ქასრას მატჩისშემდგომი მიმოხილვა

…ხანდახან არასასურველ სიზმარს ვხედავთ, ვხვდებით რომ ასეთი რამ შეუძლებელია მოგვსლოდა და რომ ეს სიზმარია, გამოღვიძებას ვიწყებთ, ღრმად ამოვისუნთქებთ და რეალობაში ვბრუნდებით, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა…


მატჩი დასრულდა, ტაბლოზე 0-0 ეწერა, გამოღვიძება მინდოდა, მაგრამ…
განგაშის ზარს არ ვრეკ, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ალეგრისთან ვახერხებ დაკავშირებას! ადამიანთან, რომელმაც გუშინ მილიონობით გულშემატკივარს დაგვცინა მატჩის პირველსავე წუთიდან და საათზე მეტი აბუჩად აგვიგდო.
რაზე ვბრაზობ? ვბრაზობ იმაზე, რომ…
# ერთფეროვანი მწვრთნელი გახდა სტანდარტული ზამენებით, პოზიციებით ცვლის ფეხბურთელებს და არა ტაქტიკური მონახაზის შეცვლის მიზნით. (სევილიასთან 4-3-3ზე ვერ გადავიდა, შეეშინდა!)
# რატომ ალვეში და ევრა და არა კუადრადო-სანდრო? ვერავინ ამიხსნის ამას, ,,ვარჯიშზე ალეგრი უფრო ხედავს ვინაა ფორმაში” კარგად დაუნახავს ევრა და ალვეში. სანდრო შემოვიდა და ტემპმა და ხიფათებმა იმატეს.
# პიანიჩი ის სოსკიანი ბავშვია, რომელიც ნაბიჯებს ახლა დგამს? რა ადაპტაციაზე საუბრობს ალეგრი? რა მოთმენაზეა საუბარი?
# 5 მცველით და 3 ჩამშლელით ეთამაშები საკუთარ მოედანზე სევილიას?!
აქ დავამთავრებ…
იუვენტუსი: (3-5-2) ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალვეში, ევრა (სანდრო 68,) ლემინა, ასამოა (პიანიჩი 68,) ხედირა, დიბალა (პიაცა 86,) იგუაინი.
მომდევნო მატჩს იუვენტუსი ხორვატიაში გამართავს დინამო ზაგრების წინააღმდეგ.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტური:
ლიონი – 3
სევილია – 1
იუვენტუსი – 1
დინამო ზაგრები – 0
მე წელს მე-6 სკუდეტო მინდა, მინდა ამ თაობამ სადაც ჩემი ბუფონი, ბონუჩი, მარკიზიოა, სადაც დელპიერომ და ჯოვინკომ მიიღეს მონაწილეობა, ისტორია დაიწეროს, მოიხსნას და დაემხოს აქამდე მოგებული ზედიზედ 5 მოგებული სკუდეტოს რეკორდი.
თასებზე პიაჩა, რუგანი, სტურარო, კუადრადოს თამაშით დავტკბები…
ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე კი 1/8 ფინალამდე ვივლი, მერე კი გამოვარდნა გულს არ დამწყვეტს და შემდეგ ფრაზას ვიტყვი ,,ახლა მთელ ყურადღებას ჩემპიონატზე გადაიტანენ”
შესვენებაზე, ანიელის რომ ალეგრი ჩემით შეეცვალა:
ვცვლი ალვეშს კუადრადოთი, ევრას კი სანდროთი. დანის ადგილზე გადადის ბარძალი, ტაქტიკა კი 4-3-3ზე, გამყავს ასამოა და მის ადგილს იკავებს პიანიჩი.
მოვიგებდი? – ეს თქვენ განსაჯადეთ იუვენტინოებო…

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

42 კომენტარი

  1. totalizatori says:

    Bevrs nu profesorob qasra ,, totalizatorze gaagora 0-0 nebismieri sasravit mougebs am sevilias romelmac 5 wamyvani fexburteli da mwvrtneli gaushva nu gamodixart alegrize magrebi da gaixsenet alegrim finali itamasha da bavarias pirshi mica

  2. ანონიმური says:

    ცხენდირას იგუს და დიბალას რომ გაეტანათ ალეგრის მერეც აგინებდით ? :)) ნუ თავისთავად არ მოგვეწონა ის ტაქტიკა და მოთამაშეები რითაც დაიწყო მაგრამ ფაქტია უიღბლო დღე იყო. ხედირა ეგეთ გოლებს 10-9ს იტანს და გუშინ გამაზა მაინცდამაინც. იგუაინსაც უნდა გაეტანა თავით და დიბალასაც უნდა შეეგდო.

    და მაინც: ძირითადში 4 კაცი ახალია და შეთამაშება უნდა გუნდს. დამიჯერეთ ახალი წლიდან ძალიან მაგრად მოიხოდებიან ბიჭები. გაიხსენეთ შარშანდელი სეზონი. იგუაინიც მოიხოდება და პიანიჩიც. მაინც პირველზე გავალთ სევილიას მოვუგებთ გასვლას. ლიონი და ზაგრები რომ ვერ გაიწევენ პირველი ადგილისკენ ფაქტია და სევილიასაც არ გაუმართლებს ამდენჯერ.

  3. Soni says:

    Alegrisac shevexe ragac ambavshi da marotasac tumca am tamashit ar shemipasebia saerto jamshi shevajame wapxuli aravis arapers vuxsni ratqmaunda mara mainc bevri iseti ro sworad ver gaigebs da sheidzleba am tamashs miaweros am tamashit araperi gadawyvetila tumca rac nateli iyo upro gamyarda naxevardacva ar yavt da pianichi unda etamashebina.ertertma dawera ro dybalas situacias maxsenebso sad dybala da sa pianichi ubralod dacva gaamagra asamoati))).marota gasashvebia rogor ver iyida naxevarmcveli beberi shneideri mainc eyida to klasnia tipi arc dzviri gamovidoda da mgonia gamoadgebodat.saertod sad gaiqca to marto me mgonia ro shneideri gamoadgebodat to ravi ra.

  4. Vega JU-VE says:

    არაფერი საგანგაშო არ მომხდარა ამ ფრით, წინ გრძელი სეზონი გველოდება და არაა საჭირო სევილიასთან და სხვებთან ბოლომდე დახარჯვა როცა ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული გვაქვს. ალეგრის იმაში ვეთანხმები რა ფეხბურთელები გვყავს მათი ყველას გამოყენება რადგან მერე თებერვალში იცოდეს რომ ზამენაზე ეყოლება სასტავის ფეხბურთელი და არა პადოინები. თან ტრამვები დაგვიძმაკაცდა და იმედია ეს ტრამვიანობა აღარასოდეს იქნება იუვეს ისტორიაში აწი. ასე რომ ნუ ატეხეთ ვაი ვიში რა. ყველაფერში ცუდს როგორ ხედავთ ასე მგონია ინტერის ფანები ხართ ვიდრე იუვეს. ზოგი მისტირის კონტეს ზოგი მიშას, არც კონტეთი დაწყებულა იუვე და არც მისით დამთავრდება, გვყავს და გვეყოლება ისეთი ტრენერები რომლებიც კონტეს ჯიბეში ჩაისვამენ. ფორზა იუვე!

  5. ლაშა says:

    ერთ ფრეზე ალეგრის და მაროტას ცოცხალს და მკვდარს აგინებთ ?? პირლო, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო და რავი თუნდაც დელპიერო, ნედვედი,ზიდანი რომ ყავდათ თამაშს არ აგდბდნენ??? შეცდომა ყველას მოსდის და იმედია ისწავლიან რაშიც არის პრობლემა. ჩემი აზრით დრო არის საჭირო რომ გუნდი შეთამაშდეს და ერთიანად მოქმედებდნენ. ვინ იტყვის რომ გუშინ მოსაგები თამაში არ იყო, ამდენი მომენტი ქონდა იუვეს და ვერ გაიტანეს თუ არ გაუმართლათ მაგას აზრი არ აქვს, მთავარია მომენტები იყო რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა. ჩვენ კართან ერთი ხიფათიც არ ყოფილა. ტაქტიკას რაც შეეხება 3-5-2 კონტეს იდეფიქსი კი არ იყო უბრალოდ ამ დაცვის დაშლა არ შეიძლება, მსოფლიოში ყველაზე მაგრად შეთამაშებული 3 მცველია დღესდღეობით. ამის არ გამოყენება უფრო დიდი დანაშაულია. გეთანხმებით რომ ზოგიერთ მატჩში უნდა შეცვალოს ტაქტიკა და უფრო შემტევით ითამაშოს მაგრამ ჯერ ძირითად ტაქტიკას უნდა მიაჩვიო ფეხბურთელები რომ მერე არ შეიქმნას პრობლემა.კონტემ იგივე ტაქტიკით ათამასა ნაკრები და პირადა მე გაკვირვებული დავრჩი იმ გუნდით საერთოდ ჯგუფიდან როგორ გავედით, ფეხბურთელებით რომ სეგვედარებინა იგივე ბელგიასთან აშკარა სხვაობა იყო დაცვის და მეკარის გარდა სხვა პოზიციებზე და უნდა გადაერბინათ მაგრამ … კონტემ კარგად იცის 3-5-2 როგორ ითამაშოს მაგრამ ჩელსიში სხვა ტაქტიკით თამაშობს, იმიტომ რომ არ ყავს ესეთი დაცვა. პიანიჩის უთამაშებლობა შარშანდელ დიბალას თავიდანვე სასტარტოში დაყენებას მაგონებს, იგივეს იძახდა უნდა მიეჩვიოსო და სეზონის ბოლოს მართლაც ლიდერად მოგვევლინა პოგბაზე მეტი იყო გუნდისთვის. იმასაც ვერ გავიგებთ პირველი ტურებიდან სასტარტოში რომ დაეყენებინა მერე რა იქნებოდა ცადა ესე გამოვიდა და რას ვერჩით. მე მირჩევნია ეხლა იწვალოს გუნდმა და თებერვალ მარტში იყოს ფოირმის პიკთან ვიდრე ანადგუროს სევილია ზზაგრები ლიონი და მერე დაეწყოს ჩავარდნა.

    • ანონიმური says:

      aლბათ მართალი ხარ,ალეგრიმ ჩვენზე კარგად იცის რასაც აკეთებს და იმიტომა ის იუვეს მწვრთნელი და ჩვენ ქომაგები,აქ კიდე ბევრი ასწავლის ალეგრის როგორ მოიქცეს.უბრალოდ ერთ რამეზე ნაღდათ ვიტყვი რო ტყის მაროტა და ანიელი რომ მესამე წელია ალეგრის აგდებენ და ერთი ტოპ გამთამაშებელი არ მოუყვანეს,მერე შემტევ სტილს ითამაშებდა ალეგრი და უფრო სანახაობრივი იქნებოდა იუვეს თამაშები.რა იქნებოდა ერთი ძაან კლასნი ტრეკვარტისტა,ფულიც ქონდათ წელს და შესაძლებლობაც მაგრამ არ უყიდეს :loool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »