ოფიციალურად : დიბალა “იუვენტუსის” ახალი ათიანია !

ტურინის “იუვენტუსს” ახალი ათიანი ჰყავს..

იტალიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერმა დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ათ ნომრიანი მაისურით პაულო დიბალა იასპარეზებს.მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” მიერ გამოჩენილი სერიოზული ინტერესის შემდეგ კლუბმა ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვა, რომ არგენტინელთან გამომშვიდობებას არ აპირებს.

ლა ჯოიას ათიანს ლეგენდარული ტურინელი, ალესანდრო დელ პიერო ტვიტერში გამოეხმაურა : “წარმატებებს გისურვებ, პაულო, ატარე ეს ნომერი, როგორც ნამდვილმა იუვენტინომ.გაგვახარე ! “

არგენტინელმა პინტურიკიოს ასე უპასუხა : “დიდი მადლობა, ჩემთვის პატივია შენი ნომრის ტარება.ვფიქრობ, ათიანებს შორის შეჯიბრი ჯარიმების შესრულებაში მართლაც საინტერესო იქნება.”

შეგახსენებთ, რომ დიბალასა და დელ პიეროს ჯარიმების შესრულებაში დიდი ხანია კონკურსი აქვთ დაგეგმილი, კარი კი ჯანლუიჯი ბუფონმა უნდა დაიცვას.

ტურინელთა ბოლო ათიანი პოლ პოგბა იყო, რომელიც ერთი წლის წინ მანჩესტერ “იუნაიტედს” შეუერთდა, მანამდე კი ამ ნომერს კარლოს ტევესი ატარებდა.

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

15 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    მერჩივნა იტალიელს აეღო, მაგრამ წარმატებები დიბალს :forza: :forza: :forza: :forza: მაინ ალექს. ფორცა იუვე ფორცა დელ პიერო

  2. ანონიმური says:

    როგორც იქნა.. ძალიან გამიხარდა, 10 ნომერი ჩემი საყვარელი ნომერია და ძალიან არ მომწონდა გუნდი ამ ნომრის გარეშე რო თამაშობდა

    ძალიან კარგი და მნიშველოვანი გადაწყვეტილებაა :forza:

  3. OMAR SIVORI OMAR SIVORI says:

    პირველ რიგში ბრავო ბერნარდესკის, რომელმაც გონიერად ახსნა 10-იან პოზიცირება და მერე დიდი მადლობა მთელს გუნდს, რომელმაც მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და დიბის გადასცა ეს საპატიო და საპასუხისმგებლო 10-იანი.

    ახლა კარგი ტოპ-მცველი+ტოპ ნახევარმცველი და გუნდი კომპლექტშია!!

    მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

  4. ანონიმური says:

    ძაან კარგი ქნეს რო დიბოს მისცეს 10ი. აქ ბევრს სურდა რო ბერნას აეღო 10 და მაშინ ვიძახდი რო ეს დიბოსთვის უპატივცემულობა იქნებათქო.

  5. ლექსო ანთია says:

    ბერნარდესკი 21 და ზიდანი დელ პიეროს დონის დუეტი გვეყოლება ორ წელიწადში

  6. CM8 says:

    იმედია დიდხანს და ღირსეულად ატარებს :forza:

  7. ანონიმური says:

    Rinkoni an sturaro unda yofiliyo 10 raaa

  8. ანონიმური says:

    :forza: :forza: :forza: როგორ გამიხარდააა იმენა მოუხდება :juvee:

  9. იუვე გიო იუვე says:

    egre ra juve 10ianis gareshe texavda. magram chemtvis del piero s nairi 10iani ar iarsebebs

  10. მგელ პიერო says:

    არადა ერიქსენისთვის ვამზადებდით ათიანს :lool:

  11. Black Jack Black Jack says:

    დიბალა :love: ერთ-ერთი გუნდის საიტზე “სხვა გუნდია ფანები შემოდიანო და დასტოინადო” მე კიდე იასნად Screen:mrgreen:

  12. ანონიმური says:

    ოო გიო გაიხარე რა კარგი ინფორმაცია დადე

  13. ბეს-ნაკ says:

    giloცავტ ყველა იუვენტინოს 10 იანს
    :forza: :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »