Blah Blah Blah ან იტალიურ გერმანულ ინგლისური სამკუთხედი

ყურადღება!!! სტატია შეიცავს შეთქმულების თეორიას …


ყველამ იცით კომპანია Adidas-ი. რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთზე უშაოლოდ ამ სპორტში ჩვენ ვიცნობთ adidas როგორც „ბაიერნის“ „რეალის“ „მანჩესტერის“ „იუვენტუსის“ და სხვა დიდი კლუბების სპონსორს, ასევე ტოპ ფეხბურთელების „სუარესის“ „მესის“ „პოგბას“ და სხვების. სპონსორად, ზუსტად ჩვენს მიერ ბოლო დასახელებულ ფეხბურთელზე წავა ლაპარაკი, დიახ არ შეცდით ლაპარაკი გვექნება იუვეს შავ მარგალიტზე სახელად პოლ პოგბა.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი:

2016 წლის 16 მარტს პოგბამ გააფორმა კონტრაქტი Adidas თან, ამ დღიდან პოგბა გახდა Adidas ის სახე და რეგულარად იღებდა მონაწილეობას მის სარეკლამო აქციებსა თუ რგოლებში. რა თქმა უნდა ეს რეკლამები იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო, ვიცი ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რატომ არის საინტერესო პოგბას რეკლამები ახლა როდესაც ის ასე ახლოსაა წითელ ეშმაკებში გადასვლასთან, დამიჯერეთ მეც იგივე კითხვა გამიჩნდა კითხვისას და როდესაც ბოლომდე წავიკითხე თვითონ სტატიამ მიპასუხა კითხვებზე ასე რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად და ყურადღებით დავაკვირდეთ.

20 მაისი 2016 წელი Adidas მა თავის ოფიციალურ youtube არხზე განათავსა ვიდეო რომელიც ეძღვნებოდა მის ახალ სარეკლამო კამპანიას რომელსა First never Follows. ერქვა რომელიშიც მონაწილებას იღებდა პოლ პოგბა მესუთ იოზილი და ლუის სუარესი. აი როგორ იყო ეს ყველაფერი:

სხვათა შორის ვიდეოს იღებდნენ სადღაც აპრილის შუა რიცხვებში ამ ყველაფერზე მსჯელობა შეგვიძლია პოგბას ვარცხნილობიდან გამომდინარე, ეს ელემენტარულია შევადაროთ სურათი: ვიდეო რგოლიდან სურათს მატჩიდან იუვე პალერმო რომელიც 17 აპრილს გაიმართა ასევე ყურადღება მიაქციეთ შავთეთრ კურტკას სურათი N2 ში:

შემდეგი სარეკლამო რგოლი Adidas ის და პოგბასი ამ სარეკლამო კომპანიის ფარგლებში გამოვიდა 9 ივნისს 2016 წელს, ეურო 2016 ის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, უმეტესობა ფრაგმენტები არის ძველი ვიდეოდან მაგრამ ასევე არის ახალი კადრებიც ვუყუროთ ვიდეოს:

და ისევ და ისევ იგივე ვარცხნილობა, აქედან ვადგენთ რომ ეს ვიდეოც გადაღებულია აპრილ.. მიაქციეთ ყურადღება სიმბოლურ სიტყვებს ვიდეოში “All to make a name for yourself. it’s nothing

doing. it that matters it’s how you do it”. „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენი სახელი ისმოდეს, მთავარი არააა რას აკეთებ არამედ როგორ აკეთებ“. ასევე დავიმახსოვროდ აუცილებლად.. ღირს ავღნიშნოთ, რომ Adidas ი თავისი სარეკლამო კამანიით First Never FollowsAdidas „ეთამაშება“ საინფორმაციო საშუალებებს, ღიად და გულახდილად დასცინის მათ. კომპანია თავის სარეკლამო კამპანიაში იყენებს „ტრენდს“ Blah Blah Blah, რითაც თითქოს აფიშირებას უკეთებს იმ ხმაურს და გამოუსადეგარ სიტყვებს რომლებიც გამოუსადეგარ ჭორებში ისმის ფეხბურთელებსა თუ სტატიებით რომლებითაც აჭრელებულია ყველა სპორტული საიტი თუ გაზეთი, ვიდეოს დასაწყისში გაზეთის ნარჩენებიდან რომელზეც იკითხება Blah Blah Blah გაკეთებულია სვავები რომლებიც ბურთს ძიძგნიან, რაც არის მეტაფორა იმ ჩურჩულის თუ ჭორების რომლებსაც საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, მაგალითისთვის ავიღოთ ვიდეო რომელიც რეალზე იყო მიძღვნილი, სადაც ვხედავთ ვიდეოს დასრულებამდე ზიდანი იცინის ჟურნალისტის მიკროფონთან

დამეთანხმებით რომ ნამდვილად ორაზროვანი ვიდეოა, ან თუნდაც ვიდეო ჩელსიზე და დიეგო სადაც გვხდება იგივე სიტყვები Blah Blah Blah ჭორებით დაუკმაყოფილებელ პუბლიკისგან

და აი როგორც იქნა ჩვენ მივედით მთავარ მიზეზთან თუ რატომ იყო ამხელა შესავალი საჭირო ივნისის დასასრულს ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებსა თუ საინფრომაციო საშუალებების გვერდები აჭრელდა ინფორმაციით რომ პოგბა მანჩესტერში გადადის, რაც იუვეს ქომაგებისთვის არც თუ ისე უცხოა რადგან არცერთი სატრანსფერო ფანჯარა არ გაღებულა და არ დაკეტილა ისე რომ პოგბასთვის ორპირი ქარი არ მოეწყო და ასევე დაიწყო 2016 წლის სატრანსფერო ფანჯარა, მაგრამ სერიოზულად არცერთი არავის არ განუხილია რადგან იუვე თავის შავ მარგალიტს ბოლომდე უფრთხილდებოდა.

ასევე საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო, რომ პოგბა არ მოისურვებს იმ გუნდში დაბრუნებას სადაც მას ზურგი შეაქციეს და ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ პოგბა არ ისურვებდა ისეთ გუნდში გადასვლას რომელსაც საუკეთესო წლები არ უდგას და წითელი ეშმაკები მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობენ იმ დიდების დაბრუნებაზე რომელიც მათ სერ ალექსის დროს ქონდათ, რადგან წლიდან წლამდე დეგრადაციას განიცდიდნენ და ტიტულებზე ლაპარაკიც ზედმეტია როცა ისინი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი შეიცვალა იუნაიტედში მივიდა ახალი მწვრთნელი ზუსტად ის განსაკუთრებული ჟოზე მოურინიო, და კლუბმაც მაშინვე განახორციელა ხარისხიანი გასროლები, მათ დაიმატეს მხითარიანი დორტმუნდიდან და უბერებელი ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მკითხველმა როდესაც ეს ორი გვარი წაიკითხე ყველას ერთი პიროვნება გააახსენდა როგორც მე, რა თქმა უნდა ეს მინო რაიოლაა რომელიც ამ ორივე ფეხბურთელის აგენტია და ამ ამბების მერე ინგლისური შტრურმი იწყება პოგბას ტრანსფერზე რადგან პოგბას ტრანსფერი უკვე აღარ ჩანდა არარეალური, კლუბმა დაისახა დიდი მიზნები და ამისთვის მათ რათქმა უნდა კიდევ ჭირდებათ ხარისხიანი გასროლები და ეს არ უნდა ყოფილიყო მათთვის პრობლემა რადგან ფულთან ნამდვილად არ უჭირთ..

საინფორმაციო გამოცემები გამუდმებით წერდნენ რეკორდულ შემოთავაზებებზე რომელსაც მანჩესტერი იუვენტუსს თავაზობდა ასევე არ ნახულ ხელფასს თვით პოგბას ნისლიან ალბიონზე გადაბარგების სანაცვლოდ.
ამაზე წერდნენ და წერენ ყველაზე სანდო და გადამოწმებული საიტები, პირველ რიგში გამოიყოფა ჯანლუკა დიმარციო რომელიც ამტკიცებდა რომ „მანჩესტერმა მიაღწია შეთანხმებას პოგბასთან და არა
იუვენტუსთან“, „კლუბები ვერ შეთანხმდნენ რაიოლას საკომისიოზე“, „ტრანსფერი უნდა დაიხუროს 48 სააათში“, „პოგბა მზადაა გაიაროს მედ შემოწმება“, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ვკითხულობთ და ვისმენთ ერთი თვეა დაუსრულებელი 48 საათი, ამ ყველაფრის მერე თვით მინო რაიოლა საკუთარი პერსონით ჩნდება სოციალური ქსელის გვერდებზე. ბევრს არ აწერს მაგრამ მშვიდად ასხავს ბენზინს

პოგბას ტრანსფერი დახურული არა მხარებს შორის არ არის შეთანხმება, Blah Blah Blah მინო?

და აი ისევ 48 საათის წრეზე დავდივართ, ღირს ვთქვათ რომ საინფორმაციო გამოშვებები იუწყებიან რომ გაჟონა ინფორმაციამ თითქოს მადრიდის რეალიც აპირებს ამ ტრანსფერში ჩაბმას მაგრამ ამ ჭორზე შორს ეს აზრი არ წასულა, მაგრამ ღირს ავღნიშნოთ რომ რეალიც და მანჩესტერიც სიამაყით ატარებენ მკრდზე წარწერას Adidas.

თვითონ პოგბა ამჯობინებს დაიცვას სიჩუმე, პოლი ტკბება დამსახურებული არდადეგებით USA ში კერძოდ MIAMI ში, იმ დამღლელი სეზონის შემდეგ რაც მან გამოიარა, პოგბას სოციალური ქსელი კი სულ სხვა რამით არის აჭრელებული ის თამაშობს კალათბურთს ხვდება NBA ს ვარსკვლავებს და რა თქმა უნდა ისვენებს მინოსთან ერთად აუზში.. ისევ ორაზროვანი სურათი ორ აზროვანი დასახელებით „ჩვენ ვამბობთ ყველაფერს, ისე რომ არ ვამბობთ არაფერს“:

და მოდი დავფიქრდეთ რას ნიშნავს ეს? ნუთუ იგივე მომენტია როგორც გონსალოს ტრანსფერზე როცა გონსალომ დუმილი დააღვია როცა ის უკვე იუვეს ფორმით პრეზენტაციაზე იჯდა? და ანალოგიური სიტუაცია გველოდება პოგბაზეც? დაიცადეთ რამოდენიმე დღის წინ ხო მოხდა რაღაც ძალიან საინტერესო.. ვერ იხსენებთ? 28 ივლისი კომპანია Adidas ი კვლავ თავის გვერდზე ოღონდ ეხლა twitter ზე განათავსა ვიდეო პოლ პოგასთან ერთად და ისევ ის „ტრენდი“ Blah Blah Blah. ვიდეო რგოლში პოლი კითხულობს გაზეთს, რომლის მთლიანი ტექსტი შედგება Blah Blah Blah, მინიშნება სატრანსფერო ჭორებზე? მაგრამ რამაც აფეთქება გამოიწვია ინტერნეტში ეს არის ამ ვიდეო რგოლში მანჩესტერის ხსენებაა, ორი გუნდი რომელიც ახლოს არის არარეალურ გიჟურ თანხად დახურონ ტრანსფერი და აი ისიც ვუყუროთ ვიდეოს:

მოდით ვიდეო დავყოთ ნაწილებად თანმიმდევრობით 1 სცენა ისევ და ისევ სვავები გაზეთიდან ტექსით Blah Blah Blah რომლებიც ისევ ძიძგნიან ბურთს..

2 სცენა პოგბა კითხულობს გაზეთს თავისივე სურათით რომელზეც წერია ისევ ის მაგიური Blah Blah უკვე მერამდენე და პირდაპირი მინიშნებაა ჭორებზე საინფორმაციო გამოცემეში და ამის შემდეგ..

პოლი ფრანგულდა ამბობს „ყოველთვის არ ღირს იმის დაჯერება რასაც გაზეთები წერენ“. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს Adidas ი პირდაპირი ტექსტით გვეუბნება ამაზე, სხვათაშორის ამ სცენის უკანა პლანზე ისმის იტალიელი დიქტორის ხმა ეს ყველა ფული მხოლოდ მასზე? ორი აზრი არა რომ ეს სიტუაცია ერწყმება დღვენადელ სიტუაციას პოგბასთან დაკავშირებით.

3 სცენა პოლი იხსნის მომსასხამის ქუდს ( გახსოვთ როდის გითხარი დაგემახსოვრებინათ პოგბას შავთეთრი სამოსი) და მიდის საფეხბურთო მოედანზე აქ მინდა თქვენი ყურადღება ავღნიშო მცირე მაგრამ ძალიან გამოსადეგარ დეტალზე რა თქმა უნდა პოლის ვარცხნილობაზე გახსოვთ სურათი 17 აპრილის თამაშიდან ასევე რეკლამიდან ეს იგივე ვარცხნილობაა რაც იქ ქონდა პოგბას, აქედან გამომდინარე აქედან გამოდის რომ ეს ვიდეოც აპრილშია გადაღებული ჯერ კიდევ 3 თვით ადრე ვიდრე ჭორები გაისმოდა პოლის ტრანსფერზე..

4 სცენა მანჩესტერ იუნაიტედის ბანერი ნაწერით Blah. და არ გიკვირთ აქ რატომ აღმოჩნდა პოსტერი ნელ ნელა ბურუსი იფანტება და მზის სხივი ჩნდება, რომ Adidas ი თავისი ვიდეოთი პირდაპირ ერწყმის იმ ტრანსფერს რომლის საგაც უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება და რომელზეც ჭორი 3 თვის მერე გაჩნდა გადაღებიდან. რისთვის რა მიზნებისთვის დასჭირდათ ეს? აუცილებლად ასაღნიშნია მარჯვენა ქვედა კუთხეში ბანერზე წერია ახალი სეზონის წლები 2016/2017. MU 2016/2017 და Blah

5 სცენა სახელგანთქმული ინგლისელი რეპერი Stormzy, MU ს სპორტულით ამბობს „გაჩუმდით(დაცულია ცენზურა)

მაშ ასე შევაჯამოთ კლიპი და ვნახოთ თუ რასთან გვაქვს საქმე

ა) ის გადაღებულია აპრილში

ბ) პოგბა გაზეთით ხელში ამბობს რომ არ ღირს ყოველთვის გაზეთების დაჯერება

გ) იტალიელი დიქტორი რომელიც ძალიან ბევრ ფულზე ლაპარაკობს

დ) MU 2016/2017 და რა თქმა უნდა წარწერა Blah Blah Blah, მამაკაცი MU ს სპორტულით რომელიც ყველას ეუბნება რომ „გაჩუმდნენ“. აშკარააა რომ ეს ვიდეო უკავშირდება პოგბა Mu ს სატრასნფერო საგას, ხოლო Adidas მა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ აპრილში. ვინმემ იცოდა აპრილში ამის შესახებ რამე? მე არა თქვენ? მგონია რო არც თქვენ და არც არავინ მსოფლიოში არც გაზეთებმა და არც დიქტორებმა (რატომღაც იტალიელი დიქტორი რომელიც ბევრ ფულს ამბობს მარტო მე მგონია დი
დი მარციო?) და adidas ი ემზადებოდა აპრილიდან ამ ხმაურისთვის თავისი რეკლამებთ.. მეორე ვარიანტი:

ამ ვარიანტით ეთერ კაკულიას დაუწყია Adidas ში მუშაობა..

არსებობს მესამე ვარიანტიც მაგრამ ამხელა დამთხვევების არავის ჯერა. მაგრამ ვინმემ შემახსენეთ როგორ ჩნდება სატრანსფერო ჭორები?

ერთი მიმომხილველი იტყვის და აყვება ყველა მიმომხილველები ხომ თუთიყუშებივით არიან და მინო ისევ დინჯად ამ თუთიყუშებს ლაპარაკს ასწავლის. დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა გაუჭირდება Adidas ესეთი ჭორების ჩაშვება საინფორმაციო საშუალებებში? მითუმეტს როცა ფეხბურთელიც და ორივე გუნდიც მისი სპონსორობის ქვეშ..

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა კანონიერია თუ არა ესეთი მათი ქმედება მაგრამ ოდითგანვე ვინმე გინახიათ ჭორის გამო დაჭერილი ან რამდენი ტრანსფერი არ შემდგარა ამდენი აჟიოტაჟის შემდეგ, ვინ მაგრამ Adidas ი თავიდანვე გვაფრთხილებდა არ ღირს ყოველთვის იმის დაჯერება რაც იწერება გაზეთებშიო და ჩვენ კიდე მათ გასამართლებას ვაპირებთ? Blah Blah Blah? აქედან გამომდინარე Adidas მა შესთავაზა ორივე გუნდს პოგბას ტრასნფერის თემის ექსპლუატაციაში ჩაშვება თავისი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში FIRST Never Follows..

გერმანულმა გიგანტმა 29 ივლის დადო ეს ვიდეო რომელიც ეძღვნებოდა იუვეს და ასევე მის მესამე ფორმას სადაც რეკლამის დასაწყისში დიქტორი (კვლავ იტალიელი) ამბობს რომ პოგბა ღირს ნამდვილად ეს თანხა.. ეს რეკლამი იყო როგორც ტორტზე დადებული ბოლო მარწყვი და სოციალურ ქსელებში ამ რეკლამას დაყვება ფრაზა: Ignore the blah „დააიგნორე blah” ძალიანაც კი გვინდა ყველას ამ რამის გაკეთება:

რამდენი სტატია დაიწერა რამდენი აზრი და სიტყვა დაიხარჯა, რომ ვერავინ ხვდებოდა პოგბას საქციელს რატო უნდა გადასულიყო კომფორტული და ყველა პარამეტრებით მასზე მორგებული..

ტურინიდან ოდესღაც მასზე ზურგ შექცეულ მანჩესტერში, რომელიც ლიგის გარეშეა დარჩენილი და მინიმუმ 1 წელი არ იქნება ლიგაზე, ღირს კი თავისი კარიერით გარისკვა ჯერ კიდევ არ დამტკიცებული პროექტის გამო? გაცვალოს ფაქტიურად გარანტირებული ტიტული და ასეთი სიყვარული ტიფოზების ნისლიან პერსპექტივაში ნისლიან ალბიონზე? ვერავინ ვერ ხვდება რატომ გადაიწია უკანა პლანზე პოგბას კარიერულმა წინ სვლამ მატერიალურმა კი წინ გადმოიწია, ასეთი სცენარით..

პოგბას კარიერის განვითარებას ვერავინ ვერ ხედავს. თუ ყველა ფაქტს ერთად შევკრავთ და ლოგიკურად დავუკავშირებთ ერთმანეთს, მაშინ შეიძლება მივიდეთ იმ სენსაციურ აზრამდე, რომ ჩვენ ვესწრებით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ აფიორას რომელიც პრესაშია აგორებული. მათი მონაწილეები მიიღებენ დიდ შემოსავლებს და რა თქმა უნდა რეპუტაციას, პრესა გაყიდვებს და დიდ აუდიოტორიას.

Adidas ის სარეკლამო კომპანია დაიქოქა და ისეთი მაშტაბით ამუშავდა რომ ფაქტიურად გზაზე გასსრისა თავისი კონკურენტები რომელმაც ამ კამპანიის დროს ძალიან ბევრი არაოფიციალური (ფეხბურთელი რომელიც ჯერ არ გადასულა და მისი მაიკების გაყიდვები) მაიკების გაყიდვებით ძალიან დიდი თანხები აიღო, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაოდოთ რომ პოგბა დაბრუნდება თავისი შვებულებიდან და წყნარად მშვიდად მივა ვინოვოზე და დაიწყებს ვარჯიშს.. ვითომ მშიერი პოლი რომელსაც მსოფლიო მაშტაბის ტიტულები სწყურია ტურინს დატოვებს? პოგბას წინ სვლა და გამარჯვებები სწყურია როგორც თვითონ ამბობდა მითუმეტეს მისი ამბიციებიდან გამომდინარე ის ნამდვილად ვერ იტყვის უარს ვარსკვლავურ იუვეზე რომელიც მის გარშემო აიწყობა და მთავარი ვარსკვლავი ის იქნება..

პოგბას უყვარს ყურადღება და აღიარებს ამას.. უყვარს პირველ გვერდზე ყოფნა.. არ ეშინია რომ ქინება გამორჩეული.. არ დაგვავიწყდეს ის სიყვარული რომელიც გულშემტაკივრებს მის მიმართ გააჩნიათ ტურინში და მართლაც, ყველაფერი ამისთვის კეთდება რომ შენი სახელი ისმოდეს..

 

სტატია მოამზადა რუსულ მასალებზე დაყრდნობით კობა ჭალისურმა

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

78 კომენტარი

  1. VIKING says:

    რაც არ უნდა იყოს ვერატიზე მაინც წამოიწყეს მოლაპარაკება,რა იცი იქნებ გაეხსნას გონება(ცივი ღომი გავუგზავნოთ მაგრა მოქმედებს:))) )სწორი გადაწყვეტილებაა,მაგრამ რთულია მაგის დარწმუნება,ახლახანს რეალს უთხრა მორიდებული უარი,თუმცა იტალიურმა ფესვებმა იქნება და უყივლოს)))

  2. Mad Maxx Mad Maxx says:

    ეს თუ მართლა ესეა მაშინ იუვეს აპატიებს თავის გულშემატკივარი რომ დაგვაგლიჯა ნერვები მარა მანჩესტერს თუ აპატიებენ ნაღდად არ ვიცი ტიპები ისეთი გახარებულები არიან რომ რაგაც ადამიანური თვალსაზრისით ძაან ტეხავს :blin: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »