The Dream Killers – ანუ ბიჭები ტურინიდან..

“ჯენოასთან” მარცხის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ტურინის “იუვენტუსი” კრიზისში ჩაეფლო, მაგრამ ბიანკონერები ასე არ ფიქრობდნენ..

ერთი კვირის წინ ტურინს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ბერგამოს “ატალანტა” ესტუმრა.ჯანპიერო გასპერინი გამოცდილი კაცია და არ ესწავლება, როგორ უნდა განაწყოს გუნდი “იუვენტუსთან” სათამაშოდ.თუმცა – ბიანკონერებმა ნერიაძური არც შეიმჩნიეს, 3-1 მოუგეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ ტურინული კრიზისი არ არსებობს, არსებობს ოცნებების დამანგრეველი, სახელად ბებერი ქალბატონი..

რა მოხდა დღეს ? – სტადიო ოლიმპიკოზე შეკრებილი გულშემატკივარი დერბიში “იუვეს” განადგურებას დიდი ხანია ელის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მარტივი საქმე სულაც არაა.ყველაფერი ანდრეა ბელოტის გოლით დაიწყო, ახალგაზრდა იტალიელმა ტურინელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და ჯანლუიჯი ბუფონს კვლავ გაუტანა.შტეფან ლიხტშტაინერმა ბელოტი ვერ შეაჩერა, პრინციპში, უნდა ითქვას, შვეიცარიელის მოვალეობა სულაც არაა ცენტრალური ფორვარდის შეჩერება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი მალევე მოვიდა გონს, 12 წუთში ბელოტის გონსალო იგუაინმა უპასუხა და წონასწორობა აღსდგა.მეორე ტაიმში თამაშში ჩართულმა მირალემ პიანიჩმა ჯო ჰარტს მატჩის მიწურულს გაუტანა და იქ უკვე გადაწყდა, რომ “ტორინო” თამაშში დამბრუნებელს არ ჰგავდა.

პიპიტას მეორე გოლი კი ცალკე აღნიშვნის თემაა, ეს იყო გოლი, რომელსაც “იუვეს” ტიფოზები ელოდნენ.არგენტინელმა ფორვარდმა ჯორჯო კიელინის გრძელი გადაცემა მიიღო, ბურთი დაამუშავა და აპენინებზე გადმობარგებულ ბრიტანელ მეკარეს ისე დაურტყა, მოგერიების შანსიც არ დაუტოვა.იგუაინმა და პიანიჩმა სწორედ ტურინულ დერბიში დაამტკიცეს, რომ ჯუზეპე მაროტას მათ სანაცვლოდ 100 მილიონი ტყუილად არ გადაუხდია.

სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, შეიძლება ითქვას, გამოცდილება არ ეყო.კარგად გამოიყურებოდნენ იაგო ფალკე, მარკო ბენასი, ადემ ლიაიჩი, ამ უკანასკნელს გოლის გატანის შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.ბროწეულისფერებმა ამ მატჩს რამდენიმეჯერ უნდა უყურონ და დეტალურად გაანალიზონ დაშვებული შეცდომები, გუნდს პოტენციალი აქვს, მთავარია თამაშიდან თამაშამდე პროგრესი განიცადოს.ახალგაზრდა ფლანგელები, ძაპაკოსტა და ბარეკა, დანიელე ბაზელი, ლუკა როსეტინი, უკვე ხსენებული გუნდის კაპიტანი ბენასი, სერბ სპეციალისტს შეუძლია, ტორინოსგან ძლიერი გუნდი დააყენოს, თუმცა დრო სჭირდება.

ანდრეა ბელოტი იტალიური ფეხბურთის მომავალია, ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება.22 წლის ფორვარდი ბებერი ქალბატონის მცველებს არ შეუშინდა, ბოლომდე იბრძოლა, გოლიც გაიტანა, რამდენიმე ორთაბრძოლაში გამარჯვებულიც გამოვიდა, თუმცა გამოცდილება მასაც არ ეყო.სულ მალე “პალერმოს” ექს-ფორვარდი სკუადრა აძურას შეუცვლელი ფიგურა გახდება და ეს სწორედ “ტორინოს” დამსახურებაა, გრანატამ შექმნა პროდუქტი, რომლის ფასი სამომავლოდ, მართლაც 100 მილიონი ევროა.

პაულო დიბალაზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა, არგენტინელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მასთან ერთად “იუვენტუსი” ორმაგად სახიფათოა.ტურინელთა 21-ე ნომერმა მესამე გოლი თავად შექმნა, ფლანგზე სამ მეტოქეს აუარა გვერდი და იგუაინს საგოლე გადაცემა მიართვა, თუმცა ჰარტი ადგილზე დახვდა ბურთს.ამის შემდეგ ლა ჯოიამ პიანიჩს დაარტყმევინა, ბრიტანელმა ესეც მოიგერია, აი მესამე დარტყმულს კი უკვე ვერაფერი მოუხერხა.დიბალა ნელ-ნელა ფორმაში შევა და დარწმუნებული ვარ, როგორც შიდა, ისე ევროასპარეზზე არაერთ მეტოქეს დაამწუხრებს.

კრიზისში მყოფ იტალიურ ფეხბურთს შეუძლია დერბი დელა მოლეთი იამაყოს.დაძაბული და სანახაობრივი თამაში, ულამაზესი გოლები, ბრძოლა მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე, მაღალი დონის შემსრულებლები და ასე შემდეგ.იმედია, ტურინულ გუნდებს მხარს “რომა”, “მილანი” და “ნაპოლიც” აუბამენ და იტალიური ფეხბურთი ევროპულ არენაზე საკუთარ სათქმელს იტყვის, თუმცა წელს, ამის კარგი შანსი “იუვენტუსს” აქვს..

ბებერ ქალბატონს სხვა მიზნები აქვს, წლების წინ დაწყებულ პროექტს ის დრო უდგას, როცა მოსავალი უნდა მოიმკას.ხვალ ბიანკონერების მეტოქე გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, თამამად ვთქვათ, ალეგრის შეგირდებს არავის ეშინიათ.მაშინ, როცა შავ-თეთრებს ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და დანი ალვეში დაუბრუნდებათ, ისინი ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან.მთავარია “იუვემ” საკუთარი თამაში აჩვენოს, ბურთი აკონტროლოს, ნაკლები შეცდომები დაუშვას და აპენინებზე სჯერათ, რომ შედეგი აუცილებლად მოვა..

დღეს იტალიურმა ფეხბურთმა გაიმარჯვა, ვნახეთ ის, რაც დიდი ხნის მანძილზე გვენატრებოდა, ნამდვილი დერბი დელა მოლე..

ჩვენ კი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამდე გემშვიდობებით..

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

26 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    თამაშის ლინკი დადეთ რა გუშინ ვერ ვუყურე თან არც სეტანტა სპორტი არ მაქვს მადლობთ წინასწარ.

  2. ანონიმური says:

    ბუფონი

    ბონუჩი კიელინი
    ალვეშ სანდრო

    მარკიზიო
    ხედირა პიანიჩ

    დიბალა
    იგუაინი მანჯუკიჩი

  3. ანონიმური says:

    დღეს ღამე ახლა რომა მილანი თუ მორჩა ნიჩია ხო მაგრა გაასწორებს თუ არადა მაინც ყველაფერი იუვეს ხელჰია ახლა რა დაიცდის თებერვლამდე რა

    • forza bianconeri forza bianconeri - Trezegol says:

      მილანის მოგება უფრო გვაწყობს. მილანისტა რიცოლი რომ არა ახლა მაქსიმუმ 30 ქულა ექნებოდა მილანს

      • LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

        ეს 2 3 დღე მთელი დღე თავში მიტიალებს რომა მილანის ნიჩია :)
        ოღონდ იუვეს პონტში არა, ნიჩია 1-1 მგონია.

  4. Del_Piero Del_Piero says:

    რომას და ფიორეს რთული მოწინააღმდეგეები შეხვდნენ ევროპა ლიგაზე.

  5. Del_Piero Del_Piero says:

    ნაპოლის მუხლები თუ არ აუკანკალდა, წლევანდელ რეალთან აქვს შანსი.

    • VIKING says:

      არა მგონია გაუძლონ,ძაან არასტაბილურია ნაპოლი. რეალი კი პირიქით, არ მეგონა ზიზუ თუ გაქაჩავდა, მაგრამ ისეთი სკოლა აქვს გავლილი… :)

  6. Trezeguet ბიანკონერი says:

    ადრე ბაიერნი – არსენალის წყვილში თუ ბავარიული კლუბი იყო ხოლმე ფავორიტი, ჩემი აზრით წელს ეს შეიცვალა. 2 გრანდი უეჭველი ვარდება

  7. Trezeguet ბიანკონერი says:

    ნაპოლი რა უიღბლო კლუბია რომასავით :chuvak: პესეჟემ ერთხელ მაინც გამოაგდოს ბარსა, უკვე ძალიან სამარცხვინოდ გაიბულკეს

  8. ანონიმური says:

    Gilocavt 1/4 finalshi gasclas :chuvak:

  9. Trezeguet ბიანკონერი says:

    ლევერკუზენის მერე ყველაზე სუსტი :forza: 1/4 ფინალში ვართ წესით :forza:

  10. VIKING says:

    ბენფიკას ვვარაუდობდი და პორტო შეგვხვდა )) :forza:

  11. Del_Piero Del_Piero says:

    პორტო შეგვხვდა

  12. Del_Piero Del_Piero says:

    ნაპოლი რეალს დაეჯახა

  13. leo 1999 says:

    ბაიერნი დაგვეჯახება

  14. ანონიმური says:

    თამაშის ლინკი დადეთ რა გუშინ ვერ ვუყურე წინასწარ მადლობა.

  15. ანონიმური says:

    2-ზეა დღეს კენჭისყრა?

  16. Jesse Pinkman მაქს says:

    :achuu: :boli: ალეგრი მაინც გასაშვებია !!! :mrgreen:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »