იუვენტუსი – კიევო (სავარაუდო შემადგენლობა)

Tuttosport გვთავაზობს ტურინის იუვენტუსსა და კიევოს შორის გასამართი მატჩის სავარაუდო შემადგენლობას…

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კარს კვლავ ლეგენდარული კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს. ჩემპიონთა ლიგაზე განაცხადს მიღმა დარჩენის მიუხედავად, მარჯვენა ფლანგს სავარაუდოდ სტეფან ლიხშტაინერი ჩაიბარებს. კიელინის ტრავმის გამო, დაცვის საინტერესო დუეტს ვიხილავთ: ბენატია-რუგანი. დასვენების საშუალება მიეცემა ალექს სანდროს, რომელსაც კვადვო ასამოა შეცვლის.

სიახლეებია ნახევარდაცვის ხაზშიც. პირველად გამოჩნდება ძირითად შემადგენლობაში ბლეზ მატუიდი, რომელსაც მირალემ პიანიჩი შეუწყვილდება. ფლანგებს ახალწვეულები დუგლაშ კოსტა და ფედერიკო ფერნარდესკი გაამაგრებენ.

სანაკრებო ბატალიების შემდეგ დაისვენებს პაულო დიბალაც და დაცვის დუეტს ორი გამოკვეთილი 9-იანი შეადგენს: მარიო მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. ჩინგიზ კარა says:

    სტატიას როცა აქვეყნებტ. დაწერილი თექსტი იქნებ გადაიკითხოთ გამოქვეყნებაზე.

  2. rmzjuve says:

    დე შილიოს უეჭველი დააყენებს. გამოიყენებდა სანაკრებო პაუზაც და მისცემს ალეგრის შანს.

  3. გიო დარჯანია გიო დარჯანია says:

    მანჯუკიჩი მარცხნივ იქნება და ბერნა ცენტრში ითამაშებს ალბათ, მაგარი საინტერესო იქნება ეგ თამაში, ველი მოუთმენლად

    მაგრამ ტუტოიუვემ საერთოდ სხვანაირი შემადგელობა გამოაქვეყნა, შესნია კარში, ჰიოვედესი ძირითადში, ბერნარდერსკიზე არაფერი წერია საერთოდ, მისი ძირითადში თამაშის შანსი მცირეაო

  4. ანონიმური says:

    კარგია…თუმცა ვფიქრობ ბერნა შეიწევს ცენტრში დიბალას ადგილზე…
    მანჯუ კვლავ მარცხნიდან შეუტევს

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .