გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ეპიზოდები – #Qasra

იუვენტუსის ისტორიას რომ გადავხედოთ, დაკვირვებული იუვენტინო ბევრ პარალელებს აღმოაჩენს. შესაბამისად მეც დაკვირვებულად გადავავლე თვალი ჩემი და ჩვენი საყვარელი კლუბის პირველ ნაბიჯებს, როგორი კეკლუცი იყო ჩვენი ქალბატონი, როგორ მოვიდა დღემდე, რას ჭამდა, რას სვამდა, როგორი ჩაცმის სტილი ჰქონდა, რას უსმენდა, რა ჟანრის კინოებს უყურებდა, მოკლედ ბავშვობის წლების ასაკი გავიხსენე, თუ როგორ ჩავეძიებოდი ხოლმე ყველაფერში ჩემს ,,შეყვარებულებს” და კითხვებს დავაყრიდი.


თუ მეტყოდნენ იგივე შემსრულებელს, მსახიობსა თუ კინოს, აი ეს საერო გემოვნება, უკვე ურთიერთობის დაწყების საწინდარი იყო. რაც შეეხება იუვენტუსს? მეტი ადრე რომ დავბადებულიყავი, 1984-1985 წლებში მას ცოლად მოვიყვანდი.

ჯანი ანიელიმ, ბონიპერტი დანიშნა პრეზიდენტად, ჯანპიერომ ჯოვანი ტრაპატონი მოიყვანა მწვრთნელად, ჯოვანიმ კი მიშელ პლატინი და ბონიეკი.

აი ეს იყო შვეიცარული სისტემით აწყობილი იტალიური საათი. ეს იყო ის, როდესაც ექვს მსოფლიო ჩემპიონს ფრანგული და პოლონური სისხლი გადაუსხეს.

7 სეზონში ტრაპატონიმ და იუვენტუსმა, ყველა შიდა და ევროპული ტურნირი და თასი მოიგეს.

2010 წელს დაწყებული 2017-2018 წლების სეზონამდეა გათვლილი,
ანიელი-მაროტა-ალეგრის კიდევ 2 წელი აქვს, რომ დიდების მწვერვალები დაიპყრონ.

გასაგები, რომ ყველაფრის მოგება ერთიანად გვინდა, ვითხოვთ ტოპ ტრანსფერებს, მაგრამ…

დავაკვირდეთ დეტალურად მათ მოქმედებას, რომელიც შეიარაღებული თვალითაც ბუნდოვნად სჩანს.

2011-2012 წლების სეზონში, იუვენტუსის მტავარი მიზანი ჩემ.ლიგის საგზურის მოპოვება იყო, მაგრამ მოულოდნელად ჩემპიონობა იზეიმა.

2012-2013 მორიგი სკუდეტო და დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე.

2013-2014 წლებში, ახლოს ვიყავით ზედიზედ მე-3 სკუდეტოსთან ერთად, იტალიის ესე ნანატრი მე-10 თასი მოგვეპოვებია და ევროპა ლიგის ფინალი გვეთამაშა საკუთარ სტადიონზე. მაგრამ მხოლოდ სკუდეტოსა და იტალიის სუპერ თასს დავჯერდით.

2014-2015 წლების სეზონი და ოცნების ახდენამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. დავმარცხდით ჩმ.ლიგის ფინალში და მოვიპოვეთ იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, სკუდეტო და ამით, იტალიაში ტრიპლეტი შევასრულეთ.

2015-2016 წლების სეზონი და რეკორდის გამეორება, რომელიც აქამდე ტორინოს, იუვენტუსსა და ინტერს ეკუთვნოდა. საუბარია ზედიზედ მოპოვებულ 5 სკუდეტოზე. ასევე ზედიზედ მეორედ მოვიგეთ იტალიის თასი და გველოდება 26 დეკემბერს, გველოდება იტალიის სუპერ ტასის ფინალი და მორიგი ტრიპლეტი იტალიაში.

2016-2017 წლევანდელი მიზნები? შარშან და წელს ერთიანობაში იუვენტუსი 15მა ფეხბურთელმა დატოვა და 17მა ფეხბურთელმა შეავსო (საუბარია ძირითად გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებზე) გუნდში განხორციელდა დიდი ცვლილებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია პირლო-ვიდალი-პოგბა-ტევესის წასვლა, რომლებიც ეტაპობრივად პიანიჩი-ხედირა-დიბალა-იგუაინმა ჩაანაცვლა. წელს გუნდს შეთამაშება დასჭირდება, რომელ სეზონსაც შეთამაშების, მე-6 სკუდეტოსა და აბსოლიტური რეკორდის დამყარების სეზონი შეგვიძლია დავარქვათ. ასევე წარმატებული გამოსვლა იქნება იტალიის თასსა და ჩმ.ლიგაზე, მაგრამ გუნდის მთავარი მიზანი ჯერ მე-6 სკუდეტოს მოპოვებაა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს თაობა გახდეს ამ ისტორიის შემქმნელები, დამეთანხმებით ალბათ რომ ,,სკუდეტო გამიწყალდა” ,,სკუდეტო ყელში ამოვიდას” მძახებელი ალბათ იუვენტუსს მოსაწევთან და ხინკალთან აიგივებს. შენ სახლში ზიღარ ფერად ეკრანთან და თამაშს უყურებ, ისინი კიდევ ამშედეგისათვის მთელი სეზონი ვარჯიშობენ და სულსა და გულს დებენ.

2017-2018 წლების სეზონი? თუ 1982 წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და ფინალში, იტალიის ნაკრების 11-ეულში 6 იუვენტინო იყო, ხომ შეიძლება, რომ იუვენტინოებმა ჩმ.ლიგის ფინალი მოიგონ და მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ასევე 6 იუვენტინოთი (ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, რუგანი, სტურარო) დააკომპლექტოს? პასუხი თქვენთვის მომინდვია იუვენტინოებო…

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

18 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ))))) თრAპატონის იუვე კარგად მახსოვსს )) უძლიერესი გუნდი იყო ) ძლიერი დაცვის ხაზით და კრეატივით ცენტრში პლატინის სახით , პლიუს შემსრულებელი პოლონელი წინ , პლატინის თამაში ვისაც ახსოვსს დელპიეროზე მაგარი 10 იანი იყო ) უბრალოდ ალექსმა ფაქტიურად მთელი კარიერა იუვეში გაატარაა , პლიუს იტალიელია )

    • Qasra says:

      და მტავარი პლიუსი ისაა, რომ ეს ტაობა დელპიეროს მოეწრო და ამან იტამაშა დიდი როლი, თორე პლატინმა 3ჯერ მოიგო ზედიზედ ოქროს ბურთი, და ამ სამ წელს სკუდეტოები, ტასები, ჩმ.ლიგა და 1984ში ევროპის ჩემპიონი გახდა…

  2. ანონიმური says:

    აი სევილიასთან 3 ნოლზეც კმაყოფილი ვიქნები კარგი დაწყება იქნება

  3. ანონიმური says:

    დღეს ძაან მინდა იუვემ თავი გადაიხიოს და ჩემი საყვარელი ანგარიჰით მოიგოს 5 ნოლი

  4. ანონიმური says:

    დღეს ვიგებთ პროსტა თუ ვანადგურებთ მეტოქეს თქვენი აზრით

  5. ჯოშუა says:

    მანდაგორაზე რამე ინფორმაცია ხოარ გაქვთ?

  6. ანონიმური says:

    ყველამ კარგად იცის იტალიაში ვინ გახდება ჩემპიონი და ამას ყველა იძახის მთავარი ლიგაა და ლიგაზეც ფავორიტების სიაშია ბარსა რეალი ბაიერნი და იუვე. ჯგუფიც ადვილი შეგვხვდა მერე ცოტა გამართლება და ლიგის ფინალშიც გავა

  7. BURATINO says:

    იმედია არ ეწყინება ავტორს სიტყვების და მარაგის გამდიდრება გჭირდება აგრეთვე ლექსიკის ჩამოყალიბება. ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს არჩეული და იმედია საკუთარ თავზე იმუშავებ და ყველაფერი გამოგივა. სტატის კარგია ნამდვილად თუმცა “რას ჭამდა და რას სვამდა” არ მოუხდა. წარმატებები.

  8. ანონიმური says:

    ნუ, იტალიის თასის მოგებაც კარგი იქნება მაგრამ არც მისი დათმობა იქნება რაიმე პრობლემა

  9. ანონიმური says:

    ორივე ფრონტზე შეუძლია ბრძოლა იუვეს წელს. არის ამის რესურსი

    ბოლოსდაბოლოს სერია ა-ს კვალობაზე გაცილებით გაძლიერდა გუნდი იტალიურ ფეხბურთში გამოცდილი მოთამაშეების მოსვლით.

    :forza: :forza: :forza:

  10. VIKING says:

    წელს პრიორიტეტი მე-6 სკუდეტოა ზედიზედ,რაც ისტორიული მოვლენაა და ყოველთვის არ იქნება ამის შანსი,მითუმეტეს როცა რეკორდს ახლა მერდებთან იზიარებ.ვისაც იუვე უყვარს და ისტორიას პატივს სცემ,მისთვის უპირველესი პრიორიტეტი განუმეორებელი რეკორდის დამყარება უნდა იყოს.ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ დაგეგმავ გათვლილად,მაგრამ გუნდი მაგასაც ეცდება და რატომაც არა?წლევანდელ იუვეს შესწევს ამის ძალა,სათადარიგო სკამი იუვეს უძლიერესი ჰყავს ევროპის მაშტაბით და ძირითადიც არ ჩამოუვარდება არავის.კარგი შეთამაშება და ცოტა იღბალი და ლიგაც რეალობა გახდება. :forza:

    • ანონიმური says:

      მაგის თქმა მინდა ზუსტად იყოს პრიორიტეტი სკუდეტო და რეკორდი ძალიან კარგი მარა მაგას პლიუს უნდა მოაყოლონ ლიგა და სეზონი წამატებულად კი არა რაღაც ზღაპარი დასასრული იქნება მიდი იუვე მჯერა ჰენი

  11. ანონიმური says:

    ლიგა არა ორივი მინდა ძმაო მეც გამიხარდება სკუდეტეცო და რეკორდები და ჯერ ესერთი ლიგა რო ვერც დადოს და მარტო სკუდეტო იყოს რათქმაუნდა სეზონი წარმატებულად ჩაითვლება აბა რა

  12. Qასრა says:

    მე ამით იმას ვამბობ, რომ წელს სკუდეტოს მოგებით წარმატებულად ჩაითვლება სეზონითქო. შენ ლიგა გინდა და აბ. დიბალა მარკიზიოს და ბუფონს კიელინი ბონუჩის კითXE რა უნდა??? მათ უნდათ რომ სწორედ ამ ბონიპერტის ძოფის, პლატინი შირეას და ბონიეკი როსის იუვენტისის რეკორდი მოხსნან და გააუმჯობესონ, რადგან როგორც მათ უეოდებენ ოწროს თაობას ასე უდათ ამათAც რომ ას. გაიხსენონ!

    • ანონიმური says:

      ნებისმიერი ტიტულით სეზონი წარმატებით ჩაითვლება მარა მარტო წარმატებით და არა დიდი წარმატებით გასხვავება ესაა ლიგას და სკუდეტოსა და რეკორდებს ჰორის მარა ვისაც არ გჯერათ ეს თქვენი პრობლემაა იუვე წელს ორივე ტიტულს იგებს

    • OLD Juventus says:

      მაშინ თავად ბუფონს კითხე რა უდა, მე-6 ზედიზედ სკუდეტო თუ ლიგა? დამერწმუნე ლიგის თასი ბუფონმა რომ აწიოს წელსვე გაცვლიდა კარიერის დამთავრებში, ოცნებობს ლიგის თასზე და ვერაფრით მიაღწია :( ამ პოლიტიკით კიდევ თვითოანაც აღარ სჯერა და აღარც აკეთებს ხმამაღალ კომენტარებს როგორც ეს ადრე იყო :(

      • ანონიმური says:

        საქმე მაგაჰია სწორედ რო ბოფონსაც სკუდეტეტო და რეკორდედი უნდა მარა მარა ის ავიწყდება წელს ლიგის თას რო დაიჭერს ხელჰი რატომღაც რეკორდიც იქნება სკუდეტოც იქნება ლიგაც იქნება და საერთოდ ზღაპარი სეზონი გამოვა და მაგარი წარმატებული

  13. ანონიმური says:

    კარგი გცოდნია იუვე ისტორია მარა ჰენ არც იმის გაგება უნდა გჭირდებოდეს წესით რო ამ იუვენტუს ახლაც ჰეუძლია ლიგის მოგებაც და სკუდეტოსიც მექვეს იყოს ბოტანი პრიორიტეტი 6 სკუდეტო და რეკორდი ძალიან კარგი მარა ლიგაც წელს უნდა დაიდოს და დაიდება

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »