თქვენს წინაშეა მარკო პიაცა!

მეგობრებო, უმჯობესია ცოტახნით მოვწყდეთ სატრანსფერო ბატალიებს და ყურადღება მორიგ ახალწვეულს მივაქციოთ. ეს კი გახლავთ მარკო პიაცა:


მარკო დაიბადა საბრძოლო ხელოვნების მქონე ოჯახში.. დედა ძიუდოისტი, ხოლო მამა მებრძოლი.. თუმცა შვილმა არ ინება მსგავსი სპორტით კარიერის აწყობა.. მას ფეხბურთი უფრო აინტერესებდა და ამას დასაბუთებულად ხსნის:

“ვფიქრობ არავინ იცის თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო რესლერი.. აი ფეხბურთელის კარიერა და პოპულარობა კი ყველასათვის ცნობილია.. მშობლები გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და ხელი არავის შეუშლია”..

პიაცა საკუთარ სურვილს გაჰყვა და ზაგრების დინამოს ერთ-ერთი ნათელი ფიგურა გახდა.. იგი თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ მოდრიჩის, ჰალილოვიჩის, კოვაჩიჩის და ჩორლუკას გვერდით..

მიუხედავად იმისა, რომ იგი დინამოს აკადემიის წევრი მალევე გახდა, მას 2005-2009 წლების განმავლობაში ორჯერ მოუხდა სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობა.. მარკოსთვის მთავარი რეგულარული ასპარეზობა იყო და გადაწყვეტილებაც ამ კუთხით მიიღო:

“არასოდეს მსურდა სათადარიგოთა სკამზე ყოფნა.. როდესაც ზაგრების რიგებში მსგავს ატმოსფეროში მოვხვდი, გადავწყვიტე სხვაგან გადავსულიყავი. მთავარი იყო რეგულარულად მეთამაშა და პროგრესირება გამეგრძელებინა. პირადად ჩემთვის უმჯობესია მოკრძალებულ გუნდში ვირჯებოდე, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე ვხმებოდე”..

ZET-ს ლოკომოტივი მოჰყვა.. რომლის რიგებშიდაც მისი დებიუტი 2012 წელს შედგა. ორ მომდევნო სეზონში მან 51 შეხვედრაში ითამაშა და ჯამში 9 გოლი გაიტანა. 2014 წლის ზაფხულში კი ბრუნდება დინამოს რიგებში.. ეს იყო მომენტი რომელსაც დიდხანს ელოდა: პირველ ორ მატჩში გატანილი გოლი და მარკო ძირითად შემადგენლობას საბოლოოდ უშინაურდება. ორი აზრი არაა რომ იგი კლუბის საკვანძო ფიგურა ხდება. ხმები ახალ ხორვატ ტალანტზე გაორმაგებული რაოდენობით გავრცელდა. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ევროპა ლიგაზე სელტიკის წინააღმდეგ თავი ჰეთრიკით გამოიჩინა.. მარკო შოტლანდიელთა დაცვისთვის ნამდვილი კოშმარი გახდა..

დინამოელთა რიგებში გატარებულ ორ სეზონში პიაცამ საბოლოო ჯამში 60 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლი გაიტანა. მისი წარმატებული ასპარეზობა არც ხორვატიის ნაკრების თავკაცს გამოჰპარვია და იგი მთავარ გუნდში იხმო.. საგულისხმოა, რომ მარკოს დებიუტი 2014 წელს კვიპროსის წინააღმდეგ შედგა.

ძლიერი მხარეები

ფეხბურთელს ძალიან უყვარს ფლანგიდან ცენტრში შეწევა და ბურთის მუშა ფეხზე გადატანა.. მას უყვარს როგორც ეპიზოდის ინდივიდუალურად დასრულება, ასევე პარტნიორის იდეალურ პოზიციაზე გაყვანა.. სწრაფი მანევრირებების და გამორჩეული ტექნიკური არსენალის ხარჯზე, მარკო მინდორზე სხვაობას ჰქმნის, რითაც მეტოქისთვის ნამდვილ შტორმს წარმოადგენს. გავიხსენოთ მისი ასპარეზობა ევრო 2016-ზე როდესაც ესპანელთა წინააღმდეგ საკუთარ ანგარიშზე 7 წარმატებული ცრუ მოძრაობა მიითვალა..

არ არის საკმარისი? მაშინ შეხედეთ მის ფიზიკურ კონდიციებს.. ვინგერისთვის არა დამახასიათებელი 186 სმ და ფიზიკური მდგრადობა, მას გამორჩეულ თვისებებს სძენს.. ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში, საკუთარი გაბარიტების გამო იგი ხშირად რჩება გამარჯვებული.

თუმცა, მას სიზუსტის კუთხით მომატება მართებს.

სუსტი მხარეები

პირდაპირ რომ ვთქვათ პიაცა ეგოისტური ფიგურაა (გახსოვთ რას გეუბნებოდით #ForzaLive-ს ჩართვის დროს?) მას ხშირად საყვედურობენ, რომ ბურთს ზედმეტად ათრევს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.. მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც უნივერსალურ ფეხბურთელს ისე აღიქვამენ, ფაქტია პიაცა წარმატებულად მარცხენა ფლანგზე ირჯება.. იყო მცდელობა 10-იანზე და მეორე ფორვარდზეც, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ მას გადაცემებთან დაკავშირებით მომატება მართებს. თუმცა, იგი ახალგაზრდაა და პროგრესირებას ჭკვიანი სპეციალისტის ხელში აუცილებლად მოახერხებს.. ალეგრი კი ასეთ დროს უდაოდ მისწრებაა..

იცით თუ არა რომ?

პიაცა საკუთარ ანაზღაურებას მშობლებს აძლევს:

“დიახ, მთელ თანხას მათ ვაძლევ.. დიდი მოთხოვნები არასოდეს მქონია.. ჩემი ერთადერთი სისუსტე მანქანებია”..

ისინი ამბობენ:

როდესაც ბაიერნი ზაგრებს შეხვდა და გერმანელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს, მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ მარკო პიაცა განსაკუთრებულად შეაქო:

“განსაკუთრებული ნიჭის პატრონია და მას დიდებული მომავალი ელის”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. Claudius Galenus says:

    ეს პიაცა კი არა ტერმინატორი ყოფილა)

  2. მილანისტა says:

    “არასოდეს მსურდა სათადარიგოთა სკამზე ყოფნა.. როდესაც ზაგრების რიგებში მსგავს ატმოსფეროში მოვხვდი, გადავწყვიტე სხვაგან გადავსულიყავი. მთავარი იყო რეგულარულად მეთამაშა და პროგრესირება გამეგრძელებინა. პირადად ჩემთვის უმჯობესია მოკრძალებულ გუნდში ვირჯებოდე, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე ვხმებოდე”..

    სათადარიგოთა სკამი თუ არ უნდოდა და მოკრძალებულ კლუბში ძირითადს ეძებდა რაღა იუვეში მიდის… :smile::smile:

  3. Lb19 says:

    პიაცა საკუთარ ანაზღაურებას მშობლებს აძლევს.
    ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა :love:

  4. ანონიმური says:

    ამისგან ალეგრი სუპერ ფეხბურთელს გააკეთებს

  5. Shako says:

    რაღაც ხასიათიანი ფეხბურთელია!!!))) გამოთლიან ამისგან რამეს… :yes: :up:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »