“იუვე” მზადაა იგუაინის ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაადასტუროს

დღეს, 25 ივლისს გონსალო იგუაინი დიმაროს ბაზაზე “ნაპოლის” განკარგულებაში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ნეაპოლში არგენტინელი ფორვარდი არავის შეუნიშნავს..

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსს” პიპიტას ტრანსფერის თაობაზე თითოეული დეტალი შეთანხმებული აქვს და მზადაა, უახლოეს 48 საათში ოფიციალურად წარადგინოს ახალწვეული.როგორც სჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა არ ისურვა და გამოსასყიდ 90 მილიონ ევროს ორ ნაწილად მიიღებს.შეგახსენებთ, რომ ვინოვოს ბაზაზე ხვალიდან ბრუნდებიან ევროპის ჩემპიონატის გამო შვებულებაში მყოფი ფეხბურთელები, ოთხშაბათიდან მათ სავარაუდოდ იგუაინიც შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” სამწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრები ყოველ დღე იკრიბებიან და 28 წლის ფორვარდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.ისინი თავიან მცველს, ლორენცო ტონელის თხოვენ რომ პიპიტას ფეხები დაამტვრიოს.

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    იგუანია ჩვენია ვსო და მაგ ტონელს ფეხებს იქით მოატეხავს

  2. mgel piero mgel piero says:

    აბა ნამდვილი არგენტინელი იუვეში არ ითამაშებსო? (მარადონა) :lool: :lool:

  3. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    ტრენტინოში სასტუმროზე ნაპოლის ბანერი იყო და იგუაინს თავი წააცალეს :lool:

  4. ozurgetelifani_10 ozurgetelifani_10 says:

    მაგ ტონელი იქნება ფეხებშუა ბადე დაჭირდება პიპიტასგან :lool: :lool: :lool:

  5. ALLENATORE ALLENATORE says:

    ))))))))) ნაპოლიში ნაგვის მანქნებს პლაკატი აქ იკან დიდი მიკრული იგუაინის :D:DD: ))

  6. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    ტონელი ფრთხილად იყოს უცბად მანჯუკიჩის არ მოხვდეს :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »