მითი თუ სინამდვილე: “რეალმა” ბეილის ფული მაისურების გაყიდვით ამოიღო”

1362823886_extras_mosaico_noticia_1_g_0

რამდენს გამოიმუშავებენ კლუბები მაისურების გაყიდვით?

სატრანსფერო ციებ-ცხელება როგორც კი დაიწყება, ხშირად გაიგონებთ – “კლუბი ტრანსფერის თანხას მაისურების გაყიდვით ამოიღებს”. განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს.

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი სპორტულ მარკეტინგში – პეტერ როლმანი, გვაწვდის ინფორმაციას ამ თამაზე.

მაისურების საშუალო ღირებულება იტალიაში (მაღაზიების დანამატების გარეშე) შეადგენს 75 ევროს. რისგან შედგება ეს თანხა?

8 ევრო – წარმოების ხარჯები და ლოჯისტიკა

2,50 ევრო – მარკეტინგის ხარჯები

6 ევრო – სალიცენზიო მოსაკრებელი

2 ევრო – დანახარჯები რეალიზაციაში

12 ევრო – ბაჟი გაყიდვიდან

16 ევრო – მწარმოებლის მარჟა

რჩება შემოსავალი ~ 30 ევრო

ეს თანხა ეკუთვნის ეკიპირების მწარმოებელს (მაგ. “ადიდასი”). ხოლო კლუბი იღებს სალიცენზიო მოსაკრებელს – 8%-ს გაყიდვიდან, ანუ 6 ევროს.

ახლა გადავხედოთ გაყიდვებს 2015-2016 წ. სეზონში (ფრჩხილებში 2014-2015 წ.)

  1. “ბარსელონა” – 3.637.000 (2.440.000 +32%)
  2. “ბაიერნი” – 3.312.000 (1.977.000 +40%)
  3. “ჩელსი” – 3.102.000 (1.866.000 + 39%)
  4. “მან.იუნაიტედი” – 2.977.000 (1.946.000 +34%)
  5. “რეალი” – 2.866.000 (2.533.000 +11%)
  6. “პსჟ” – 2.212.000 (1.733.000 +21%)
  7. “არსენალი” – 2.055.000 (1.455.000 +29%)
  8. “ატლეტიკო” – 1.977.000 ( – )
  9. “იუვენტუსი” – 1.678.000 (1.078.000 +35%)
  10. “მილანი” – 1.287.000 (978.000 +24%)

როგორც ხედავთ, წინა სეზონში “იუვემ” 1.678.000 მაისური გაყიდა. ე.ი. მიიღო – 10 მილიონი ევრო. “ბარსამ” – 22 მლნ. “რეალმა” – 17 მლნ. დამეთანხმებით, არცთუ ბევრია.

Bild am Sonntag და Tuttosport -ის მიხედვით.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

470 კომენტარი

  1. Maradona73 says:

    სებალოსი და ბერნა ძალიან კარგი იქნებოდა.

    4-3-3 სქემაში სებალოს ნახევარმცველად, ხოლო ბერნა შემტევად.

    ამათ + კეეიტა დაგვხატავდა.

  2. Maradona73 says:

    სებალოსზე წავა ორშაბათიდან ნადირობა.

    რეალი, იუვე, ბარსა და ბავსრია აპირებენ გამოსასყიდზე მეტი თანხა შესთავაზონ ბეტისს.

    • Maradona73 says:

      ეხლა გამოჩნდება ჩვენ ბრუციანს რისი თავი აქვს.

      მოატყუოს მაინც ეგრევე ძირითადში დაგაყენებო. :chuvak:

  3. forza bianconeri forza bianconeri says:

    ნზონზის ტრანსფერი ჩაიშალა საბედნიეროდ :forza: ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიცი იუვეს დონეზე ვერ ითამაშებს და კიდევ იმიტომ, რომ სევილიას 35-40 მილიონის ნაცვლად 28 წლის საშუალო დონის ფეხბურთელი შერჩათ :forza:

    • ანონიმური says:

      Bernandeskize sagamos impormaciebi aris rame???bolo bolo modis iuveshi tu es transferic chaishleba???

      • forza bianconeri forza bianconeri says:

        50-ს ითხოვს ფიორე იუვე კი შემდეგ კვირაში ოფიციალურად შესთავაზებს 40-ს და იმედია დაგვთანხმდებიან, რადგან მეტის გადახდას არ აპირებს ხელმძღვანელობა.

        • ალეკო კოკაია ალეკო კოკაია says:

          მაგაში 40-იც ძალიან ბევრია.ჩემი აზრით 25-ზე მეტი ნაღდად არ ღირს

          • forza bianconeri forza bianconeri says:

            ჩემი აზრით ერთ-ერთი სუაკეთესო ვარიანტია ვინგერებში. ძალიან ტექნიკურია, სწრაფია და საოცარი დარტყმა აქვს. ამ ყველაფერს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ემატება – ორივე ფლანგზე თანაბრად შეუძლია თამაში. ბერნარდესკის თუ მოვიყვანთ სხვა ვინგერის მოყვანა აღარ იქნება საჭირო. ორსოლინი შეიძლება დატოვონ საერთოდ

    • .... says:

      ეს აკვირდება რას ნიშნავს??? ამაზე საშინელი სიტყვა არ მინახავს, ევროპა შეშფოთდად პონტია :mrgreen:

      • Trezeguet ტრეზეგოლ says:

        რას და ჯერ ჯანმრთელობაზე და ტრავმებზე ინფოს მოითხოვენ შემდეგ სატრანსფერო თანხას დაასახელებს პესეჟე მერე მაროტა და პარატიჩი შეშფოთდებიან და 2-ჯერ ნაკლებს შესთავაზებენ. თუ გაგვიმართლა შეთანხმდებიან ხელმძღვანელობები და წამოვიყვანთ ამ ფეხბურთელებს :chuvak: :forza: End of story

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »