ქასრას ტრადიციული მატჩისშემდგომი მიმოხილვა

სალამი იუვენტინოებო, დღეს ორშაბათია და ტრადიციისამებრ გთავაზობთ მიმდინარე უიქენდზე, იუვენტუსის მიერ ჩატარებული მატჩის მიმოხილვას:


იუვენტუსი: (3-5-2) ბუფონი, ბონუჩი, ბენატია, კიელინი, ლიხშტაინერი, ალექს სანდრო, ლემინა, ხედირა (ჰერნანეში 73,) პიანიჩი (პიაჩა 87,) დიბალა, იგუაინი (მანძუკიჩი 70,)

გოლები: იგუაინი (4, 10,) პიანიჩი (27,) ანტელი (33,)

მისტერ მაქსმა, 3-5-2 ტაკტიკას არ უღალატა. 11-ეულის შერჩევაში კი, შემდეგ ცვლილებებს მიმართა. თუ წინა ტურში, ბენატია ბონუჩის ნაცვლად მოგვევლინა ძირითადში, ამჯერად ბარძალი ჩაანაცვლა მოროკოელმა. ძირითადში იყო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილი ლიხშტაინერი. ნახევარდაცვაში ხედირა ლემინას მხარდამხარ, ახალწვეული მირალემ პიანიჩი ირჯებოდა. წინა ხაზში კი გულშემატკივებისათვის ასე ნანატრი, არგენტინული დუეტი ვიხილეთ.

მატჩი მეტად აქტიურად დაიწყო, რამეთუ უკვე მე-3 წუთზე, ბუფონს კიდევ ერთხელ მოუწია იმის დამტკიცება, თუ რატომ დასახელდა ჩემპიონთა ლიგის არსებობის საუკეთესო/ნომერ პირველ მეკარედ. შემდეგ კი მოხდა ის 3 პასიანი და 10 წამიანი იუვეს სპრინტი, რომელიც გონსალო იგუაინმა გოლით დაასრულა. გადის 5 წუთი და არგენტინელი, სემი ხედირას თავური გადაცემით, დუბლს იფორმებს და დარჩენილ 80 წუთს, მეტ წილად ფორმალურს ხდის. მატჩის 27-ე წუთზე ,,იუვენტუს სთედიუმმა” პირველად შესძახა მირალემ, პიანიჩ! მირალემ, პიანიჩ! მირალემ, პიანიჩ! ჩემში კი საფინალო სასტვენის ხმა გაისმა.

იუვენტუსმა, მორიგი გამარჯვება და მორიგი 3ქულა მოიპოვა, დამსახურებულად იკავებს სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს. მის ეგრედწოდებულ კონკურენტებს რომასა და ნაპოლის კი 2-2 ქულით უსწრებს.

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს, ალეგრი და მისი კრებული ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან.

მატჩი ტურინში, სევილიას წინააღმდეგ 14 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 გაიმართება. შესაბამისად, ზეგ, საჩემპიონთალიგო წინამასატჩო სტატიით, ისევ თქვენს წინაშე იქნება Qasra, სადაც მიმოვიხილავთ მეტოქე გუნდებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს და თუ რას უნდა ველოდოთ ჯგუფური ეტაპიდან.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. Ilia Beriashvili says:

    Mogesalmebit ,
    Rac es saiti arsebobs muda. Tval vadevneb postebs, aseve sxva gundis fanklubis postebs magram forzajuve martlac sheudarebeli , sul sxva donea ,
    Amas ar vambob rogorc juves gulshematkivari , Aramed gamovxatav obieqtur azrs. Titoeul statiashi informaciis garda igrdznoba juves didi siyvaruli….
    Didi madloba qasra , didi madloba adminebs
    Forza juve !!!
    Pativiscemit beberi juventino , ilia Beriashvili

  2. bugitto bugitto says:

    ქასრა ლომი ხარ ძმა :forza:

  3. ანონიმური says:

    გაზეთების მიმოხილვა რატო აღარ იდება?

  4. ანონიმური says:

    გაიხარე ქასრა კაი კაცი ხარ მადლობა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »