აუდერო:”იუვე საოცარია”

ბრაზილიელი აუდერო მიმდინარე სეზონში პირველად იცავდა იუვენტუსის კარს:

იუვეს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა არის ენით აუღწერელი სიამოვნება! მოუთმენლად ველოდი წამს, თუ როდის მოვახერხებდი მოედანზე გამოსვლას!

მნიშვნელოვნად გავიზარდე აქ ყოფნის პერიოდში.. არც მეტი არც ნაკლები ეს ჩემი მეცხრე წელია ტურინელთა რიგებში.. ფაქტია, რომ ჩემში იუვენტუსის კულტურა დაითესა.. სრულად გავიაზრე ის პროფესიონალიზმი რაც აქ სუფევს. ჩემი თანაგუნდელები გამორჩეული ფიგურები არიან.. წვრთნების პერიოდში ვერ აგიღწერთ, როგორი სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს.. თითოეული ჩვენთაგანი მზადაა ერთმანეთს გვერდში მაქსიმალურად დაუდგეს.

მატჩის წინ თანაგუნდელები მამშვიდებდნენ და წარმატებებს მისურვებდნენ. ჯიჯისგან ვისწავლე, რომ მზად ნებისმიერ წამს უნდა იყო.. 89 წუთი შესაძლოა რეზერვისტად იმყოფებოდე, მაგრამ 90-ეზე მნიშვნელოვანი დარტყმის მოგერიება მოგიხდეს. სწორედ ამაში იმალება იუვეს კარის დარაჯის საიდუმლო – მუდამ კონცენტრირებული უნდა იყო!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »