10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იუვეს ისტორიაში

ტურინული ვნებათაღელვის პარალელურად , რომლებზეც ჩვნც არანაკლებად ვღელავთ და ვდარობთ, მოდით გავიხსენოთ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებმაც თავის მხრივ გაამართლეს, ან ვერ გაამართლეს ხელმძღვანელობის იმედები:


* მარსელო სალასი(ცენტრალური თავდამსხმელი), მისი ტრანსფერი იუვეს 2001 წელს 21.25 მილიონი ევრო დაუჯდა , 18 შეხვედრა 2 გატანილი გოლი მისი ტურინული 3 წლის განმავლობაში.
* ალექს სანდრო-წინა წელს ბრაზილიელის “პორტოდან” მოყვანა, ჯუზეპე მაროტას 22 მილიონი ევრო დაუჯდა , ჩაატარა ამდენივე შეხვედრა და ერთი წელია, საკმაოდ კარგად ირჯება, ალეგრის საყვარელ 3-5-2 სქემაში.

* მარკო დი ვაიო-ერთ დროს ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელის ტურინული გზა, არ აღმოჩნდა ის გზა რასაც ხელმძღვანელობა ელოდა, ფეხბურთელმა თავიდან კარგად დაიწყო , მაგრამ ტრეზეგეს დაბრუნების შემდეგ დაკარგა ადგილი და სათამაშო ფორმა. 2002 წელს იუვეს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდა , მარკომ 2 სეზონში ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

* დიეგო რიბასი და კუნია(დიეგო)-ბრაზილიელი ფეხბურთელი რომელიც ვერდერში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა, ალბათ არის იუვეს ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი, მან ვერაფრით შეძლო იტალიურ “პიცასთან” შეგუება და ერთ წელიწადში ისე გაქრა , როგორც “პატარა ხორცი სოუზში”. 2009-10 წლების სეზონში, 33 შეხვედრაში 5 ჯერ გამოიჩინა თავი და ბრემენელ “მუსიკოსებს” შეუერთდა.

* ემერსონი- 2004 წელს ბრაზილიელი იუვეს რომადან 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა , ვარსკვლავურ იუვეში მან 2 სეზონი დაჰყო და მეტნაკლებად შეძლო თავის წარმოჩენა , ჩაატარა 67 შეხვედრა და თავი 4 გოლით დაგვამახსოვრა. 2006 წელს ის მადრიდში გაასხვისეს.

* მირალემ პიანიჩი- წელს იუვენტუსს შემოუერთდა ბოსნიელი ფეხბურთელი, რომელის ტრანსფერიც რომადა 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული, საოცრად ნიჭიერი ნახევარმცველის ხელმძღვანელობას დიდად ეიმედება. წარმატებები ვუსურვოთ მირას!

* პაულო დიბალა- არგენტინელი ტალანტი , რომელზეც რა უნდა ისაუბრო იმაზე მეტი რასაც თავად აკეთებს მოედანზე , დახვეწილობა, ტალანტი, ტექნიკა, ცივსისხლიანობა და ერთგულება. ყველაფერი აქვს პაოლოს იმისთვის, რომ ეცვეს იუვეს 10იანი. მისი ტრანსფერი პალერმოდან 35 მილიონი ევრო დაჯდა.

* პაველ ნედვედი-ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგგუნდში მოვიდა ჩეხი ფეხბურთელი , რომელმაც დაწერა მისი ისტორია , შექმნა ეპოქა , მოიგო ოქროს ბურთი და მაკ მანამანი რომ არ დაბადებულიყო , ალბათ მესამე ჩემპიონთა ლიგის თასითაც მოვიწონებდით თავს. 2001 წელს ლაციოდან მისი ტრანსფერი 36 მილიონი ევრო დაჯდა. 247 შეხვედრაში მოირგო იუვეს მაისური და გაიტანა 51 გოლი, კარიერაც აქვე დაასრულა.

* ლილიან ტურამი- უდაოდ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იუვეს პარმადან 2001 წელს შეუერთდა 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ჩაატარა რა 144 შეხვედრა, გაიტანა 1 გოლი. 5 წლის შემდეგ მან კატალონიას მიაშურა.

* ჯიჯი ბუფონი- ჯერჯერობით ყველაზე ძვირი და ყველაზე გამართლებული ტრანსფერი, ადამიანი ლეგენდა, ადამიანი ემოცია, 11 იმედგაცრუების 1 ბილეთი, ადამიანი რომელმაც არამარტო იუვენტუსის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორია დაწერა , პლანეტის საუკეთესო მეკარე და შემიძლია კიდევ 10000000000000 საქებარი სიტყვის თქმა მისი დახასიათებისთვის. 2001 წელს ის პარმდან შეუერთდა იუვეს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ და დღემდე ერთგულად დგას მისი კარის სადარაჯოზე.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. დათო says:

    ისიც უნდა ითქვას, რომ 1990 წელს ფიორენტინადან იუვეში გადავიდა რობერტო ბაჯო, რომელშიც იმ დროს იუვემ რეკორდული თანხა გადაიხადა მსოლფიო მაშტაბით (8 მილიონი ევრო)

  2. 10-means-alex says:

    საიდან ამხელა იმედები იგუაინზე ვერ ვხვდები

  3. ანონიმური says:

    ავტორ გაიხარე კარგი სტატია დადე

  4. ანონიმური says:

    94 მილიონად შელოთ ეყიდათ ვიტცელი, რნატუ სანჩეზი, ალექსისი, ბელოტი, კუადრაო, არ გავარტყი იგუანს :დ

    • Misantrope says:

      ვინებიც ჩამოთვალე არცერთი არ არის ტოპ კლასის , ერთი იგუაინი მირჩევნია ყველას. ალექსის რაც შეეხება ის ყველაზე ნაკლებად ჭირდება იუვეს

      • ანონიმური says:

        იგუაინის ტოპობამ არ გაიშვას, ტიპს ბენზემა ახეხინებდა სკამს ამით ყელფერია ნათქვამი :დ

        • Misantrope says:

          ბენზემაზე უკეთესი თავდემსხმელი ვინ გეგულება ? ;დდ

          • ანონიმური says:

            სუარესი, ლევანდოვსკი, ზლატანი, აგუერო, კავანი და ა. შ. :)))

          • Misantrope says:

            ლევანდოვსკი შეიძლება კიდევ ))) მაგრამ ეგეც აღარ მომწონს. )))

        • ოცეოლა says:

          დიდანს ტრამვირებული იყო, თითქმის მთელი წელი და უცებ ვერ ჩადგა ფორმაში, თორე ბენზემა დასმული ჰყავდა სკამზე მყარად. რეალის ჩემპიონობაშიც ლომის წილი დაიდო.

    • ანონიმური says:

      ყოველშემთხვევაში ძმაო იგუაინი 94 მილიონი ნაღდად არ ღირს, რო იყოს 25 წლის მაინც ბაზარი არაა, მაგრამ მგონია რო თავისი თამაში ითამაშა უკვე მაგან წინა სეზონში და ამოწურა ტავი)))

  5. ანონიმური says:

    28 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადადა, რომელიც მაქსიმუმ ორ სეზონს ითამაებს მაღალ დონეზე ცოტა გაუგებარია. ამხელა თანხა გადაეხაოს იტალიურ კლუბს ფებუთელში მე არ მახსოვს და რას ელიან ამ საუალო დონის ფებურთელისგან რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს ალავებს ვერ გამიგია

  6. Misantrope says:

    ძალიან მეიმედება იგუაინის. წლებია არ გვყოლია ტოპ 9იანი

  7. Lb19 says:

    1-იგუაინი-90 მილიონი :chuvak: კაცი რომელიც იუვეს იდეალურს გახდის და ორ წელში მინიმუმ 1 ლიგას მაინც დაგვადებინებს :forza: :forza: :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »