2001-2002 წლების სეზონი და მისი მსგავსება მიმდინარე 2016-2017 წლებთან

რა პარალელები და მსგავსებაა?
ან რა იგულისხმება?

რა იყო 15 წლის უკან და რა არის დღეს?

15 წლის წინ იუვენტუსში დაბრუნდა დიდი დონ მარჩელო ლიპი, გუნდმა გაყიდა ზინედინ ზიდანი და დადო ოთხი ძვირიანი ტრანსფერი:

ბუფონი – პარმა, 45 მილიონი ევრო…

ტურამი – პარმა, 36 მილიონი ევროს…

ნედვედი – ლაციოდან, 36 მილიონი ევრო…

სალასი – ლაციოდან, 21.25 მილიონი ევრო…

# ჩამოთვლილი ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 138.25 მილიონს შეადგენს, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ პატარა თანხა არ არის…
# ოთხივე ფეხბურთელი სერია-Aში ასპარეზობდა…
# გუნდი დატოვა ფრანგმა! ხაზს ვუსვამ ,,ფრანგმა” უნიჭიერესმა, მსოფლიო-ევროპის ჩემპიონმა, ზინედინ ზიდანმა, რომელშიც იუვენტუსმა იმ დროისათვის რეკორდული (66 მილიონი) თანხა აიღო…

რა ხდება 15 წლის შემდეგ?

# იუვენტუსი ხარჯავს, მისთვის უჩვეული რაოდენობის თანხას, არ ვაფიქსირებ ციფრს, რადგან ჯერ კიდევ წინ ბევრი ტრანსფერი გველოდები, ყიდვა/გაყიდვა, მაგრამ 100-იან ნიშნულს გადაბიჯებული გვაქვს…
# გუნდის შეტევის ხაზი კომპლექტდება სერია-Aში მოასპარეზე იგუაინი-პიანიჩით
# 120მილიონის სანაცვლოდ, გუნდის დატოვების პირასაა ,,ფრანგი” უდიდესი ტალანტისა და მომავალის მქონე პოლ პოგბა…

ანუ რა პარარელებსა და მსგავსებებზეა საუბარი???

როგორც 15 წლის წინ, წელსაც იუვენტუსი დიდ თანხას ხარჯავს, თუ მაშინ იუვენტუსის საერთოდ დაბრუნებამ მოითხოვა დიდი დანახარჯები, ახლა იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ითხოვს დიდ ინვესტიციებს. თუ მაშინ ნედვედი-სალასი მოვიდა იუვენტუსში, წელს პიანიჩი-იგუაინი მოვიდა. თუ მაშინ ფრანგმა ზიდანმა დატოვა სარეკორდო თანხად იუვენტუსი, წელს ასევე სარეკორდო თანხად, ასევე ფრანგი პოლ პოგბა ტოვებს იუვენტუსს…

მაშინდელ დიდ ინვესტიციებს უკვალოდ არ ჩაუვლია და იუვენტუსი პირველსავე წელს დაუბრუნდა კუთვნილ ,,პირველ” პოზიციას…

რას იზამს წლევანდელი დიდი ინვესტიაა? დაველოდოთ 2017 წლის მაისს და ერთად ვიხილოთ ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ❤

კეთილი სურვილებით თქვენი Qasra

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. khvichia G10 says:

    მაგის მერეც არაფერი მოგვიგია . . არც ამის მერე მოვიგებთ რამეს (სამწუხაროდ)

  2. Alexs says:

    Hamshiki dalian momwons.mara mag transperis ar mjera..ar gamova eg.albat vitsels moiyvanen da amit dasruldeba chveni wlevandeli vawroba

  3. Alexs says:

    Hamshiki me dalian momwons magram eg transperi ar shedgeba..vizenebzec iyo saubari centrshi vitsels da gomeshs d mag kamandas mgoni jobs..

  4. DYBALA says:

    იმედია კიდევ ფინალში არ გავისხამთ თუ გავედით :blin: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. 10_means_alex says:

    ჰამშიკი პოგბას როგორ ჯობია? ნუ მიდიხართ ხოლმე მთლად უტოპიაში

  6. ანონიმური says:

    მოვიგებთ წელს ლიგას აუცილებლად

  7. გიო says:

    ხოდა ჰამშიკი მოიყვანონ ეგ იქნება ჩვენი ახალი ნედვედი. პოგბასაც ჯობია ჰამშიკი მეთუ მკითხავთ. თან ეგ და პიპიტა შეთამაშებულები არიან. პიანიჩი მარკიზიო ხედირა ჰამშიკი წინ დიბალა პიპიტა :forza: მარა სავარაუდოდ ვინმე ბანძ ვიტცელს ან მატიჩს მოიყვანენ :lool: :blin:

  8. Misantrope says:

    არა დივაიო ტრეზეგე რო დაიმტვრა მაშინ მოიყვანეს. 2002 შHი

  9. ALLENATORE ALLENATORE says:

    იმავე წელს დივაიო მოიყვანეს თუ კარგად მახსოვს 25 მილიონი გადაიხადეს )

    • QASRA says:

      მისანტროპემ გიპასუხა უკვე :)

      მარკო დი ვაიო-ერთ დროს ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელის ტურინული გზა, არ აღმოჩნდა ის გზა რასაც ხელმძღვანელობა ელოდა, ფეხბურთელმა თავიდან კარგად დაიწყო , მაგრამ ტრეზეგეს დაბრუნების შემდეგ დაკარგა ადგილი და სათამაშო ფორმა. 2002 წელს იუვეს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდა , მარკომ 2 სეზონში ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

დატოვეთ კომენტარი გიო

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »