დიბალა ატალანტაზე, ოქროს ბურთზე, ესპანურ ვარიანტებსა და დელ პიეროზე

ატალანტასთან შეხვედრის შემდეგ, დიბალამ Rai Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა…

იტალიის თასის 1/8 ფინალში ატალანტასთან(3:2) გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ იტალიურ მედიასთან შეხვედრასა და მის მომავალზე ისაუბრა.

“ატალანტა საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდი. ის ჩვენგან კომპლიმენტებს იმსახურებს..

დოჰას შემდეგ ცოტა რთული პერიოდი მაქვს. ასეთი პენალტი არასდროს დამირტყავს. დღესასწაული კარგი არ გამომივიდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. წელიწადი ძალიან კარგად დავიწყეთ და მოვუმატეთ..

2 გოლის და დიდი უპირატესობის შემდეგ მოვდუნდით და გოლები საკუთარ კარშიც მივიღეთ, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ..

ოქროს ბურთი? ჯერ 23 წლის ვარ. ამისთვის კიდევ უნდა მოვუმატო. ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო განვითარდე..

თავდამსხმელი თუ ტრეკვარტისტა? მე თავს კარგად პლეიმეიკერის პოზიციაზე ვგრძნობ. ალეგრი სწორედ ამ ადგილას მათამაშებს, რითიც მოხარული ვარ..

რეალი თუ ბარსელონა? ამის შესახებ არცერთთან არ მისაუბრია. ოფიციალური შემოთაბაზება არ ყოფილა..

დელ პიერო? კარგი იქნებოდა მისნაიერი კარიერა. აქ თავს კარგად ვგრძნობ. რამდენიმე დღეში ჩემი აგენტი იტალიაში ჩამოდის, რათა კონტრაქტის დეტალები შევათანხმოთ. მალე შევხვდებით!.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. დელ პიერო says:

    mjera rom ar wava magari kacia ekutvnis 10

  2. Del_Piero Del_Piero says:

    თქვა რომ აქ ბედნიერია და წასვლაზე არ ფიქრობს. შემდეგ სეზონში 10იანი უნდა ჩავაცვათ. მაგარი გოლი შეუგდო ატალანტას.

  3. ანონიმური says:

    ოქროს ცაცია გაქვს შე მაგარო

  4. ანონიმური says:

    არ წახვიდე კაცურად რა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »