი ბევრია და ყველას ვერ ჩამოვთვლი: აძურის ჯგუფურ ეტაპზე უჭირს და რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო ძნელად გადასალახი ბარიერი ხდება და ეს ყველამ შესანიშნავად იცის.

მაინც რატომ? ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, ჩემის აზრით, მოტივაციაა.. მოტივაცია მაგარი რამეა.. ქართული ფილმის “რეკორდის” არ იყოს, გამწარებულ გულზე რომ რეკორდს ამყარებს ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ისე ხდება ცხოვრებაშიც და მათ შორის სპორტშიც. იტალია არის გუნდი, რომელსაც მოტივაციის ვარიაბელობა ახასიათებს და რომლის მოტივაციას უმაღლესი საზღვარი არ გააჩნია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანო, თუნდაც ტრიუმფის შემდეგ მისი დაცემა, როგორც მოხდა 1986 წელს მისი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ან 2008 წლის ევროზე, მას შემდეგ რაც 2006-ში მსოფლიო თასს ჩაეხუტა. წელს ეს მოტივაცია პიკზე იყო: ერთადერთი და ბოლო ევროპის ჩემპიონატი 1968 წელს აქვს მოგებული და 2006-ის შემდეგ საერთოდ ჯგუფიდან გავარდა ზედიზედ ორ მუნდიალზე. ჰოდა ბუნებრივია, მოტივაცია უფრო მაღალია ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას, ვიდრე შედარებით სუსტ მეტოქესთან, განსაკუთრებით ჯგუფში, სადაც ერთი თამაშის წაგების ფასი არ არის ისეთი მაღალი, როგორც ფლეი ოფებში.

მოტივაციას ქმნის გარემოება და მას ასევე ქმნიან ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ანტონიო კონტე: სუპერ მოტივატორი, რომელმაც არაჩვეულებრივად დაქოქა თავისი ნაკრები. ეს სწორედ ისაა, რასაც ნამდვილად ვერ დაუწუნებ კონტეს. ეს გუნდს ეტყობოდა კიდეც და მოედანზე სულს და გულს დებდა, თითოეული იარდისთვის ებრძოდა მეტოქეს და მეგონა, რომ არც იღლებოდა.

გერმანიასთან ბოლო მატჩის შემდეგ მეორე მიზეზიც “აღმოვაჩინე”. ეს არის თვითონ იტალიის თამაშის სტილი, ჩვევა ითამაშოს “ფარულ მეორე ნომრად”. ეს ჩემი ტერმინი და სუბიექტური აზრია; არც ექსპერტი ვარ და არც პროფესიონალი და შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ საპირისპირო კარგ არგუმენტსაც სიამოვნებით მოვისმენდი.. მოკლედ.. რას ვგულისხმობ “ფარულ მეორე ნომერში”?

იტალია არ არის გუნდი, რომელსაც 80%-იანი ბურთის ფლობა უნდოდეს ან სჭირდებოდეს; ეს არც ტიკი-ტაკაა, არც ბურთების კენწვლა და არც მთელი თამაშის მანძილზე მეტოქის საჯარიმოში აქტიურობა ბევრი გაშვებული შანსით; იტალია არის მეორე ნომერი, რომელიც საკუთარი ინიციატივით “პირველობას” უთმობს მეტოქეს, აკვირდება, სწავლობს, თუმცა არც ზედმეტად ახლოს უშვებს კართან, მაგრამ აძლევს შანსს მოწინააღმდეგეს ცოტა გაერთოს; აი, ამის შემდეგ იწყება მთავარი: შეცდომა ყოველ მატჩში ხდება და იტალიას არ უყვარს შეცდომის პატიება: კონტრშეტევა, სისწრაფე და მეტოქის არაპოზიციური დაცვა ეს ის ინგრედიენტებია, რისგანაც აძური გოლს ქმნის..ყველა ვერ იგებს ამას და იტალიას “იღბალა” ნაკრებს უძახიან.. არადა მე ამას საფეხბურთო ინტელექტს და ტაქტიკის ხელოვნებას დავარქმევდი.

ალბათ ესეც არის მიზეზი, რომ ფავორიტ შემტევ გუნდებთან ასე ავითარებს მოვლენებს. იტალიის გატანილი გოლი კი თითქმის უკვე განაჩენია (გამონაკლისების გარდა), რადგან იტალიის დაცვა სხვა ცნებაა აბსოლუტურად! როგორც ბობო ვიერიმ აღნიშნა, “ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს იყო მცველი იტალიის ნაკრებშიო..” ეს გადახვევა..ჰოდა შედარებით ნაკლები კლასის, თუმცა მაინც კარგად მომზადებულ და ერთიან გუნდებთან (მაგალითად, როგორც აშშ ნაკრები ან ჰიდინკის ავსტრალია იყო) უჭირს ხოლმე, რადგან ეს გუნდები არ მიიწევენ წინ, ვერ თამაშობენ პირველ ნომრად, კმაყოფილდებიან ფრით და არიან შემთხვევითობის იმედზე.

როდესაც 2 ივლისის ღამეს იტალია-გერმანიის მატჩი მიდიოდა, მე დავაფიქსირე, რომ ეს არ ჰგავდა ადრე ჩატარებულ იტალია-გერმანიის თამაშებს, რაც კი აქამდე ნანახი მქონდა და ეს ფაქტი არ მსიამოვნებდა ქვეცნობიერად. გერმანიამ, რომელსაც იტალიის შიში ჰქონდა არასოდეს ჩამოუშორია ის გზიდან, შეძლო შეუძლებელი და გასცდა აძურის! მე გავაანალიზე, თუ რა არ მომწონდა იმ დღეს; არ მომწონდა ის, რომ გერმანია არ თამაშობდა თავის ჩვეულ ფეხბურთს, პირველად არ თამაშობდა თავის სტილს, რაც კი მე აქამდე მინახავს.. გერმანია იმ დღეს გახდა იტალია, რომ დაუმარცხებელი მეტოქისთვის რაიმე მოეხერხებინა, ოღონდ არ წაეგო და ყველაფერზე თანახმა იყო; და გაუმართლა ამ ტაქტიკამ..გერმანიამ იმ დღეს იტალიას არ აცალა ყოფილიყო ეს “ფარული მეორე ნომერი”, იმ დღეს აძურის ფაქტიურად არ მისცა კონტრშეტების საშუალება. გერმანიამ თავისი სახე დაკარგა, მაგრამ შედეგი დადო (არაფერია დასაძრახი შედეგზე თამაშში, არც იტალიის, არც გერმანიის მხრიდან, არც სხვა ვინმეს მხრიდან). ალბათ ასე რომ არ მომხდარიყო, ზეგისთვის იტალია-საფრანგეთს დაველოდებოდით..ისე კი მგონია, რომ თუ გერმანია დარჩა იმ დღის როლში, ის საფრანგეთთან აუცილებლად წააგებს, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა.

ბოლოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ შედეგი უნდა მივიღოთ (სხვა რა გზაა). ბუფონის და ბარძალის ცრემლები ეს ცხელ გულზე მოწოლილი გულწრფელი ემოციაა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის მოტივაციას.

სტატიის მიწურულს იტალიის მესამე დიდი უპირატესობის შესახებ მინდა დავწერო: ესაა გამორჩეული პიროვნება და მოთამაშე, რომელიც ქმნის აძურის სახეს და ატმოსფეროს გუნდში, რომლითაც მხოლოდ ტიფოზები კი არა, მეტოქეც კი აღფრთოვანებულია და პატივისცემას გამოხატავს; ასეთები ყოველთვის ჰყავდა იტალიას და ამ უკანასკნელ ჩემპიონატზე ჩემთვის ესენი იყვნენ: ჯიჯი, ანდრეა და დანიელე.. გვარებს თქვენც მიხვდებით..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

11 კომენტარი

  1. rmzjuve says:

    ავტორს დიდი მადლობა. კარგათ გამოხატავ რაც უმრავლესობა განვიცდით. ერთს ვიტყვი რაც იტალიას ვგულშემატკივრობ(1990 წლიდან) ასეთი ერთმუშტად შეკრული გუნდი არმენახე. ფორცა კონტე და ბიჭებს სუყველას.

  2. ანონიმური says:

    საღოლ ავტორ კარგი სტატიაა მადლობა

  3. User234 says:

    კარგი სტატიაა. ვეთანხმები ავტორს. მოტივაცია ზუსტადაც რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია თუკი საერთოდ მთავარი არა… და რათქმაუნდა მრავალი სხვადასხვა ფაქტორებისა თუ ელემენტების ერთობლიობა ქმნის შედეგს

    რა გასაკვირია, რომ ბოლოსდაბოლოს დაეწყოთ მოწინაღმდეგეებს იტალიური ტაქტიკის შესწავლა, სხვა გამოსავალი აღარ იყო ალბათ :mrgreen:

    ასე მაგალითად, ბელგიის ნაკრებს რომ მდგრადი და გამართული ტაქტიკა/სათამაშო სტრატეგია ჰქონოდა, ალბათ ტურნირის უმთავრესი ფავორიტი იქნებოდა

  4. ანონიმური says:

    =ტიგრან=პროსტა არმიკვარს. ისრომ ასე კოფილიკო და რამე. მაგრამ ერტი ნაგდია მარკიზიო-ვერატი რომ კოილიკვნენ ხალხიც მეტს ნახავდა. და იტალიაც იმენა დაანგრევდა ნებისმიერს, ამევროზე გადასარევი და იტალიაზე მეტი არავინააააა.

  5. ანონიმური says:

    ტიგრან-სრულად ვეტანხმები ავტორს.მეორე დგესვე ვტკვი გერმანიას ეშინოდატკო.და პირლოკარადა დეროსიც საკმარისი იკო რომ სახლში გაგვეშვა,მიტო გამოიკვანა ლიოვმა 6 ნახ.მცველი,ლიოვმაც იცის ტავის საკმ.

  6. იუვენტინა says:

    პირლოს ასისტები და კუთხურები რომ გვქონდოდა გერმანიას კუთხეში დასჯილი ბავშვივით ავაყუდებით და გავაბუნძულებდით სახლში, მაგრამ არაუშავს. გაუმართლათ ამჯერად და მომავალში იტალია კიდევ იზეიმებს მრავალ ჩემპიონობას. ფორცა აძური!!!

  7. ანონიმური says:

    პპ

  8. ანონიმური says:

    რამე კრიმინალური დავწერე ? კომენტარი რო წამიშალეთ? :lol:

  9. bususa44 says:

    italias kontrshetevebis sashvaleba ar misca magram penlebshi gamarjveba gaetvalot aramgonia. ubralod gaumartlat :forza:

    • ანონიმური says:

      არა, გათვლით მაგას ვერ გათვლიდა, მაგრამ უკეთესი გზა არც ჰქონდა. უნდა მოეფიქრებინა რამე განსხვავებული, რომ გაენეიტრალებინა იტალია; სხვა შემთხვევაში უეჭველი წააგებდა და ამ შემთხვევაში შანსი მიეცა და გაუმართლა.

  10. Del_Piero Del_Piero says:

    მეორე ანდრეაც რომ გვყოლოდა გერმანელები იტირებდნენ თამაშის შემდეგ. გვარს თქვენც მიხვდებით. :)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »