ქასრას წინასამატჩო მიმოხილვა

…საინტერესოდ მიმდინარეობს იუვენტუსისათვის 2016-2017 წლების სეზონის კალენდარი:


უკვე ზედიზედ სამი ტურია, ბიანკონერი 20:00 საათზე მართავს მის მატჩებს. ამჯერად მათი მეტოქე მილანის ინტერია, რომელმაც ჯერ პესკარაში შემოატრიალა წაგებული მატჩი, შემდეგ კი ევროპულ ასპარეზზე შეირცხვინა თავი. აქვე მინდა, ასევე ავღნიშნო, კალენდარის სირთულე, ფიორენტინასთან და სასულოსთან მატჩებს, დავუმატოთ ლაციოსა და ინტერში გასვლითი მატჩები, პლიუს ჩემპიონთა ლიგა და გამომდინარე იქედან, რომ მომდევნო ტურის დაპირისპირებები შუა კვირაში იმართება, (21.09.16 იუვენტუსი – კალიარი) გამოდის რომ 11 დღეში, იუვენტუსს 4 მატჩის გამართვა მოუწია, რაც დამეთანხმებით ძალზედ რთულია. მაგრამ ალეგრის აქვს ფუფუნება იმისა, რომ როტაციებს მიმართოს და საჭიროებისამებრ გადაახალისოს შემადგენლობა.

ახლა კი დღევანდელ მატჩზე ვისაუბროთ, შემადგენლობებსა და მოლოდინზე…

პრესკომფერენციაზე, ალეგრიმ განაცხადა, რომ ითამაშებს 3 მცველიანი ტაქტიკით, შესაბამისად ბუფონის წინ BBC განლაგდება. მან ასევე განაცხადა, რომ ძირითადში ვიხილავთ ლიხშტაინერს და სემი ხედირას, დანარჩენები კი ინკოგნიტოდ დატოვა.

იუვენტუსი: (3-5-2) ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ალექს სანდო, ხედირა, ჰერნანეში, პიანიჩი, იგუაინი, მანძუკიჩი

სათადარიგოთა სკამი: ნეტო, აუდერო, ბენატია, რუგანი, ალვეში, ევრა, ლემინა, ასამოა, კუადრადო, პიაჩა, დიბალა

ვფიქრობ, გამართლებული იქნება ჰერნანეში-პიანიჩის ერთად ხილვა, ასევე ძირითადიდან თუ დაიწყებს მარკო პიაცა, საინტერესოა კუადრადოს დაბრუნების ხილვა, ველოდებით დიბალას გოლს.

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დიდი იტალიური დერბი, ინტერი – იუვენტუსია.

წარმატებები ჩვენს ბიჭებს. ფორცა იუვე, ფორცა ტუტი იუვენტინი ❤

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

13 კომენტარი

  1. მილანისტა says:

    წარმატებებს გისურვებთ სულით და გულით მართლა:-)

  2. ცრუღმერთი says:

    პოგბააა გამოიღეე….. ჩვენი პერო ნახე რა ტრეკუარტისაა

  3. Lb19 says:

    პერეირა პოგბუნას ამარცხებს ჯერჯერობით :forza:

  4. Vega K@Li says:

    ეს ინტერი ისეთი ნაგავია დღეს თავს მოიკლავს რა. და მერე ჰაპოელებთან წააგებს :)))))))))))) დღეს უნდა გადავუაროთ

  5. მგელ პიერო says:

    ძუნძულა იგუაინს ერთად არ დააყენებს

  6. Soni says:

    Kielinis komentari vnaxe chven arvart realio 6-2 5-0 movigoto 2-0 1-0 sakmarisiao))) dzaan saintereso gancxadebaa :lool: .2-0 ro iyo sasuolostan kielini yviroda meti agar gaitanoto :lool: :lool: :lool: mesame golze gadairia es jandabas mara aq daamtavreto :lool: :lool:

  7. Soni says:

    Aramgonia es sastavi daayenos tumca dzaan magrad minda naxevardacvashi am sami pegburtelit itamashos

  8. რომა says:

    დღეს ტურინელი ვარ მთელი არსებიით მძულს ინტერიიიიი

  9. რომა says:

    მიდიიტ ტურინელებოო მძღნერდააას ჩაუბაბანეთ:)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »